მოგესალმებით მეგობრებო!
ახლა მინდა გესაუბროთ იმ თემაზე რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს...
დავიწყოთ საქართველოთი. ჩვენდა სამწუხაროდ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%(ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება!). რუსებს დაკავებული აქვთ ჩვენი ულამაზესი ისტორიული მხარეები. ეს ყველაფერი არაა ჩვენდა სამარცხვინოთ რუსეთი მცოცავი ოკუპაციით მოიწევს წინ ანუ როცა უნდათ და რამდენითაც უნდათ წევენ საზღვარს აფხაზეთი და სამაჩაბლო ვერ აკმაყოფილებთ ქართლიც მიაქვთ! რას ვაკეთებთ ამ დროს ხალხო! ვშშფოთდებით ჩვენი ევროპელი მეგობრებივით?! თუ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია და რახან ჩვენი ნაკვეთები და სახლები არ ყვება საზღვარს იქით ეს ჩვენი პრობლემა არაა? თუ იქამდე უნდა ვიჯდეთ თბილად სახლში სანამ ცოცვა ცოცვით არ მოვლენ თბილისამდე? ამას რასაც რუსეთი გვიკეთებს ქვია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების ფეხქვეშ გათელვა. ქართველებს ეს არასდროს არავისთვის მოგვითმენია და ნაძრახ სიცოცხლეს ყოველთვის სახელოვან სიკვდილს ვარჩევდით! მე ჩემს წინაპრებს მივბაძავ და თამამად განვაცხადებ რომ მე ვარ ჩვენი ქვეყნის დაცვის მომხრე თუმდაც ძალადობრივი გზით!
ზოგი მკითხავს რავქნათო მე ვფიქრობ უნდა აღვასრულოთ ჩვენი ვალი სამშობლოა წინაშე და როგორც კი რუსი ჯარისკაცი საზღვრის გადმოწევას დაიწყებს უნდა დავაჭედოთ შუბლში ტყვია! აი მაშინ გვერქმევა ღირსეული დამოიკიდებელი სუვერენული ქვეყანა!
ზოგი მეტყვის აზრი არ აქვს რუსეთთან ომს მაინც ვერ მოვიგებთ და დავიღუპებითო. აი ეს ფრაზა მძაგს! მაშინ მიპასუხეთ 300 არაგველი როცა ბრძოლაში ერთვებოდა არ იცოდნენ რომ ვერ გაიმარჯვებდნენ ფიზიკურად?! რათქმაუნდა იცოდნენ მაგრამ მათ სულიერად გაიმარჯვეს... ნუთუ არ გახსოვთ დიდგორი შამქორი ან ბასიანი? ან თუმდაც არ გახსოვთ როცა წითელი არმია შემოდიოდა წითელ არმიას როგორ აღუდგა წინ ახალგაზრდა იუნკერთა რაზმი? რომელიც სტუდენტებით იყო დაკონპლექტებული და უმეტესობას იქამდე იარაღიც არ ჭეროდა ხელში., განა მათ არ იცოდნენ რომ ვერ გაიმარჯვებდნენ? იცოდნენ მაგრამ ისენი იბრძოდნენ თავისუფლების ღირსებისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. ახლაკი ისინი წმინდანებად არიან შერაცხული და გმირთა სახელი დაიმკვიდრეს სამარადძამოდ. ახლა სად არის ქართული უკვდავი მებრძოლი სული? რა უნდა ვუთხრათ ჩვენს წინარებს იმქვეყნად რომ შევხვდებით რატომ შევშინდით და რატომ მივეცით უფლება რუსებს მიწა რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლითაა მორწყული და მათ ძვლებს ინახავს მტერს რის ფასად დავუთმეთო? ერთი ორი წელი მშვიდად ცხოვრების? ისინი აქამდე მაინც მოვლენ ადრე თუ გვიან ჯობია იარაღი მზად გვქონდეს მეგობრებო! მე პირადად ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია რადგან წინაპრებმა გვასწავლეს რომ "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი". ადრე თუ გვიან ყველა მაინც სიკვდილის შვილები ვართ და ჯობს ღირსეულად დავიხოცოთ ვეყნის სამსახურში. ამით ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანსაც მივაღწევთ და დავიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია...
ეს აზრი ჩემში ახლა არ მომწიფებულა. ამას დიდი ხანია ვიძახი, მაგრამ ერთი მომხრეც ვერ ვიპოვე. მაგრამ ადამიანებისგან ვინც მიპირისპირდებოდა ვერ მოვისმინე რეალური არგუმენტი ჩემი აზრის წინააღმდეგ. რათქმაუნდა იმის გარდა რომ რუსეთი დიდია და მასთან ომს აზრი არ აქვს... ურა პატრიოტიზმში ნუ ჩამომართმევთ მაგრამ მე ასე ვფიქრობ და მინდა დაფიქრდეთ და მითხრათ ყველა ფიქრობთ რომ ვცდები?
მაგრამ სანამ დასკვნას გამოიტანდეთ გაეცანით კონკრეტულ მონახაზს როგორ და რატომ უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთს. ახლა ეს აგრესორი ქვეყანა აკეთებსი იმას უკრაინაში რაც ჩვენთან უკვე ორჯერ გააკეთა. ამას მთელი მსოფლიო ხვდება მაგრამ ისევ მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლება. ამას ხვდებიან უკრაინაშიც და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა აღიარა რომ იგივე ხდება ახლა ყირიმში რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოხდა. რუსეთმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა. დიდი შანსია დაიწყოს ომი. ვფიქრობ დროა ჩვენც შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია და ჩავეღთოთ ომში. მართალია რუსეთი დიდია მაგრამ მიტაცებული აქვს უამრავი ტერიტორია გარდა უკრაინისა და საქართველოსი ევროპის და აზიის სხვა ქვეყნებშიც. თუ ჩვენ ავყევით უკრაინას და ყველა დანარჩენი აგვყვა ჩვენც რუსეთი 15 ფრონტზე ერთად ვერ იბრძოლებს. ვფიქრობ საბოლოოდ დაეცემა ეს იმპერიაც (ამას ავანტიურიზმში ნუ ჩამომართმევთ რადგან ნათქვამია "ყველა იმპერია განწირულია დასანგრევად"). თუ ახლაც დავხუჭეთ თვალები. თუ უკრაინაც გააჩუმეს და ჩამოართვეს ყირიმი. თუ გაგრძელდა მცოცავი ოკუპაცია რუსეთი არასდროს გაჩერდება რადგან იმპერიაა იმპერია იყო დასაბამკთგანვე. ზოგი იტყვის დიპლომატიით მოვაგვარებთ არაა საჭირო აგრესიაო... მაგრამ ვინც ამას იტყვის ვურჩევ გადახედოს ისტორიას და დამისახელოს რომელი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება შეგვისრულა რუსეთმა ან ჩვენ ან სხვას. როგორც ჩერჩილი იტყოდა "რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას იგივე ფასი აქვს რაც იმ ფურცელს რაზეც ხელს აწერ". მე კი გეტყვით იმ ერათი ფურცლის ფასიც არ აქვს იმიტომ რომ იქ რუსეთის ხელმოწერაა და ამ ფურცელს ცარიელ ფურცელზე მეტად აუფასურებს. ჩვენ ვალდებულნიც კი ვართ უკრაინას დავუჭიროთმხარი ვინაიდან გარდა იმისა რომ ჩვენი ერები დამეგობრებულია, აფხაზეთის ომში უამრავი უკრაინელჯ დაიხოცა ვინც მოხალისედ იყო ჩამოსული ჩვენს დასახმარებლად უცხო ტერიტორიაზე თავად კი საკუთარი ტერიტორიის დაცვაზეც ვყოყმანობთ....
ეს არის ჩემი პოზიცია და მინდა ყველამ იცოდეთ, რომ თუ ოდესმე ღმერთმა მომანიჭა იმის პატივი რომ ომში მტრის წინააღმდეგ დავეცე, იცოდეთ რომ ამას არა ურა პატრიოტიზმით არამედ გააზრებულად ვაკეთებდი..... ალბათ გამოჩნდება მოხალისეთა რაზმები. მჯერა ისევ აენთება მებრძოლი სული. მე მზად ვარ ხვალვე წავიდე მოხალისედ უბრალოდ მარტო გამიჭირდება იმედი მაქვს არ მომიწევს მარტო წასვლა თუ წავლა გახდა საჭირო....
ვფიქრობ პირველ რიგში აუცილებელია გავაღვიძოთ პატრიოტული სულისკვეთება ახალგაზრდებში. მოვუწოდოთ მათ დასახმარებლად და ერთ მუშტად შევკრად ყველა პატრიოტი. ჯერ უნდა დავიწყოთ იდეორი ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ ამისათვის კი საჭიროა პირველ რიგში ყველა ქართველის გულში გაჩნდეს ეს იდეა და ყველას სატკივარი იყოს და არა მარტო მათი ვინც უშვალოდ ამის მსხვერპლია. ჯგუფი რომელიც შეიკვრება მივცეთ გაერთიანების სახე და განვახორციელოთ სხვადასხვა მშვიდობიანი ღონისძიება რათქმაუნდა კანონის ფარგლებში. პირველ რიგში მოვთხოვოთ მთავრობას ჩააყენოს ჯარი საზღვრებზე და დაიცვას ჩვენი მიწა წყალი, მოვთხოვოთ ის რაც მათ ევალებათ და ის რაც კანონიერად გვეკუთვნის! განვახორციელოთ სხვადასხვა მშვიდობიანი აქცია საზღვრებზე. გავაპროტესტოთ ოკუპაცია მუდმივად და არ გავჩერდეთ სანამ არ მივაღწევთ სრულ დეოკუპაციას! ჩავიდეთ დიდსში დვანში ნიქოზში და სხვა სოფლებში, გვერდში დავუდგეთ და გავამხნეოთ მოსახლეობა. ასევე მოვიფიქროთ და განვახორციელოთ ახალი ღონისძიებებიც ერთად... კარი იქნება თუ მსოფლიო გვერდში დაგვიდგა (ყირიმის მსგავსად სანქციები დაუწესა რუსეთს და სხვა...) და რუსეთმა მშვიდობიანად დათმო ეს ტერიტორია. თუ ისევ გააგრძელა სამხედრო აგრესია ახალი ტერიტორიების ოკუპაციის სახით და ომი დაიწყო ჩვენ რათქმაუნდა მზად ვიქნებით წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად!

დააკომენტარეთ ვინც ისე ფიქრობთ როოგრც მე და ვინც მზად ხართ გვერდში დაგვიდგეთ. რაღაც რაოდენობა უკვე ვართ, გვჭირდება თქვენი დახმარებაც.
ერთად მოვითხოვოთ ის რაცკანონიერად გვეკუთვნის! ერთაედ დავიცვათ ჩვენი სამშობლის ღირსება! ერთად აღვუდგეთ წინ მცოცავ ოკუპეციას!
This post has been edited by GORGASALI18 on 13 Mar 2014, 17:04