ცუდ მხარეს წავიდა თემა
ვინ რატო წამოვიდა და ვინ როდის წავიდა, ჩეჩნებმა ამდენი ხანი გაძლეს და ჩვენ ვერა.
ჯერ ერთი ჩეჩნებმა ამდენი ხანი გაძლეს იმიტომ რომ მათი პრეზიდენტი იყო საბჭოთა არმიის გენერალი, გენშტაბის უფროსი საბჭოთა არმიის არტილერიის პოლკოვნიკი, სანამ დუდაევი ცოცხალი იყო ჩეჩნების წინააღმდეგობა იყო მკაცრად იერარქირებული საბრძოლო სისტემა, სადაც პატარა ღალატზე პირდაპირ ქუჩაში კიდებდნენ ხალხს ზედ წარწერით "აგენტ გრუ",
მოსახლეობაში სუუულ თავიდანვე, ჯერ ომიც არ იყო დაწყებული დარიგდა იარაღი, ბავშვებსაც კი (ქართული აზროვნებით ბავშვებს) დაურიდგათ იარაღი.
ხალხს ჰქონდა რწმენა რომ ბოლომდე იბრძოლდებდნენ ნებისმიერ ფასად.
ქვეყანა დაიყო სამხედრო სექტორებად სადაც პასუხისმგებელი სარდლები დაინიშნენ და შეიძლება ითქვას ყველა მოქმედებდა ერთი გეგმით (შესაძლებლობების ფარგლებში)
ჩვენთან რაღა იყო, ჩვენთან იყო სამოქალაქო ომი სადაც მოსახლეობა გაიყო ორ ნაწილად სადაც ორივეს თავისი სიმართლე ჰქონდა, პრეზიდენტი იყო გარყვნილი ბებერი ინტრიგანი, აი ისეთი მხარზე ხელის მოთათუნებით და თვალებში ღიმილით რომ სასიკვდილო განაჩენს გამოგიტანს.
ორად გახლეჩილი შეიარაღებული ძალები და აქედან ერთი ნაწილი რომელმაც ტავის თავზე აიღო ომის დაწყებაც და დამთავრებაც კიდევ უარესად დახლეჩილი , სხვადასხვა ფორმირებებად, ამ ყველაფერს მეთაურობს ადამიანი რომელსაც რეალში ასეულს თუ ჩააბარებდა კაცი
სიტუაცია ადგილზე კიდევ უფრო უარესი, ზოგი ომობდა, ზოგი კაიფობდა ზოგი მაროდიორობდა ზოგი ამ ყველაფერს ერთად ახერხებდა.
ჩეჩნებმა იცოდნენ რომ დუდაევი იბრძოლებდა ბოლომე, ზადნს არ მისცემდა და იდგებოდა იქ სადაც ერს დასჭირდებოდა.
აი ქართველებმა არ იცოდნენ რას აპირებდა ედიკა, რა უნდოდა, ყველაზე ახლო მდგომებიც კი ვერ იტყოდნენ რას გააკეთებდა ეგ კაცი.
ამან დაბადა ეჭვი, რომელიც ზევიდან ქვევით გავრცელდა, ნიჰილიზმი და პესიმიზმი რომელიც გაგრის დაცემის შემდეგ გამყარდა და დადასტურდა.
ზვიადისტები სუულ თავიდანვე ამბობდნენ რომ აფხაზეთი გაყიდული იყო, რაც დადსტურდა კიდეც ომის ბოლოს.
მანამდე კი ნელნელა მოედო ყველას გულს ეგ აზრი.
სხვა აზრს იქ მყოფი , გინდაც ზურგში მყოფი მოაზროვნე ადამიანი ვერ გამოიტანდა იმ ყველაფრიდან რაც იქ ხდებოდა. ან რაც აქ ზურგში ხდებოდა მაგ დროს.
რა გააკეთა მაშინდელმა მთავრობამ სოხუმის ან გალის თავდაცვის ორგანიზებისთვის?
მობილიზაცია? - არა
თავდაცვითი ნაგებობების შექმნა? -არა
იარაღის დარიგება ? -არა
ამის მაგივრად ხდებოდა მაროდიორობა, აღებული პოზიციების დათმობა, გაფრთხილებების იგნორირება ანუ აბსოლუტური ბარდაკი
რას ერჩით ადგილობრივ მოსახლეობას? რა უნდა ექნა?
15 წლის სოხუმელმა ბიჭმა ბოლოს სოხუმის დაცემის დღეს ტანკს რკინის ტრუბა შეჩხირა გუსენიცებში, ეგონა გააჩერებდა. დაიღუპა
ეგრე მოქცეულიყვნენ???
აგერ 2008 -ში , ლიახვის ხეობის ხალხი იჯდა სარდაფებში და ელოდნენ, ელოდნენ, ელოდნენ სანამ შუაღამით არ უთხრეს "ჩვენ გავდივართ ეხლა და თქვენც თავს უშველეთო"
ადგნენ და ვისაც როგორ შეეძლო უშველეს თავს, ჩემმა ახლობელმა 12 ადამიანი ნივით გამოიყვანა ორი ბავშვი რულზე უჯდა და ოთხი ნატყვიარი ჰქონდა მანქანას რო გამოვიდნენ. ვისაც მანქანა არ ჰქონდა ფეხით წამოვიდნენ, ჩეჩნებმა გაუხსნეს ალყა და გამოატარეს ...
რა უნდა ექნათ მაგ ხალხს? იმის მერე რომ უთხრეს "გავდივართ და წადითო"
ამოსულიყვნენ სარდაფებიდან, ავტომატურად დალაგებულიყვნენ ათეულ სასეულებად, მერე უცბად პოზიციები შეერჩიათ , ამისთვის სიტუაციის რეალური სურათიც უნდა სცოდნოდათ და ეგ ჩვენ გენშტაბმაც არ იცოდა მაგ დროს. მერე იარაღი , |შენ რპგ შენ პკ მე აკ
და ჰოოპლაა ეომათ?
რას მალაპარაკებთ ამდენს, ესე არსად არ ხდება იცით
წინასწარ უნდა ყოფილიყო თავდავცითი პოზიციები, ვარიანტი A ვარიანტი B , დარიგებული იარაღი, მეთაურობა და პასუხისმგებლობა კონკრეტულად განაწილებული, ნაღმური ველები შექმნილი - ეს ყველაფერი არ იყო ფაფუ
ჩეჩნებს ეს ყველაფერი ქონდათ წინასწარ ომის დაწყებამდე.
ჩვენ არა
ჰოდა ერთადერთი გზა იყო გამოქცევა რაც გააკეთეს და ღმერთმა კიდევ მშვიდობიანად გამოიყვანა.
ეგრე ადვილია ომი როცა 16 წლის ხარ, სახლიდან გაიპარები და სადღაც 400 - 500 კილომეტრში იცი რო ისვრიან და იქ მიდიხარ.
სულ სხვაა როცა შენი ოჯახი, მშობლები, შვილები გახვევია ირგვლივ და ელოდებიან შენ გადაწყვეტილებას შუაღამით ან შაუდღით
შენი სხლის კედელი განგრეულია, ქუჩაში ხალხი გიჟივით დარბის ერთი მიმართულებით და ხედავ იგივე მიმართულებით როგორ მიდის არმიის ტექნიკა ზედ შეშლილი სახიანი ჯარისკაცებით.
9 -ში გორში ტანკი გაჩერდა ბღუილით ქუჩაში ჯერ რამის სახლის კედელი შეანგრია, ზევიდან გადმოხტნენ შეშლილი სახეებით და ყვიროდნენ "წადიიიით წადიიით ხალხოო გაიქეციით"
ძლივს დააწყნარეს ... წყალი დაალევინეს ... შესვეს ტანკზე ისევ და გაუშვეს
ჰოდა რა გინდათ მოსახლეობისგან ან სოხუმელებისგან ან ლიახვის ხეობელებისგან?
მოკლედ აბურდული ძაფის კოჭივითაა ეს თემა და ვერ გიპოვნიათ თავი და ბოლო , არც სოხუმელია ლაჩარი და არც ლიახვის ხეობელი, მარა სულ რომ მტრისდედისმაწიოკებელი არმია და ხალხი იყვეთ და სარდალი გყავდეთ მოღალატე ისე გაგიხდით საქმეს ღმერთს მატლობას ეხვეწებოდეთ რომ მიწაში ღრმად ჩაძვრეთ (მქონია ეგ შემთხევვა

)
სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი 2008 ში , იქ ერთერთი შტაბი იყო სამხედრო, 8 ში ღამით შტაბის უფროსმა სამხედრო ფორმა გაიხადა, სამოქალაქო ჩაიცვა და იპარებოდა ჰოსპიტლიდან, გასასვლელში იცნო ერთმა გორელმა ექიმაა, სად მიდიხარ ბჯოო? ე რეები გაცვია ღენერალ კაცსაო კითხა, იმანაც არ დაუმალა ვიპარებიო, დედა გვაქვს ნატირებიო, ეს ექიმი შემოვიდა და იმან კიდევ ახლობელი გააფრთხილა, მერე იმან კიდევ ტავის ახლობელი და 5 წუთში ისეთი წიოკი ატყდა შუაღამისას
დაიწყო ევაკუაცია და ბოლოს ძლივს დალაგდნენ გამთენიისას.
მერე ევაკუაციის ბრძანება მოვიდა, საიდან მოვიდა და ვისგან ხუი ეგო ზნაეტ, მარა აიკრიფა ჰოსპიტალი დაჭრილებინაად და კასპში უკან მოატრიალეს გორში თქვენ ხო არ უბერავთ რა ბრძანება რის ბღძანებაო
ჩამოვიდნენ ისევ დაჭრილებიანად დალაგდნენ და ბოლოს 12 ში უკვე "ნაღდი" ევაკუაციის ბრძანება რომ მოვიდა არმია უკვე გასული იყო და თბილისის ტრასაზე მიჯირითებდა მამაცად, ჰოსპიტალი ბოლოს გამოვიდა
ეგ კი არა ექიმების ნაწილი ვერ გამოვიდა ტრანსპორტი არ იყო და ქალაქის ეკლესიაში შეცვივდნენ და იქ ელოდებოდნენ რუსებს
ჰოდა რა გინდათ ან სოხუმელებისგან ან ქართლელებისგან, მიხედეთ მთავრობას და კამანდირ სასტავს.
* * *
ჰოდა ეს ყველაფერი რაზე მოვყევი
8 ში რომ ატყდა პანიკა, ევაკუაცია ბრძანების გარეშე არ შეიძლებოდა და ხმები გავარდა შემოდიან რუსოსჩეჩნები ქალაქშიო შუაღამისას
ექიმები ქალები და თანამშრომელბი ერთერთ კორპუსში სულ მაღლა სართულზე ავიყვანეთ და დაბლა კაცები დავრჩით, რომ შემოვლენ და ხოცვას დაიწყებენ სანამ მაღლა ავლენ დაწყნარდებიანო
ერთი ყოფილი ომეგელი მუშაობდა პოლკოვნიკი, იმას ვთხოვე ვიცი დოსტუპი გაქვს იარაღი ვნახოთ ესე კურდღლებივით ხომ არ შევეხოცებითთქო და ხომ არ გაგიჟდი, ჩვენა ექიმები ვართო ჟენევის კონვენცია გვიცავსო, რა კონვენცია ჟენევა სადაა რა იცის ოსმა ან ჩეჩენმათქო მარა არაო გაიგიჟა თავი.
მაგარი მურტალი ყოფილა აი ეგრე უიარაღოდ რომ დგეხარ და ელოდები როდის შემოვლენ.
თუმცა ოჯახი უკვე გახიზნული მყავდა ყველა და მაგ მხრივ თავისუფალი ვიყავი გადაწყვეტილებაში.
დილა გათენდა, არავინ შემოსულა და გავიგეთ რომ პანიკა იყო.
ერთი ეგააა იმ დარბაზის სახურავში სადაც ქალები აიყვანეს ვითომ უსართხოებისთვის D30 -ის სნარიადი იპოვეს გაჩხერილი და აუფეთქებელი
This post has been edited by S&W on 9 Jan 2013, 14:08