#36112406 · 21 Apr 2013, 15:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
JORAMAN
QUOTE | არავითარ წვთნებს არ გადიოდნენ ნიჩბებით ............ |
კიდევ ვიმეორებ გადიოდნენ ცხვარიჭამიაში დარბევამდე რამოდენიმე დღის განმავლობაში. დაიდო მაგისი დოკუმენტური დასაბუთება და დადო სობჩაკის საგამომძიებლო კომისიამ. ეხლა 2008 წლის ომის დამწყებისა არ იყოს რუსი თავად ამბობს დამნაშავე ვარო და ჩვენ ვამბობთ არაო?
QUOTE | ნიჩბები გამოიყენეს მხოლოდ მედესანტეებმა რომელიც დისლოცილებული იყვნენ აზერბაიჯანში ქალაქ განჯაში საჰაერო სადესანტო 345 ე პოლკი იყოო რომელიც 1989 წლის 15 თებერვალს დაბრუნდა ავღანეთიდან ..... |
დიახ.
QUOTE | მერვე პოლკში ჩემი ნაცნობი მსახურობდა და მინდა გითხრა რო არაფერი ისეთი რამე იყო ჩვეულებრივი მოტომსროლელთა პოლკი იყო და არავითარი ბავშთა სახლებში აღზრდილები ..... შეიძლება 4 / 5 ჯარისკაცი იყო ბავშთა სახლიდან მაგრამ მთლიანობაში არაა ....... |
ეგ იყო შინაგანი ჯარის განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილი. სტრუქტურით მოტომსროლელი პოლკი იყო კი მაგრამ მაინც სპეციფიური ნაწილი იყო. 89-ში შეიძლება იმდენი არ იყო ბავშვთა სახლის აღზრდილთა წილი მაგრამ 10 წლით ადრე დიდი იყო ნამდვილად და სწორედ ეს "იმიჯი" შემორჩა მაგ ნაწილს.
QUOTE | მე 8 პოლკს 9 აპრილს მიტინგის დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია ეგენი სხვა პერიმეტს აკონტროლებდნენ |
სობჩაკის გამოძიების დასკვნა წაიკითხე. ეგ იყო სწორედ ის შინაგანი ჯარის ნაწილი ქვემოთ რომ წერ. ეგ და ძერჟინსკის დივიზიის ნაწილები რომელიც აგრეთვე იყო შინაგანი ჯარის შემადგენელი ნაწილი.
QUOTE | მიტინგის დარბევაში მონაწილეობა მიიღეს შინაგანი ჯარის ორმა დანაყოფმა თვით შინაგანმა ჯარმა და ძერჟინსკის დივიზიის 4 პოლკმა და მედესანტეებმა პლასმასის ფარებით და გადაჭრილი ტრუბებით შეირაღებულებმა |
4 პოლკის პირადი შემადგენლობა იცი რამდენია რაოდენობრივად? 4800 კაცი. ეგ რაც შენ ჩამოთვალე შემოყვანილი იყო თბილისის ქუჩებში კომენდანტის საათის უზრნველსაყოფათ და ადმინისტრაციული შენობების დასაცავად თორე ყველა რუსთაველზე კი არ იყო იმ ღამეს.
QUOTE | მედესანტეების მეორე ჯგუფი რომელიც შინაგან ჯარს უკან მოყვებოდა დაახლოებით 25 / 30 კაცი იყო შეირაღებული სასანგრე ნიჩბებით , ეს იყო და ეს .... |
ხოდა ამდენი შინაგანი ჯარის შემადგენლობა იყო რომელმაც უკეთ იცოდა მიტინგის დაშლა და რაღა მაინცა და მაინც ნიჩბიანი მოდესანტეები გაუშვეს მიტინგის დასარბევად? სწორედ იმიტომ რომ მსხვერპლი უნდოდათ და სამაგალითოდ დასჯა.
GeoFruss
QUOTE | უკაცრავად მაგრამ მინდა გაგახსენოთ რომ ჩვენ შვეიცარიაში არ ვართ, ქვეყნის ტერიტორიაზე 2 ან მაქსიმუმ 3 სეპარატისტული დაჯგუფება მოქმედებს. |
გარედან მხარდაჭერით ანუ შეიარაღებული ძალების საქმეა და არა შსს-სი.
QUOTE | ყველა პრობლემისთვის ჯარს ვერ გამოიყენებ |
მძიმედ შეიარაღებული დამნაშავე შეიძლება იყოს მხოლოდ სხვა ქვეყნის მიერ შეიარაღებული და დაგეშილი ძალა. თუ არის საგარეო აგრესიის და შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნები ეგ უკვე შეიარაღებული ძალების ფუნქციაა. მითუმეტეს რომ ტერორიზმთან ბრძოლა თავდაცვის სამინისტროს თავის ფუნქციებში ოფიციალურად უწერია. მეტიც ნარკოტიკების, ბირთვული ნივთიერებების და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაც კი უწერია.
QUOTE | აუცილებელია შსს იყოს მძიმედ შეიარაღებული რომ აღკვეთოს მცირე ზომის პროვოკაციები როგორიც იყო ჯავახეთში, სვანეთში და ა.შ. |
მცირე ზომის პროვოკაციას ჯავშანტექნიკა და არტილერია არ ჭირდება. უფრო დიდ პროვოკაციას ანუ მცირე მაშტაბის სიტყვაზე დივერსანტების ან ტერორისტების ინტერვენციას კი ჯობია ისევ თავდაცვამ მიხედოს.
This post has been edited by Trident UGM-96A on 21 Apr 2013, 15:13
--------------------
ოცნების პარტიული სქემა - ერთი უზენაესი ქოცი იგივე ზექოცი, მას ექვემდებარებიან ქოცთხუცესები, შემდეგ მოდიან ობერქოცები, მერე ქოცმაცუნები და აქოცებულები. ცალკეა ქუცნაშვილი
|