ჯერ წყარო სადაა?
მერე 5,5 მილიონი ეს წარმოუდგენელი ფასია - ტანკმა ახლახანს გაიარა 4000 კილომეტრი, ანუ გამოცდების საწყის ეტაპზეა და პროგრამის დასრულებისთვის და მისი სერიაში ჩაშვებისთვის ეგ 5,5 მილიონი მეეჭვება 11 მილიონი გახდება.
და მაგას გარდა მაგ ტანკსაც ისევე ავადმყოფს ჩაუშვებენ სერიაში როგორც ვერტმფრენი T-129 ჩაუშვეს, რომელიც დასმულს სიჩქარეს ვერ ანვითარებს და ტვირთამწეობა იმაზე ნაკლები აქვს რაც უნდა ჰქონდეს.
და კიდევ ერთი რაღაცა:
საუდელი არაბები "დიდებული" როჟები არიან, აფიორას ხელოსნები და ტანკმშენებლების მარადავებლები:
1 - ლეკლერკი - იგეგმებოდა 158 ცალი მანქანის 3,4 მილიარდ დოლარად ყიდვა, რასაც ნაწილობრივ ნავთობით გაისტუმრებდნენ, მაგრამ ეკონომიკური მიზეზებიუს გამო უარი თქვეს, რითაც ტანკის პროგრამა ფაქტიურად სასიკვდილოდ გასწირეს.
2 - ალ-ჰალიდი - სავარაუდო 150 მანქანიანი პარტია, ღირებულება 600 მილიონი დოლარი, შედეგად არაფერი.
3 - ჩელენჯერ-2 - მიმდინარეობდა მოლაპარაკება, შედეგეი არანაირი.
4 - Т-90СА - საუბარი იყო ნახევარმილიარდიან კონტრაქტზე, 150 მანქანის ოდენობით. კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება 2006 წლიდან მიმდინარეობდა, მასმედიაში რამდენჯერმე დეზაც კი იქნა შეგდებული ვითომდა კონტრაქტყი გაფორმდაო. პირობები შემდეგი იყო - ვიყიდით თუ მოსკოვი ირანს ჰსთ სისტემებს არ მიაწვდის. მოსკოვმა არმიაწოდა ჰსთ ირანს, კონტრაქტი მაინც არ იქნა გაფორმებული.
5 - გერმანული ლიცენზიით ესპანური «General Dynamics Santa Barbara Sistemas»-მიერ აწყობილი LEOPARDO 2E-ს შესყიდვის სურვილი. საუბარი იყო 250 მანქანაზე. რეზულტატი არანაირი.
მგონი არავინ არ გამომრჩენია ხო?
ჩინელები და უკრაინელები რო არ მოყვნენ მაგ გაუგებრობაში ძალიან მიკვირს.
საუდის არაბეთი იმ მწყემსს ჰგავს - მგელი, მგელიო რო ყვირის, ბოლოს ყველა დაიკიდებს მე მგონი
This post has been edited by Dead District on 11 May 2013, 08:11