ფუგასური ჭურვი არის ყველაზე მარტივი
ტროტილით გაძეძგილი ჭურვია, რომლის გარსიც შიგნით აფეთქებული ტროტილის ზემოქმედებით იშლება ნამსხვრევებად, ხოლო აფეთქების ძალა მყისიერად წარმოშობს მაღალ წნევას.
ასეთ ჭურვს მსხვრევად-ფუგასური ქვია.
აქვს აფეთქების რამდენიმე ვარიანტი. სწრაფი აფეთქებისას ძალა უფრო ნამსხვრევების წარმოქმნაზე იხარჯება. შენელებული აფეთქებისას ფუგასური ეფექტი, ანუ მაღალი წნევა წარმოიქმნება,
http://www.globalsecurity.org/military/lib...m/6-50/Ch10.htmჯავშანგამტანში გააჩნია რას გულისხმობ.
არსებობს უბრალოდ ჯავშანგამტანი, რომელიც მტკიცე ლითონისგან შედგება, მაგალითად ვოლფრამისგან ან გაღარიბებული ურანისგან და თავისი სიმტკიცის და კინეტიკური ენერგიის ხარჯზე ხვრიტავს ჯავშანს ნემსივით.
არსებობს ჯავშანგამტანი კუმულაციური საარტილერიო ჭურვი. რომელიც ფუგასური ჭურვივით შედგება კორპუსისგან და შიგნით მოთავსებული ტროტილისგან.
მაგრამ ამ ჭურვში ტროტილს აქვს სპეციალური ძაბრისმაგვარი ფორმა. ჭურვის ჯავშანზე შეხებისას ამ ფორმის გამო აფეთქებისას წარმოქმნილი გაზების გაფართოვება ხდება ერთი მიმართულებით, წინ ანუ ჯავშნისკენ და ხდება ამ წნევის/გაზების კონცენტრაცია ერთ წერტილში ჭურვის წვერთან. ამის ხარჯზე ხდება ჯავშნის დნობა და გახვრეტა.
ჯავშნის გარღვევის შემდეგ ჯავშანტექნიკაში შეღწეული აირები მაღალი წნევით, გამდნარი ჯავშნის წვეთები და ათასი უბედურება ქმნის ე.წ. ჯავშნის მიღმა ეფექტს და აზიანებს ყველაფერს.
http://en.wikipedia.org/wiki/High-explosiv...ti-tank_warhead