Wanguard
Crazy Member

    
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3717
წევრი No.: 34060
რეგისტრ.: 30-April 07
|
#36012486 · 14 Apr 2013, 13:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აფრიკის კამპანია ძალიან მოკლედ ციფრებში: აფრიკაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ იტალიელებს ამ თეატრზე 300-ათასიანი არმია ჰყავდათ ინგლისელთა 60-ათასიანი კონტინგენტის წინააღმდეგ. 139-1940 წლების შემოდგომა-თებერვალი (ბრძოლები ბედა-ფომთან) - 170 ათასი იტალიელი დაიღუპა, 130 ათასი ტყვედ ჩაუვარდათ ინგლისელებს. 380 ტანკი და 845 ქვემეხი იტალიელებმა უკანმოუბრუნებლად დაკარგეს. ინგლისელთა დანაკარგები - 60 ტანკი და 700-800 მოკლული. 11.01.1941 - თეატრზე ჩამოდიან გერმანელები: 5-ე მსუბუქი დივიზია (25 მსუბუქი Pz.I, 45 მსუბუქი Pz.II, 71 საშუალო Pz.III 50 მმ-იანი ქვემეხით, 20 "მძიმე" (რეალურად - საშუალო) Pz.IV 75 მმ-იანი მოკლელულიანი ქვემეხით, 11 თსდ Pz.I-ის ბაზაზე და 4 თსდ StuG.III 75 მმ-იანი მოკლელულიანი ქვემეხით), რომელიც მოგვიანებით (1941 წლის აგვისტო) 21-ე სატანკო დივიზიად გარდაიქმნა და 15-ე სატანკო დივიზია (თეატრზე ჩამოვიდა 1941 წლის მაისში. 45 მსუბუქი Pz.II, 71 საშუალო Pz.III 50 მმ-იანი ქვემეხით, 20 "მძიმე" (რეალურად - საშუალო) Pz.IV 75 მმ-იანი მოკლელულიანი ქვემეხით, 20 თსდ StuG.III 75 მმ-იანი მოკლელულიანი ქვემეხით) 50 Ju.87 და 20 Bf.110. სატრანსპორტო გემზე გაჩენილმა ხანძარმა 10 Pz.III და 4 Pz.IV გაანადგურა. 2 გერმანული და 8 იტალიური (მ.შ.: სატანკო დივიზია "არიეტე" (60 "საშუალო" (რეალურად - მსუბუქი) ტანკი M13\40) და ქვეითი დივიზიები "ბრეშია" და "პავია") დივიზიის წინააღმდეგ ინგლისელთა 15 ქვეითი და 3 სატანკო დივიზია მოქმედებდა. ინგლისელებმა მიიღეს სატრანსპორტო ბადრაგი "ტაიგერი", რომელმაც არსებულ ჯარებს კიდევ 135 "მატილდა-2", 50 "კრუსაიდერი", 32 მოძველებული მსუბუქი ტანკი და 21 მზვერავი ტანკი "ვიკერსი" (საბჭოთა Т-26-ის ანალოგი) დაუმატა. კირენაიკის დაპყრობისას რომელმა ტყვედ აიყვანა 2 000-ზე მეტი ინგლილსელი. 18.11.1941 - იწყება ინგლისელთა შეტევითი ოპერაცია "კრუსაიდერი" ("ჯვაროსანი"). ძალთა თანაფარდობა: ინგლისელები - 118 ათასი მებრძოლი, 748 ტანკი (213 "მატილდა" და "ვალენტაინი", 220 "კრუსაიდერი", 150 სხვა მარკის ინგლისური ტანკი და 165 ამერიკული M3 "სტიუარტი") "ღერძის" ქვეყნები - 119 ათასი მებრძოლი, 249 გერმანული (70 Pz.II, 139 Pz.III, 35 Pz.IV) და 146 იტალიური (ძირითადად - M13\40) ტანკი, აგრეთვე - 23 გერმანული 88 მმ-იანი საზენიტო და 96 ასევე გერმანული 50 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი. დანაკარგები: ინგლისელები - 2 900 მოკლული, 7 300 დაჭრილი და 7 500 უგზო-უკვლოდ დაკარგული. 195 ტანკი (მათგან 50 გერმანელთა ხელში გადავიდა) "ღერძის" ქვეყნები - 2 300 მოკლული (გერმანელები და იტალიელები დაახლოებით თანაბრად), 6 100 დაჭრილი (ძირითადად - გერმანელები) და 29 000 უგზო-უკვლოდ დაკარგული (მათგან 19 800 - იტალიელი). 195 ტანკი. ინგლისელთა მიერ ტობრუკის დებლოკირების წარუმატებელი ოპერაცია (ოპერაცია "ბატლიზ"). დანაკარგები: ინგლისელები - 122 მოკლული, 588 დაჭრილი, 259 ტყვედჩავარდნილი. განადგურდა 64 "მატილდა" და 27 "კრუსაიდერი" "ღერძის" ქვეყნები - 93 მოკლული, 350 დაჭრილი, 235 ტყვედჩავარდნილი, 12 ტანკი უკანმოუბრუნებლად დაიკარგა. ინგლისელთა ოპერაცია "ბეტლიქსი". დანაკარგები: ინგლისელები - 220 განადგურებული ტანკი (87 აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა). "ღერძის" ქვეყნები - 25 დაზიანებული ტანკი. ინგლისელთა ხელში აღმოჩნდა 33 000 ტყვე, 2 200 ერთეული სხვადასხვა ტექნიკა, 2 000 ტონა საწვავი, 5 000 ტონა სურსათი, რამდენიმე ათასი ტონა საბრძოლო მასალები. 1942 წლის ივნისის დასაწყისისათვის, რომელის მიერ აინ-ელ-ღაზალაზე შეტევის დაწყებისას, ინგლისელებს წინა ხაზზე 2 ჯავშანსატანკო, 4 მექანიზებული დივიზია, 1 ჯავშანსატანკო და 3 ქვეითი ბრიგადა ჰყავდათ. რეზერვი - 1 ქვეითი დივიზია და 3 ქვეითი ბრიგადა. სულ - 55 ქვეითი ბატალიონი, 300 ნახევრადშეჯავშნული მანქანა, 700 ტანკი (200 "კრუსაიდერი", 200 "გრანტი", 50 "სტიუარტი", 150 "მატილდა", 100 "ვალენტაინი"), 604 საბრძოლო თვითმფრინავი. "ღერძის" ქვეყნები - იტალიელთა 4 ქვეითი ("საბრანა", "ტრენტო", "ბრეშია" და "პავია"), 1 მოტორიზებული ("ტრიენტე") და 1 სატანკო ("არიეტე") და გერმანელთა 2 სატანკო (21-ე და 15-ე) და 1 მოტორიზებული (164-ე მსუბუქი დივიზია "აფრიკა", რომელიც კრეტას აღების შემდეგ გამონთავისუფლებული ჯარებისაგან შეიქმნა) დივიზია, 1 იტალიური ქვეითი ბრიგადა. სულ - 50 ქვეითი ბატალიონი (მათგან 31 - იტალიური), 148 ნახევრადშეჯავშნული მანქანა (80 იტალიური), 568 ტანკი (363 გერმანული: 58 Pz.II, 256 Pz.III, 41 Pz.IV და 8 სამეთაურო, 205 იტალიური), 542 გერმანული და იტალიური საბრძოლო თვითმფრინავი. ელ-ალამეინის პირველი ოპერაციისას "ღერძის" ქვეყნებმა დაკარგეს 2 910 კაცი, 49 ტანკი, 55 ქვემეხი, 395 სხვა ტიპის ტექნიკა. ამავე ოპერაციაში მათი მხრიდან 489 ტანკი მონაწილეობდა, რომელთაგან 278 იტალიური М-13 და М-14 იყო და - მხოლოდ 30 Pz.IV. 30.05.1942 - სიდი-მუფთალეს რაიონში ბრძოლებისას "ღერის" ჯარებმა 3 ათასი ტყვე და 124 ქვემეხი იგდეს ხელთ. ასაღის ქედზე 3 100 ინგლისელი დაატყვევეს, 96 საველე და 37 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი იგდეს ხელთ და 100-ზე მეტი ტანკი დააზიანეს. 12.06.1942 - ინგლისელებმა 120-მდე ტანკი დაკარგეს, რამაც ელ-ღაზალასთან მათი მარცხი განაპირობა. 21-22.07.1942 - ელ-მერეირასთან ინგლისელთა დაახლოებით 100 ტანკი განადგურდა და 1 400-მდე კაცი ტყვედ ჩავარდა. 24.10.1942 - ადისოდაღასთან ინგლისელთა 96 ტანკი, 38 ქვემეხი და 190 სატვირთო ავტომანქანა იგდეს ხელთ. 01.12.1942 - თებურბასა და ჯედეიდასთან ბრძოლებში "ღერძის" ქვეყნებმა 134 ინგლისური და ამერიკული ტანკი გაანადგურეს, ხელთ იგდეს 40 ქვემეხი და 1 100 ტყვე. ჯებელ-ჰალფას რაიონში ხელთ იგდეს 235 ჯარისკაცი (8 ოფიცერი), 7 ტანკი, 9 თსდ და ჯტრ, 125 ავტომობილი, 25 ქვემეხი. აქ ინგლისელთა მხრიდან 1 029 ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა, რომელთაგან 170 "გრანტი" იყო, ხოლო 252 - "შერმანი". მათგან დაახლოებით 300 ტანკი დაიკარგა - მათი უმეტესობა აღდგენას ექვემდებარებოდა. კასერინის უღელტეხილზე ბრძოლებში ინგლის-ამერიკელებმა 10 000-ზე მეტი კაცი და 165 ამერიკული ტანკი და ჯავშანმანქანა დაკარგეს. "ღერძის" ქვეყნებმა მხოლოდ 2 000 კაცი დაკარგეს. მარეტის ხაზზე ინგლისელებმა 50 ტანკი დაკარგეს. ბენგაზისთან "ღერძის" 130 ტანკისა და 500 ქვემეხის წინააღმდეგ ანგლოსაქსებს 1 200 ტანკი და 500 ქვემეხი ჰყავდათ. 1942 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის მხოლოდ 8-ე ინგლისური არმია 230 ატას კაცზე მეტს ითვლიდა მაშინ, როდესაც გერმანელ-იტალიელთა გაერთიანებული ჯარების რაოდენობა 80 ათასამდე შემცირდა. მეორე ბრძოლა ელ-ალამეინთან. ძალთა თანაფარდობა: "ღერძის" ქვეყნები - 80 ათასი მებრძოლი (29 ათასი გერმანელი შტატით გათვალისწინებული 46 ათასის ნაცვლად (მათგან 9 418 ოფიციალურად ავადმყოფი), 540 ტანკი (გადაადგილების უნარი მხოლოდ 239-ს გააჩნდა, ძირითადად -Pz.III და მხოლოდ 30 გრძელლულიანი Pz.IV, რომლებსაც "შერმანების" შუბლის ჯავშნის გახვრეტა შეეძლოთ), 1 219 ქვემეხი (24 საზენიტო 88 მმ-იანი), 350 თვითმფრინავი, 12 194 ავტომობილი და მოტოციკლი (მათგან 4 081 - ნაალაფარი) ინგლის-ამერიკელები - 230 ათასი მებრძოლი, 1 440 ტანკი (170 "შერმანი", 210 "გრანტი"), 2 311 ქვემეხი, 1 500 თვითმფრინავი (მათგან 200 ბომბდამშენი), 800 უახლესი ტანკსაწინააღმდეგო 57 მმ-იანი ქვემეხი, 1 000 საველე ქვემეხი და 100 ერთეული 105 მმ-იანი თსდ. 08.11.1942 - ოპერაცია "ტორჩი" ("ჩირაღდანი"): 160 საბრძოლო ხომალდის მხარდაჭერით 250-მა ტრანსპორტმა დასავლეთ აფრიკაში, ორანის რაიონში დიდი დესანტის გადმოსხმა დაიწყო. ამ დროისათვის "ღერძის" აფრიკული ჯარების განკარგულებაში არსებული 1 068 თვითმფრინავიდან (115 ტორპედომზიდი) არცერთს აღარ შეეძლო დესანტის გადმოსხმის ადგილამდე მიღწევა და ბაზაზე დაბრუნება. ელ-ალამეინის ბრძოლების პირველ ფაზაში (13 დღე) ინგლისელთა დანაკარგებმა 13 500 კაცი (დაღუპული, დაჭრილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული) და 600 ტანკი შეადგინა. "ღერძის" ქვეყნებმა 2 300 მოკლული (1 100 გერმანელი), 5 500 დაჭრილი (3 900 გერმანელი), 27 900 ტყვედჩავარდნილი (7 900 გერმანელი) და 180 ტანკი დაკარგეს; დარჩათ დაახლოებით 10 ათასი კაცი და 10 ტანკი. ელ-ალამეინის მეორე ბრძოლისას "ღერძის" ქვეყნებს საერთო ჯამში 239 ბრძოლისუნარიანი ტანკი ჰყავდათ მაშინ, როდესაც მხოლოდ 8-ე ინგლისურ არმიაში 767 ტანკი ითვლებოდა. ამ ბრძოლაში მარცხის შედეგად 1942 წლის ნოემბერში "ღერძის ქვეყნებს მთლიანად აფრიკაში მხოლოდ 64 ტანკიღა დარჩათ, რომელთაგან 11 სარემონტო იყო. პირველი ტიგრები და 16 გრძელლულიანი 50 მმ-იანი ქვემეხით აღჭურვილი Pz.III რომელმა სწორედ ოპერაცია "ტორჩის" ("ჩირაღდანი") დაწყების წინ მიიღო. 08.11.1943 - ალჟირსა და მაროკოში (რომელის ზურგში) 10 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი გადმოსხდა. 24.11.1942-სათვის "ღერძის" ჯარებს აფრიკაში უკვე 92 ტანკი (35 გერმანული), 36 სადაზვერვო ჯავშანმანქანა (16 გერმანული), 12 ტანკსაწინააღმდეგო და 14 საველე ქვემეხი ჰქონდათ. სწორედ ამ დროს ჩამოუვიდა რომელს უკანასკნელი შევსება - 22 საშუალო Pz.IV. ანგლოსაქსების საერთო დანაკარგები 1942 წლის შემოდგომის ბრძოლებში - 55 ათასი კაცი, 320 ტანკი, დაახლოებით 1 000 ქვემეხი. ელ-ალამეინიდან უკანდახევისას საწვავის უქონლობის გამო გერმანელებმა 50 ტანკი, 50 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და დაახლოებით 400 სატვირთო ავტომობილი დატოვეს. ამ დროისათვის "ღერძის" ე.წ. "დაჯგუფება" მხოლოდ 15 ათას გერმანელ და 1 500 იტალიელ ჯარისკაცს ითვლიდა, რომლებიც 20 ტანკითა და 70 ქვემეხით იყვნენ შეიარაღებულნი. ლიბიის კამპანიაში მთლიანად 10 ათასი გერმანელი და იტალიელი დაიღუპა. 1943 წლის მაის-ივლისში გერმანელებმა კიდევ 233 ტანკი დაკარგეს. 1943 წლის ზაფხულში "ღერძის" ჯარების 250-ათასიანი აფრიკული დაჯგუფება მთლიანად განადგურდა. ტყვედ ჩაბარდა 150 ათასი მებრძოლი მათი სარდლის - ფონ არნიმის მეთაურობით (რომელი "სამკურნალოდ" გამოიძახა ჰიტლერმა ვინიცაში). ანგლოსქაქსების დანაკარგებმა (მოკლული, დაჭრილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული) აფრიკის კამპანიაში 70 ათასი მებრძოლი შეადგინა, რომელთაგან დაახლოებით 20 ათასი ამერიკელი იყო.
|