ზუსტად 69 წლის წინ, 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერის წინააღმდეგ ყველაზე ცნობილი შეთქმულება განხორციელდა.
გრაფი კლაუს ფონ შტაუფენბერგი

1944 წელი, ვოლფშანცე: კლაუს ფონ შტაუფებერგი (ფოტოზე მარცხნივ), ადლოფ ჰიტლერი (ხელს ართმევს ობიექტივთან ზურგით მდგომ უცნობ პირს) და ფელდმარშალი ვილჰელმ კაიტელი (ფოტოზე მარჯვნივ).

იგივე ფოტო, რომელზეც უკეთ ჩანან შტაუფენბერგი და ჰიტლერი

ოთახი, სადაც მიმდინარეობდა თათბირი, აფეთქების შემდეგ.

ჰიტლერი ბენიტო მუსოლინის აჩვენებს ოთახს, სადაც აფეთქებას გადაურჩა.

გიორინგი ათვალიერებს აფეთქებისაგან განადგურებულ სათათბირო ოთახს.

1944 წლის 20 ივლისი: შენობის, ოთახის და მასში მყოფ პირთა განლაგების გეგმა აფეთქების მომენტში.

1 - ადოლფ ჰიტლერი (დაიჭრა მსუბუქად: მრავალრიცხოვანი წვრილმანი ჭრილობები ნამსხვრევებისაგან, დამწვრობები ფეხებზე და ყურის აპკის დაზიანება, კონტუზია და დროებითი სიყრუე, მარჯვენა ხელის დროებითი პარალიზება, შეტრუსული თმები და დაფლეთილი შარვალი)
2 - გენერალ-ლეიტენანტი ადოლფ ჰოიზინგერი: სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი და სახლემეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე (დაიჭრა მსუბუქად)
3 - ლიუფტვაფეს გენერალი გიუნტერ კორტენი: სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი (დაიღუპა)
4 - ობერსტი ჰაინც ბრანდტი: გენერალური შტაბის პირველი ოფიცერი, ჰოიზინგერის პირველი მოადგილე (დაიღუპა)
5 - ლიუფტვაფეს გენერალ-მაიორი კარლ-ჰენრიხ ბოდენშატცი: ლიუფტვაფეს სარდლობის წარმომადგენელი-ოფიცერი სახმელეთო ჯარების გენერალურ შტაბში და ფიურერთან (დაიჭრა მძიმედ)
6 - გენერალური შტაბის ობერსტლეიტენანტი ჰაინც ვაიცენეგერი: კაიტელის ადიუტანტი (დაიჭრა მსუბუქად)
7 - გენერალ-ლეიტენანტი რუდოლფ შმუნდტი: ჰიტლერის უფროსი ადიუტანტი (დაიღუპა)
8 - ობერსტლეიტენანტი ჰენრიხ ბორგმანი: ჰიტლერის ადიუტანტი (დაიჭრა მძიმედ)
9 - ქვეითი ჯარების გენერალი ვალტერ ბულე: ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსი (დაიჭრა მძიმედ)
10 - კონტრ-ადმირალი კარლ-ჯესკო ფონ პუტკამერი: ჰიტლერის სამხედრო-საზღვაო ადიუტანტი (დაიჭრა მძიმედ)
11 - სტენოგრაფისტი ჰენრიხ ბერგერი (დაიღუპა)
12 - კაპიტან-ცურ-ზეე ჰაინც ასმანი: ადმირალშტაბოფიცერი ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბში (დაიჭრა მძიმედ)
13 - მაიორი ერნსტ ჯონ ფონ ფრაიენდი: კაიტელის ადიუტანტი (დაიჭრა მსუბუქად)
14 - გენერალ-მაიორი ვალტერ შერეფი: ჰიტლერის სპეციალური წარმომადგენელი სამხედრო ისტორიოგრაფიაში (დაიჭრა მსუბუქად)
15 - კონტრ-ადმირალი ჰანს-ერიხ ფოსი: სამხედრო-საზღმაო ფლიტოს მთავარსარდლობის წარმომადგენელი ფიურერის შტაბ-ბინაში (დაიჭრა მძიმედ)
16 - SS-ის ჰაუპტშტურმფიურერი ოტო გიუნშე: ჰიტლერის ადიუტანტი (დაიჭრა მსუბუქად)
17 - გენერალური შტაბის ობერსტი ნიკოლაუს ფონ ბელოვი: ჰიტლერის სამხედრო-საჰაერო ადიუტანტი (დაიჭრა მსუბუქად)
18 - SS-ის გრუპენფიურერი ჰერმან ფეგელაინი: Waffen-SS-ის წარმომადგენელი ფიურერის შტაბში (დაიჭრა მსუბუქად)
19 - სტენოგრაფისტი ჰაინც ბუხჰოლცი (დაიჭრა მსუბუქად)
20 - გენერალური შტაბის მაიორი ჰერბერტ ბიუში: იოდლის ადიუტანტი (დაიჭრა მსუბუქად)
21 - ფრანც ფონ ედლერ ზონლაიტნერი: საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჰიტლერის შტაბში (დაიჭრა მსუბუქად)
22 - არტილერიის გენერალი ვალტერ ვარლიმონტი: ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე (დაიჭრა მსუბუქად)
23 - გენერალ-ობერსტი ალფრედ იოდლი: ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსი (დაიჭრა მსუბუქად)
24 - ფელდმარშალი ვილჰელმ კაიტელი: ვერმახტის უმაღლესი მთავარასრდლობის უფროსი (დაიჭრა მძიმედ)
1944 წლის 20 ივლისიდან რამდენიმე დღის შემდეგ (პირველ რიგში, ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ): ფელდმარშალი ვილჰელმ კაიტელი, რაიხსმარშალი ჰერმან გიორინგი, ადლოფ ჰიტლერი (აფეთქებისას დაზიანებულ ხელს იზელს), მარტინ ბორმანი.
This post has been edited by Wanguard on 20 Jul 2013, 18:50
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.