ჩემი ძველი პოსტია..... stalker-gg-მ გამცა მგონი პასუხი, რომ ჩვენი (და ზოგადად საბჭოთა) ნაღმმტყორცნების სიმძიმე უფრო სქელი ლულით იყო განპირობებული (რაც უფრო ნაღმმტყორცნის დიდ რესუსრსსაც უზრუნველყოფდა). მაგრამ შემდეგ რაღაცეებზე დავფიქრდი და რა მინდა ვთქვა (მარტო 120მმ–იანებს არ შევეხები და ქვემოთ გავაგრძელებ)
ჯერ ჩამოვთვლი იმას თუ რამდენი სახის (საცდელების ჩათვლით)
უხმო ნაღმმტყორცნები
40მმ მყუდრო (რომელსაც 40მმ–იანი (კოდორის ბაზაზე შექმნილი, როგორც სურათიდან ჩანს), 60მმ–იანი და 82მმ–იანი ნაღმების სროლა შეუძლია, წესით არც 50მმ–იანი (თუმცა ამას აღარავინ ხმარობს მგონი) და 81მმ–იანი უნდა გაუჭირდეს)
60მმ–იანი მუმუ
ჩვეულებრივები
50მმ–იანი (expomil 99–ზე ქონდათ წარმოდგენილი)
60მმ–იანი ე.წ commando
60მმ-იანი commando-2 (რაღაც ლაფეტის მსგავსი ქონდა)
60მმ-იანი სტანდარტული (ლაფეტიანი)
82მმ-იანი მოკლე (11სმ-ით მოკლე საბჭოურ ანალოგზეო, თუმცა БМ-37-ის კლონი იყო თუ 2Б14-ის არ ვიცი (პრინციპში ორივეს ერთი და იგივე სგრძის ლულა ქონია)... მგონი სწორედ ეგ მიიღეს შეიარაღებაში და აწარმოეს ყველაზე დიდ პარტიად (300 ცალიო.... თავის დროზე (1998-დან მოყოლებული))... 2004-შიც მიაწოდეს შ.ძ-ს ეგ ნაღმმტყორცნები, როგორც გაზეთში ეწერა)... ერთხელ სწავლებაზეც ქონდათ გამოტანილი ბიჭებს და იმათმა მითხრეს ქართულებიაო. და წონა თუ სწორად მახსოვს 69კგ მითხრეს, რაც 82მმ-იანისთვის საკმაოდ ბევრია. (БМ-37–იც თითქმის მაგდენს (67კგ) იწონის და...)
82მმ–იანი ბმ–37–ის კლონი
82მმ–იანი პოდნოსის კლონი (ეს ყველაზე მისაღები ვრიანტია, თუმცა ესეც თავის საბჭოტა კოლეგაზე მძიმე გამოგვივიდა
http://www.geo-army.ge/images/images/samxe...2%20qerfeaf.JPG )
120მმ–იანიც ორ ვარიანტად იყო მგონი,,,, М120 (ПМ-38) და 2С12-ის კლონები (ეს უკანასკნელი კი ვიცით, მაგრამ პირველიც იყო თუ არა არ ვიცი დანამდვილებით)
ეხლა პირველი.... რა საჭიროა ამდენი სახის ნაღმმტყორცნი. გვჭირდება მარტო
120მმ-იანი (როგორც ბუქსირებადი (სამთო ნაწილებისთვის, რეზერვისთვის და ა.შ), ისე თვითმავალი (ნაღმმტყორცნი იქნება ერთი და იგივე (ან თვითმავალ ვარიანტში (რადგან წონას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება), რესურსის გაზრდის მიზნით უფრო სქელი ლულით)))
82მმ-იანი
60მმ-იანი ლაფეტიანი და....
60მმ-იანი კომანდო ვარიანტი

ეს ბოლო ორი შეიძლება იყოს ერთ ბაზაზე, როგორც ამერიკული M224–ია.... მაშინ როდესაც ბევრ ქვეყანაში კომანდო ნაღმმტყორცნებს ცალკეულად მნიან და ლულას უმოკლებენ, რაც სროლის სიშორეზეც იმიქომედებს
რაც შეეხება მუმუსა და მყუდროს... მყუდროს 40მმ-იანი ნაღმი არა მგონია დიდი დამაზიანებლობით გამოირცეოდეს და ამ კალიბრის აუცილებლობა აზრს კარგავს (სხვა საქმეა გპ-25-ის გასროლებიც რო მიდიოდეს

).... 60მმ-იანი კარგი გასაგებია, და 82მმ-იანს რა მანძილზე გაისვრის ეგაა საქმე და დიდი აუცილებლობაც არაა ჩემი აზრით
ამიტომ თუ იქნება ისე, რომ 60მმ-იანი commando ნაღღმტყორცნებიდან მუმუს (მყუდროს) სპეციალური ნაღმების გამოყენებისას ისეთივე უხმო იქნება, როგორც მყუდროსა და მუმუს შემტხვევაში, მაშინ ცემი აზრით უმჯობეის იქნება თუ commando ნაღმმტყორცნებში გამოვიყენებთ ამ სპეციალურ ნაღმებს
ეხლა ლულის სისქეს, რომლითაც დავიწყე... შეიძლება მართლაც უფრო დიდი რესურსი ქონდეს, მაგრამ
რამდენად ინტენსიურად (სწავლებებს ვგულისხმობ) ხდება ჩვენთან მათი გამოყენება, რომ მათ რესურსზე იმოქმედოს. თან ჩემი აზრით, თხელი ლულის მიუხედავად, პატარა რესურსი მაინც არ ექნება და 10-15 წელი მაინც გაძლებს ალბათ. ამის შემდეგ კი მათი ჩასანაცვლებელი თანხების გამოძებნა არ უნდა გაჭირდეს. ნაღღმტყორცნი მძიმე შეიარაღებაში ისედაც ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებაა. თხელი ლულა, ნიშნავს უფრო დაბალ თვითღირებულებას (+1 ერთეულისთვის დასამზადებელად საჭირო "იგრედიენტების" რაოდენობაც დაიკლებს). თან რაც უფრო მსუბუქია უფრო მობილურია და უფრო სიცოცხლისუნარიანია, რაც უფრო მძიმეა კი პირიქით
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101