აეროდრომზე დამწვარი რუსული სტრატეგიული ბომბდაშენი Ту-95МС აღდგენას აღარ ექვემდებარება.
ავტორი giga inashvili თარიღი
აპრილი 06
in უკატეგორიო
26 თებერვალს რიაზანში, დიაგილევოს აეროდრომზე, სადაც შორეული ავიაციის საფრენოსნო ეკიპაჟების მოსამზადებელი ცენტრია აეროდრომზე მდგარ სტრატეგიულ ბომბდამშენ-რაკეტმზიდ Ту-95МС-ს საბორტე ნომრით 21 ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ცეცხლი ძირითადად თვითმფრინავის შიდა სივრცეში გავრცელდა, რის შედეგადაც თითქმის მთლიანად დაიწვა შიდა აპარატურა.
აღნიშნულ საფრენ აპარატს ბოლო რემონტი 2012 წლის ნოემბერში ჩაუტარდა, მას ოფიციალურად 2000 საფრენოსნო საათი აქვს აღრიცხული.
სპეციალური კომისიის მიერ დადებული დასკვნის მიხედვით ხანძარი შიდა ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია, თვითმფრინავი აღდგენას აღარ ექვემდებარება.
თვითმფრინავის დაწვამდე რუსეთის საჰაერო ძალებს 55 ერთეული ამ ტიპის თვითმფრინავი ჰყავდა შეიარაღებაში. მოდიფიკაცია Ту-95МС წარმოადგენს სტრატეგიულ რაკეტმზიდს, მის შიდა დახურულ სარაკეტო ნაკვეთურში სპეციალურ დოლურაზე 6 დან 16 მდე Х-55 და Х-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტა თავსდება
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:მოდიფიკაცია Ту-95МС
ფრთაშლილობა, მეტრი 50.05
თვითმფრინავის სიგრძე, მეტრი 47.09
თვითმფრინავის სიმაღლე, მეტრი 13.20
ფრთის ფართობი, მ2 295.00
მასა , კგ
საციელი 94400
მაქსიმალური ასაფრენი 187700
საწვავი. კგ 87000
ძრავის ტიპი 4 X ტურბოხრახნიანი НК 12М
ძრავის წევა .ცხენის ძალა 4 х 15000
მაქსიმალური სიჩქარე, კმ/სთ
მაღალ სიმაღლეზე 830
დაბალ სიმაღლეზე 650
კრეისერული სიჩქარე კმ/სთ 710
ფრენის პრაქტიკული მანძილი კმ. 10500
საბრძოლო რადიუსი კმ 6500
ფრენის ჭერი, მეტრი 12000
ეკიპაჟი. 7
შეიარაღება:
ორი 23-მმ ქვემეხი ГШ-23 და ГШ-23Л (თავდაცვისთვის)
საბრძოლო დატვირთვა: ნორმალური - 9000 კგ, მაქსიმალური - 20000 კგ, გადატვირთული - 25000 კგ:
სარაკეტო შეიარაღება:
მოდიფიკაციაТу-95МС6 - 6 ერთეული ფრთოსანი რაკეტა Х-55 (ფრენის მანძილი 2500 კმ). + 4 რაკეტა ფრთებზე ჩამოსაკიდ პილონებზე.
მოდიფიკაციაТу-95МС16 - 6 რაკეტა Х-55 შიდა ნაკვეთურში და 10 რაკეტა ფრთებზე განლაგებულ 4 პილონზე.
დამწვარი ბორტი ნომერი 21
http://geo-army.ge/index.php?option=com_ea...mid=172&lang=ka