ეხლა რაც შეეხება სამთავრობო ავიაციას.....
ედიკას დროიდან მოყოლებული ბევირ საფრენი აპარატი გამოიცვალა
ილ-62მ, ტუ-154მ, ტუ-134, ტუ-134 (თ.ს-ს კუთვნილი), იაკ-40 (რომელიც სოხუმში დარჩა), მგონი მეორე იაკ-40-იც იყო (ცოტა ხანი სააკაშვილიც რომ დაფრინავდა ვარდების რევოლუციის მერე), Bombardier Challenger 850 (CRJ 200) და Gulfstream 450
შვეულმფრენებს რაც შეეხება, ედიკა თავიდან მი-8-თი დაფრინავდა.... ბორტი N 01 და 02..... მერე EC -155.
მიშამ AS 332 L1 სუპერ პუმა დაამატა მალაიზიიდან.... + AS 350 B3 რომელიც ასევე სამთავრობო ავიარაზმს უნდა ეკუთვნოდეს (EC 155-ს ხშირად მიყვებოდა ხოლმე კუდში ბოლოხანებში) და სუპერ პუმებთან ერთადაც გამოჩნდა კადრში.... და 2 ახალი სუპერ პუმა (სავარაუდოდ მეორეც VIP კონფიგურაციის იქნება)
1) სამთავრობო ავიარაზმი არ უნდა იყოს ერთ კონკრეტულ პირზე მორგებული
პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის პრეზიდენტს (პირველ პირს (ჩემთვის მაინც პრეზიდენტია, მიშა იქნება ეს, ბიძინა, პეტრე თუ პავლე...... ქვეყნის მმართველობის ფორმასთან ჩემი შეხედულების გამო

ფორმალური პრეზიდენტი , საპარლამენტო მმართველობა და პრემიერი პირველ პირად არ მევასება..... მეტს აქ აღარ გავაგრძელებ)) და პატრიარქს.....
შემდეგ პრემიერ მინისტრს და ქვეყნის ძალოვან მინისტრებს (უპირველესად თავდაცვისა და უშიშროების მინისტრს.... შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრს (ჩვენთან ეს ბოლო ორი ერთადაა როგორც იცით), ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე)
ამის შემდეგ შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარეს, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და შედარებით პრიორეტიტული სამინისტროს ხელმძღვანელებს... და ისიც განსაკკუთრებულ შმთხვევებში..... სამიტებზე დასასწრებად და ა.შ
2)სამთავრობო ავიარაზმი უნდა შედიოდეს თ.ს-ს სსძ-ს შემადგენლობაში, მაგრამ არ უნდა აწვეს ზედმეტ ტვირთად... და ბიუჯეტიდან სპეც. სახსრებით "მარაგდებოდეს"
შვეულმფრენების პარკი უნდა იყოს შესაბამისობაში სსძ-ს სატრანსპორტო შვეულმფრენებთან
3) ავიარაზმის შემადგენლობაში უდა იყოს 2 იდენტური თვითმფრინავი, რომელიც შეძლებს ტრანსატლანტიკურ გადაფრენას (მეორე როგორც სათადარიგო. თუ ერთი გამოვიდა მწყობრიდან. ამავდროულად თუ პატრიარქიც მიემგზავრება სადმე ), მცირე ზომის და შედარებით იაფი
ასევე ორი იდენტური შვეულმფრენი, ქვეყნის შიდა გამოყენებისთვის (როგორც უკვე ვთქვი სსძ-ს სატრ. შვეულმფრენების შესაბამისი)
თვითმფრინავებიდან ეს ოთხი შესაძლო ვარიანტია
http://airwar.ru/enc/aliner/g550.htmlhttp://airwar.ru/enc/aliner/g650.htmlhttp://airwar.ru/enc/aliner/gulf5.htmlhttp://airwar.ru/enc/aliner/gulf5sp.htmlპირველი ორი მომწონს..... უფრო დიდი ზომისა ყიდვაც და შენახვაც უფრო ძვირიც დაჯდება
შვეულმფრენებს რაც შეეხება EC-155 კაია, ფრენის დიდი სიშორე აქვს, მაგრამ შიდა სივრცეა პატარა
სუპერ პუმას თუ იყიდიან ნახმარი უნდა ვიყიდოთ... მი-17 თუ იქნება კიდევ, მაგ როგორიც ეს
http://www.militaria.ge/sxva/4L/aircrafts_...-LLL_MI-171.jpg მოცულობაც კარგი აქვს და სსძ-ს სამფრენ აპარატებთანაც უფრო შესაბამისობაში იქნება
ფრენის სიშორე საქართველოსთვის "სამყოფია" (როგორც მი-8-ს ისე სუპერ პუმას შემთხვევაში), საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საწვავის ავზების დაკიდებაც... შვეულმფრეენების შიდა სივრცე იძლევა იმის საშუალებას პრეზიდენტთან ერთად დაცვაც გადაადგილდეს....
შვეულმფრენები შიდა მოხმარებისთვის მარტო პრეზიდენტს და პატრიაქრს მოემსახუროს (გამონაკლის შემთხვევაში პრემიერ მინისტრს)... უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრებმა კი ჩვეულებრივი სამხედრო სატრანსპორტო შვეულმფრენებით იმგზავრონ