კვამლით მასკირების მომზადება და აღსრულებაკვამლით მასკირების გამოყენება დამოკიდებულია არეალის კონკრეტულ მეტეოროლოგიურ პირობებზე და იმ ნივთიერებების მახასიათებლებზე, რომელიც შენიღბვისათვის უნდა იქნეს გამოყენებული. კვამლით მასკირების მომზადება და შესრულებისათვის გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:
-მეტეოროლოგიური პირობების გამოკვლევა-დადგენა,
-არეალის ზედპირის მახასიათებლების შესწავლა,
-საკვამლე ნივთიერებების არჩევა და მათი რაოდენობის დადგენა,
-დაკვამლის საქმიანობების ორგანიზაცია და მისი შესრულება.
1) მეტეოროლოგიური პირობების გამოკვლევა-დადგენა
მთავარი ფაქტორი აქ არის ქარის მიმართულება და მისი სიჩქარე. მასკირების საქმიანობისთვის პასუხისმგებელი მეთაური ვალდებულია მოაგროვოს ამის სირგვლივ ინფორმაცია და დაამუშაოს. ძირითადად ეს ხდება ქარის მზომელი ხელსაწყოებით ან ხეებზე ქარის მიერი ზემოქმედების დაკვირვებით. ე.წ. ბოფორის ცხრილის მიხედვით კი ხდება შედეგების დამუშავება (*ცხრილი მოცემული იქნება დაბლა).
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქარის ზემოქმედების ეფექტი შეიძლება მივაკუთვნოთ სამ ჯგუფს:
I - ხელსაყრელი პირობები..........ქარის სიჩქარეა v არაუმეტეს 3მ/წმ,
II - დასაშვები პირობები ..............ქარის სიჩქარეა v 4-7 მ/წმ,
III - არადასაშვები პირობები ......ქარის სიჩქარეა v 7-9 მ/წმ.
9 მ/წმ და მეტი სუჩქარის ქარის პირობებში კვამლით მასკირება მოსარიდებელია, რამდენადაც კვამლის ფარდა იფანტება .
სამაგალითოდ მოგაწვდით ამონარიდს ე.წ. ბოფორის ცხრილს (Beaufort), რომელიც თვალით შეფასებას ეფუძნება :
1. ქარი ოდნავ იგრძნობა, ხეების ტოტები ან ფოთლები არ ირხევიან , სიჩქარე იქნება დაახლოებით 1 მ/წმ, ბოფორის კოეფიციენტი 0.
2. ფოთლები ოდნავ ირხევიან , 2-3 მ/წმ, ბოფორის კოეფიციენტი 0.
3. სუსტი ქარი, ტოტების რხევა ოდნავ შეიმჩნევა , 4-5 მ/წმ, კოეფიციენტი 1.
4. ზომიერი ქარი, დაახლოებით 1,5-3 სმ დიამეტრის ტოტები ირხევიან, 6-7 მ/წმ, კოეფიციენტი 2.
5. ჩქარი, გამაგრილებელი ქარი, ხეების წვერები შრიალებენ , 8-9 მ/წმ, კოეფიციენტი 3.
6. სწრაფი ქარი, წვრილტანიანი ხეები ირხევიან , სიჩქარე 10-11 მ/წმ, კოეფიციენტი 4.
7. ძლიერი ქარი, დაახლოებით 15 სმ დიამეტრის მქონე ხეები ირხევიან, ფოთლები და წვრილი ტოტები ცვივა, 12-14 მ/წმ, კოეფიციენტი 5.
8. ძალიან ძლიერი ქარი, 2/5 სმ დიამეტრის ტოტები იმტვრევიან , 15-16 მ/წმ, კოეფიციენტი 6.
9. ზომიერი ქარიშხალი, ტეხავს სქელ ტოტებს, 17-19 მ/წმ, კოეფიციენტი 7.
10. ქარიშხალი, გლიჯავს ხეებს, ხდის სახლის სახურავებს და მსგავსები, 20-23 მ/წმ, კოეფიციენტი 8.
კვამლის ფარდაზე მეტეოროლოგიური პირობების გავლენის მანიფესტირება ხდება შემდეგნაირად:
- მცირე წვიმა და თოვლი ასქელებს კვამლის ფარდის სიმკრივეს,
-ძლიერი წვიმა და თოვლი ამცირებს კვამლის ფარდის სიმაღლეს და ასქელებს კვამლის სიმკრივეს,
-მაღალი ატმოსფერული წნევა, მაგ. ცხელ დღეებში, ხელს უწყობს კვამლის სიმაღლეზე გავრცელებას, მაგრამ ამ პირობებში კვამლი სიგრძე-სიფართეზე ნაკლებად ვრცელდება,
-ნისლი და მოღრუბლულობა კვამლით მასკირების ეფექტს საგრძნობლად ზრდის.
-ყველაზე ხელსაყრელი დრო კვამლის მასკების გამოსაყენებლად მიჩნეულია დილა და საღამო.
2) -არეალის ზედპირის მახასიათებლების შესწავლა, მისი გავლენა კვამლით მასკირებაზე
გასათვალისწინებელია:
-წინაღობები, მაგ. როგორიცაა ღრმულები, ღრმა თხრილები, არხები და მსგავსი, რომლთა მდებარეობაც კვამლის გავრცელების მიმართულებას ემთხვევიან, რომელირაც განსაზღვრული კუთხით ხელს უშლიან კვამლის სასურველ გავრცელებას და მოსალოდნელია კვამლის ფარდის "გადახრა" არასასურველი მიმართულებით,
-შემაღლებულ არეალზე კვამლი თავდაპირველად იშლება მაღლა, შემდგომ კი ეშვება დაბლობისკენ და იქ "ჩერდება",
-ტყეში კვამლი ცუდად ვრცელდება, მაგრამ დიდხანს რჩება,
-მდინარის ნაპირებზე გაშვებული კვამლი ზაფხულის დღეებში "თავსდება" მდინარის ზემოთ, დილით და საღამოთი კი ჩამოდის თითქმის წყლის ზედაპირამდე.
3) საკვამლე ნივთიერების შერჩევა და შეფასება ხდება უკვე მიღებული და შეფასებული მეტეოროლოგიური პირობების და არეალის ზედაპირის თვისებების გათვალისწინებით. კვამლით მასკირების შესასრულებელი სამუშაოების აღსრულებისთვის პასუხისმგებელი მეთაური ვალდებული მოამზადოს პასუხები შემდეგ კითხვებზე:
-რა სიჩქარით ვრცელდება აღებული ნივთიერების მიერ შექმნილი კვამლი შესაბამის პირობებში,
-რამდენია იმ კვამლის ღრუბლის სიმაღლე, სიგანე და სიგრძე, რომელსაც ქმნის მოცემული საკვამლე ნივთიერება,
-რა დროს ანდომებს მოცემული ნივთიერების კვამლი მიაღწიოს მაქსიმალურ სიმაღლეს, სადამდეც კვამლის ღრუბელი გაუმჭოლია.
ამ კითხვებზე პასუხის ცოდნას სჭირდება გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება და პრაქტიკაში მიღებული დაკვირვებების ცოდნა-შეფასება.
რამდენიმე მნიშვნელოვან შეფასებას აქვე მოვიყვან:
-საშუალო სიმკრივის კვამლის ფარდის (ღრუბლის) გამჭოლავი სიგანე წარმოადგენს 10-15 მ-ს (* გამჭოლავში ვგულისხმობ ხედვას, ანუ ამ მანძილზე შეიძლება დაკვირვებულ იქნას ობიექტები,ადამიანები თუ სხვა),
-სქელი კვამლის ღუბლის შემთხვევაში ეს სიდიდეა 5 მ,
-აუცილებელი გაუჭოლვადობის სიგანე უნდა იყოს 60 მ-ს.
მაგალითისთვის მოვიყვან კვამლის ფარდების კატეგორიების მიხედვით კვამლის სისქის შეფარდებას ქარის მიმართულებასთან, რომელიც პრაქტიკული გამოცდილებიდან არის მოგროვილი:
ხელის ბომბები, იგულისხმება თითო ბომბა:
-ქარის მიმართულება ემთხვევა მტრის მდებარეობის მიმართულებას -> ხელსაყრელ პირობებში (*იხ. ეს ჯგუფები ზემოთ) 5-6 მ, დასაშვებ პირობებში 4-5 მ, არახელსაყრელ პირობებში 1-2 მ.
-ქარის მიმართულება კვეთავს მტრის მდებარეობის მიმართულებას -> ხელსაყრელ პირობებში 8-10 მ, დასაშვებში 5-6 მ, არახელსაყრელში 2-5 მ,
-ქარის უბერავს მტრის მდებარეობის მიმართულებასთან მიმართებაში გვერდიდან -> ხელსაყრელ პირობებში 8-10 მ, დასაშვებში 12-15 მ, არახელსაყრელში 6-8 მ.
კვამლის ყუთები, იგულისხმება თითო ყუთი:
-ქარის მიმართულება ემთხვევა მტრის მდებარეობის მიმართულებას -> ხელსაყრელ პირობებში (*იხ. ეს ჯგუფები ზემოთ) 8-10 მ, დასაშვებ პირობებში 4-5 მ, არახელსაყრელ პირობებში 2-3 მ.
-ქარის მიმართულება კვეთავს მტრის მდებარეობის მიმართულებას -> ხელსაყრელ პირობებში 15-20 მ, დასაშვებში 7-10 მ, არახელსაყრელში 4-5 მ,
-ქარის უბერავს მტრის მდებარეობის მიმართულებასთან მიმართებაში გვერდიდან -> ხელსაყრელ პირობებში 40-50 მ, დასაშვებში 20-25 მ, არახელსაყრელში 8-10 მ.
( *მოცემული კერძო შემტხვევისათვის ბომბების და ყუთების რაოდენობის დასათვლელად პრაქტიკულ ამოცანას მოვიყვან ქვემოთ).
კვამლის ყუთების შემთხვევაში კვამლის ფარდის ხანგრძლივობა დაახლოებით ასეთია:
არსებობს ფორმულა, რომელიც დაახლოებით ითვლის კვამლის ღრუბლის სიგრძეს:
D= v*T*60
სადაც :
D - არის კვამლის ღრუბლის სიგრძე,
T -არის საკბამლე საშუალებათა კვამლად გავრცელების დრო,
v - არის ქარის სიჩქარე.
სურ.1 -ზე მოცემულია კვამლის გავრცელების გრაფიკული წარმოდგენა, კვამლის ღრუბლის ელემენტები და მახასიათებელი სიდიდეები.

სურ.1
დრო, რომელიც საჭიროა, რომ კვლამლის ღრუბელმა მიაღწიოს გაუმჭვირვალ ეფექტურ სიმაღლეს, დაითვლება ფორმულით:
t = H / (13,5 * კვადრატული ფესვი v-დან)
H - კვამლის მინიმალური გაუმჭვირვალი სიმაღლე ,
t - ამ სიმაღლის მისაღწევად საჭირო დრო,
v - ქარის სიმაღლე.
კვამლის ღრუბლის ეფექტური სიგანე კი არის:
s=2H
4) იმ არეალის სიდიდის შეფასება, რომელზედაც უნდა მოხდეს კვამლის გავრცელება.
დასადგენია:
-არეალის სიდიდე მინიმუმ 2-3ჯერ უნდა არემატებოდეს იმ ობიექტების სიდიდეს, რომლის კვამლით მასკირებაც მიზანს წარმოადგენს,
-თუ დაკვამლვა გამიზნულია იმისათვის, რომ მტრის საჰაერო დაზვერვისაგან დაიმალოს რომელიმე ობიექტი, მაშინ ასეთი არეალის სიდიდე 5-10/ჯერ უნდა აღემატებოდეს ობიექტის დიდიდეს.
-ნამდვილი ობიექტების მდებარეობის ადგილის დაკვამლის პარალელურად უნდა მოხდეს 2-4 სხვა, ცრუ დაკვამლები მტრის შეცდომაში შესაყვანად.
ეს ცრუ კვამლის ფარდები ზუსტად ისეთები არიან, როგორც ნამდვილები, განსხვავება ისაა, რომ ისინი არანაირ ობიექტებს არ მალავენ, ასევე დახარჯული მატერიალის რაოდენობა ცრუ ფარდებისთვის ნაკლებია ( ნამდვილების 70-75% ).
-კვამლით მასკირებაში მთავარი გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ობიექტი, რომლის დაფარვის მიზნითაც კვამლის გამოყენება ხდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განტავსებული კვამლის ფარდის შუაგულში. გარდა ამისა, კვამლის ფარდა უნდა იყოს იმხელა, რომ საჭირო შემთხვევაში შეძლოს არეალზე მდებარე მახასიათებელი ობიექტების დაფარვაც, მაგალითად, როგორიცაა ეკლესიები, ხიდები, გზაჯვარედინები,მდინარის კუნძულები და მსგავსები, რომელიც მტერმა სავარაუდოდ შეოძლება ორიენტირად გამოიყენოს ჰაერიდან დაზვერვიდან თუ საარტილერიო და საავიაციო კორექციისთვის.
5) საკვამლე ნივთიერების საჭირო რაოდენობის გამოანგარიშება
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამის დადგენისას გასათვალისწინებელია მეტეოროლოგიური პირობები, არეალის მახასიათებლები, საკვამლე საშუალებების თვისებები და მსგავსი. ამაზე პრაქტიკულ მაგალითს ბოლოს მოვიყვან.
6) მოძრავი კვამლის ფარდები
თუ მასკირების გეგმა ითვალისწინებს, რომ კვამლის ფარდის გაუმჭვირვალი ჰორიზონტალური "სიღრმე" იყოს 1000 მ-ზე მეტი, ამ დროს დაკვამლვა ხდება ორი საკვამლე ხაზით. დაკვამლის მეორე ხაზი უკვე დაფარული უნდა იყოს პირველი საკვამლე ხაზით (სურ. 2). ეს წესი ვრცელდება მხოლოდ მოძრავ ჰორიზონტალურ კვამლის ფარდებზე. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ კვამლის ფარდის ეფექტურობა რომ შენარჩუნებული იქნას, ეს მანძილი ხშირად 3000 მ-დეც იზრდება.

სურ.2 , დაკვამლის ხაზების და მოძრავი კვამლის ფარდის (ღრუბლის) სიდიდის ერთმანეთზე დამოკიდებულების თვალსაჩინო წარმოდგენა:
7) დაკვამლის სამუშაოების ორგანიზაცია
გასათვალისწინებელია> შესანიღბი არეალის სიდიდე, დაკვამლის ხაზების რაოდენობა, კვამლის კერების რაოდენობა, მათ შორის დაცილება და სერიების რაოდენობა. თავიდან თითო კერაზე იგზავნება თითო ჯარისკაცი (მეკვამლე). თუ კერებს შორის მანძილი 20მ-ზე ნაკლებია, მაშინ ერთი მეკვამლე ჯარისკაცი
2 კერაზე იგზავნება (იხ. სურ3ა). ( ერთ ხაზზე კერებს შორის მანძილის სიდიდეს სხვა ფაქტორებთან ერთად ქარის მიმართულებაც განსაზღვრავს, მაგალითად > მოწინააღმდეგის მდებარეობის მიმართულებასთან შემხვედრი ქარის დროს არის 20-30 მ, გვერდითი ქარის დროს კი 30-50მ, ხოლო მტრის მდებარეობის მიმართულებასთან პერპენდიკულარული მიმართულებით მქროლი ქალის დროს კი 75-100 მ ).

სურ.3ა, LZ -თი აღნიშნულია დაკვამლის ხაზები
უძრავი კვამლის ფარდების შემთხვევაში საკვამლე საშუალებები წინასწარ უნდა განლაგდეს კერებზე და კერების შიგნით კი სერიებად (სურ.3 გ). მეთაური იძლევა ბრძანებას "კვამლი!" , მეკვამლე ჯარისკაცები კი ღებულობენ რა ამ სიგნალს , ანტებენ 1 სერიის საკვამლე საშუალებას მათგან 5-10 მ დაცილებით (სურ.2 ბ). დაახლოებით 6 წუთის მერე (ეს დროც დამოკიდებულია მაგალიტად საკვამლე საშუალების აალების დროზე, ანუ იმ დროზე, რომლის შემდეგაც ეს საშუალება კვამლს წარმოქმნის) მეკვამლეები ანთებენ 2. სერიას, ასე გრძელდება კასკადურად, სანამ არ დაკვამლავენ მთლიან წინასწარ განსაყღვრულ არეალს. მეტაური კი ამ დროს იძლევა ბრყანებას > "შეწყვიტე კვამლი!". მეთაურს ევალება შეამოწმოს ცატარებული სამუშაოს გამართულობა.

სურ.3გ

სურ. 3ბ, D-ებით აღნიშნულია მეკვამლე ჯარისკაცები, Z კი კვამლის კერები.
დიდ ტერიტორიებზე უძრავი ფარდების ანუ კვამლის საფარველების მისაღებად ძირითადად გამოყენებულია კვამლის საავიაციო კასეტები ან სპეციალური ავია-მოწყობილებები.
თუ რა განსხვავებაა უძრავ და მოძრავ კვამლის ფარდებს შორის, არარ დავკონკრეტდები, ისეც აღწერილობიდან გასაგებია, რომ მოძრავი ფარდები იქმნება მსგავსად უძრავისა, ოღონდ ეს ხდება კასკადურად. მოძრავი ფარდები აუცილებელია მოძრავი ობიექტების დასაფარავად, უხეშად რომ შევადაროთ > აცილებს მოძრავ ობიექტებს, როგორიცაა კოლონები , ქვეითები თუ სხვა.
პ.ს. პრაქტიკულ მაგალითს თავისი გამოთვლებით შემდეგ პოსტში განვათავსებ, რამდენადაც ახლა დრო არ მაქვს და მინიმუმ 2 დღე არ ვიქნები.
This post has been edited by socom on 19 Apr 2014, 18:44