მოკლედ შევეცდები ავღწერო აღნიშნული შეკითხვის პასუხი.
ბალისტიკური შემოწმებისას შემდეგ ფაქტორებზე ხდება ყურადღების გამახვილება:
ტყვიაზე (ჭურვზე)
1. ლულის ჭრილისგან დატოვებული კვალი
2. ლულის ველისგან (ველი არის ადგილი ჭრილებს შორის) დატოვებული კვალი
3. კონკრეტული იარაღი შეიძლება ვაზნის სავაზნეში შეტანისას (გლეხურ ენაზე რომ ვთქვათ "პირში მიცემისას"

) ტოვებდეს რაიმე ნაკაწრს ან ნაჭდევს ტყვიაზე, რომელიც შეიძლება ან კონკრეტული იარაღის სავაზნის დეფექტით იყოს გამოწვეული ან რაიმე ნაწიბურით იყოს გამოწვეული. ან კიდევ კონკრეტული მდელის იარაღს ახასიათებდეს.
მასრაზე (გილზაზე)
1. ნემსის კაფსულზე ზემოქმედების კვალი (ყველა ნემსა ინდივიდუალურ კვალს ტოვებს და ზოგი კონკრეტული მოდელიც პლიუს ინდივიდუალურ კვალს მაგალითად ტეტეს სისტემის პისტოლეტი მსხლისებურ კვალს ტოვებს)
2. ექსტრაქტორის მიერ დატოვებული კვალი
3. საკეტის სარკისგან დატოვებული კვალი
4. კონკრეტული იარაღი შეიძლება ვაზნის სავაზნეში შეტანისას (გლეხურ ენაზე რომ ვთქვათ "პირში მიცემისას"

) ტოვებდეს რაიმე ნაკაწრს ან ნაჭდევს მასრაზე, რომელიც შეიძლება ან კონკრეტული იარაღის სავაზნის დეფექტით იყოს გამოწვეული ან რაიმე ნაწიბურით იყოს გამოწვეული. ან კიდევ კონკრეტული მდელის იარაღს ახასიათებდეს მაგალითად მოდერნიზირებულ მაკაროვს ПММ- ს სავაზნეში გააჩნია სპეციალური 3 ცალი დახრილი ნაჭდევი, რომელიც ძლიერი ვზნით გასროლისას უზრუნველყოფს მასრის ხახუნს სავაზნის კედლებზე რაც ტოვებს სახასიათო კვალს.
5. ბევრ თანამედროვე იარაღში იარაღის მჭიდიც კონტროლის გაადვილების მიზნით სპეციალურ კვალს ტოვებს მასრაზე მაგალითად რუსული კარაბინი ვეპრი.
როგორც ხედავ ძალიან ბვრი დეტალია ჩართული საიდენტიფიკაციო რგოლში. ნემსის შეცვლა და გაქლიბვა ნაწილობრივ ართულებს იარაღის იდენტიფიცირებას. თუმცა რათქმაუნდა მაინც ბევრი დეტალი რჩები რომლითაც მოახდენენ იდენტიფკაციას.
რევოლვერებში აღნიშნული ცოტა გართლებულია რადგანაც მასრა დოლურაში რჩება. ყოფილა შემთხვევები, რომ თვითდამტენ პისტოლეტებზე მასრის ამოსაგდებ ფანჯარასთან ხელოვნუად სკოჩით ამაგრებენ პატარა პაკეტს ან მინი ტომსიკას სადც ხდება ამოგდებული (ექსტრაქტირებული) მასრის ჩავარდნა და მასრა არ რჩება შემთხვევის დგილზე ამას უწოდებენ ეგრედწოდებულ "გილზნოი მეშოკს".
გლუვლულიანის შემთვევაში მხოლოდ მასრას ინახავენ ბალისტიკაზე.
დავუშვათ ადამიანმა გაიფორმა იარაღი ოფიციალურად და უნდა დანაშაული ჩაიდინოს შესაძლოა შეცვალოს ნემსი ან ხელოვნურად შეუცვალოს ტრასლოგია მაგალითად გაქლიბოს ამ შემთხვევაში ექსპერტი ხვდება რომ ნემსა ხელოვნურად იქნა შეცვლილი და მასრაზე არსებული სხვა დეტალებით იწყებს ძიებას. ისე ნემსის და ლულის შეცვლაც მოითხოვს ხელახალ რეგისტრაციას და ფიზიკურ პირს მისი სურვილისამებრ არ შეუძლია შეცვალოს ნემის ან ლულა ისე, რომ პოლიციას არ აცნობოს. ლულაში არსებული ველების და ჭრილების შეცვლაც ხდება ხელოვნურად ქლიბების, და სხვადასხვა მექანიკური ინსტრუმნტების მეშვეობით მაგრამ აქაც ხვდება ექსპერტი რომ ხელოვნურად იქნა შეცვლი თან წარმოიდგინე იარაღს რომელსაც გააჩნია პირობითატ 4 ჭრილი ოთხივე უნდა შეუცვალონ პლიუს ველებიც მაგდნივე და ყველა უნდა შეუცვალონ ან დააზიანონ, ისე, რომ ყველა ჭრილმა და ველმა განსხვავებული კვალი დატოვოს.
მოკლედ ამიტომაა გამოცდილი კილერი იარაღს ადგილზე რომ ტოვებს ეგრევე

აზრი არ აქვს ეგეთ ჩალიჩს არაფერს არ მოგცემს.
მაგალითად რუსეთში ახალი საექსპორტო და კომერციული მაკაროვები უკვე 6 ნარეზით გამოდის და მიზეზს ასახელებენ იმას, რომ ამდენი 4 ჭრილიანი მაკაროვიდან უკვე გართულდა იდენტიფიკაციაო და 6 ჭრილიანები გამოუშვეს.
მაგალითად ახალ პესეემებზე ეგრედწოდებულ იჟ 75 -ზე 6 ნარეზის მაგივრად ახლა 4 ნარეზია ამ შემთხვევაში მიზეზი ისაა, რომ კალაშნიკოვის 5,45 კალიბრიან დაბრაკულ ლულებს იყენებენ პესეემებში.
იტოგში ბევრი დეტალია რომლითაც მოახდენენ იდენტიფიკაციას.
და კიდევ გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ .22 კალიბრის ეგრედწოდებული "გეკოს" იარაღიდან ნასროლს ვერ იგებენ რადგანაც ტყვია დეფორმირდება. ამ შემთხვეაში სულ რომ ფრგმენტებად იყოს დაშლილი ტყვია რომელიმე კონკრეტული ნაწილაკი იჭრება ტყვიიდან ბრტყელდება და იმ კონკრეტულ ნაწილაკს იკვლევს ექსპერტი და ხშირ შემთხვევაში ახერხებს იდენტიფიცირებას.
* * *
აქვე ავღწერ ყველზე მეტად გავრცელებულ სიტუაციებს სადაც ცდილობდნენ კვალი აერიათ ექსპერტბალისტიკოსებისათვის:
1. თბილისში 1995 წელს პარაბელუმის (ლუგერის) სისტემის პისტოლეტიდან მოხდა გასროლა რომელშიც ტეტეს ვაზნა ჩადეს. ლუგერის ტყვიის კალიბრი 9მმ-ია ტეტესი კიდევ 7,62. მათი მასრის დიამეტრი ემთხვევა ერთმანეთს რადგანაც ლუგერის მასრა არის მაუზერის 7,63 კალიბრიანი ვაზნის მასრის გადანაჭერი ტეტეს ვაზნაც იგივე მაუზერის ვაზნაა. ამიტომ პრობლემას არ წარმოადგენს რომ ტეტეს ვანზა ხელით ჩავდოთ 9მმ-იანი ლუგერის ვაზნაზე გათვლილ იარაღში და ვაწარმოთ გასროლა. ამ შემთხვევაში ვინაიდან ტეტეს ვაზნა 7,62 მმიანი 9მმიან ლულაში გავლისას იგი ნარეზებში არ გავლის და პლიუს არასტაბილურად გამოვარდება ლულიდან და სამიზნეს გვერდულად ან სულაც შესაძლოა უკანა მხრიდან მოხვდეს.
2. ძალიან გავრცელებულია როდესაც 9X17 ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე გათვლილი იარაღიდან აწარმოებენ გასროლას 9მმ მაკაროვის ვაზნებით ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში 9მმ ბრაუნინგის მოკლე ვაზნები არ იშოვებოდა და შავ ბაზარზე მარტივად ხდებოდა ასეთ ვაზნაზე გათვლილი იარაღების მაკაროვის ვაზნაზე ადაპრირება.
3. ყოფლა შემთხვევები, როდესაც 5,45 მმ პესეემიდან გაუსროლიათ 6,35 მმ ბრუინინგის ვაზნები ასეთ დროს ტყვიის დიამეტრი დიდია მაგრამ მასალის სირბილე იწვევს იმას, რომ გასროლისას ტყვია ლულაში იწნიხება 5,45 მმ კალიბრამდე და სიგრძეში იზრდება.
4. ძალიან ხშიია გაზის ან საფანტის იარაღის გადაკეთება ცეცხლსასროლ ვაზნებზე მაგალითად რუსეთში შავ ბაზარზე ყრია გაზის პესეემები გადაკეთებული ცეცხლსასროლზე ან 5,45 კალიბრზე ან კიდევ 6,35 ბრაუნინგზე. გაზის პესეემში ყველა დეტალი არის ცეცხლსასროლი იარაღის გარდა ლულისა ამიტომ მარტივად ხდება ლულის შეცვლა და იარაღი უკვე ცეცხლსასროლია.
5. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბარაბნიანი რევოლვერებიდან ხდება უფრო წვრილი კალიბრის ვაზნის გასროლა ვიდრე იარაღის კალიბრია ასეთ შემთხვევაში საიზოლაციო ლენტას ახვევენ ვაზნის მასრას და ისე დებენ დოლურაში.
6. ხშირია აგრეთვე სამონტაჟო (ლურსმნების და დუბილების მისაჭედებელი იარაღის) ვაზნის მასრების გადაკეთება ცეცხლსასროლზე და ძველ წრილული აალების რევოლვერებში გამოყენება
ჩემს მიერ აღწერილი ყველა დეტალი რაზეც ვსაუბრობდი რათქმაუნდა წარმოადგენს სისხლისსამართლის დანაშაულს და ისჯება კანონით. არავის არ ვურჩევ მსგავსი რაღაცეების ჩადენას და გაკეთებას.
This post has been edited by electri_chka on 1 Apr 2013, 12:48