#37061706 · 1 Jul 2013, 02:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (All Shall Perish @ 30 Jun 2013, 14:53 ) | ამათ რა ევალებათ? განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;
|
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი გასამხედროებული სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულებას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად ღებულობს მონაწილეობას დამნაშავეთა ან შეიარაღებული ჯგუფების დაკავებაში, მასობრივი უწესრიგობისა და კომფლიქტური სიტუაციების აღკვეთაში, მძევლად მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაში, აუცილობლობიდან გამომდინარე კონფლიქტურ რეგიონებში ბლოკ-საგუშაგოების მოწყობაში.
| QUOTE | | სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი; |
ეს მგონი არასწორად წერია, ან სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი უნდა ეწეროს (იგივე სოდი) ან სპეციალური ოპერაციების ცენტრი. სოდს სახელი შეუცვალეს, ამიტომ სავარაუდოდ სპეციალური ოპერაციების ცენტრი იქნება:
სპეციალური ოპერაციების ცენტრი მისი დანიშნულებაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა;
--------------------
– ძალა ერთობაშია. – გამარჯვებული ხარ მაშინ, როდესაც მოკლულ მტერს გადააბიჯებ. – ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს
|