ლივერმენვეცდები მოკლედ დავწერო, აქ 2 სისტემაზეა ლაპარაკი, შინაგანი და თავდაცვა, კონკრეტულად ატეცეს და ს.ო.ძ.-ს ვგულისხმობ
შინაგანში სერიოზული რეკომენდატორის გარეშე საერთოდ არანაირი შანსი არ გაქვს, მისაღებ ნორმატივებამდე და ტესტებამდეც ვერ მიაღწევ, მაქსიმუმ მისაღები ჩააბარო და ჩადგები მერე უსასრულო რიგში, გეტყვიან დაგირეკავთო და შეიძლება წლობით ელოდო, ხოდა აქ გჭირდება სერიოზული რეკომენდატორი რომ წინ წაგწიოს ,,რიგში,, თუ არადა ყოველ დილას აზიდვებით დაიწყებ, ვაითუ დღეს დამირეკონ და ფორმაში ვიყოო
თავდაცვაში ცოტა სხვანაირადაა, სპეც. კურსზე მოსახვედრად ჯერ რეინჯერი უნდა გაიარო, რეინჯერზე რომ მოხვდე თუ სამოქალაქოდან მოდიხარ ელემენტარული ვიღაცამ უნდა გაგიწიოს რეკომენდაცია, თუნდაც რიგითმა რეინჯერმა პრობლემა არ არის, თუ ჯარებიდან თვითონ ქვედანაყოფიდან მეთაურმა.
ერთი რამე ნაღდია, თუ კაცმა თვითონ არ მოინდომა და ბოლომდე არ დაიხარჯა ბოლოს ვერსად ვერ მოხვდება და მერე იწყებენ ლაპარაკს თუ კაცი არ გყავს აზრი არ აქვს არაფერსო, ან ამ ბოლო დროს როგორც ხდება ჩვენს უფლებებს არღვევენ და სასტიკად გვსჯიანო, იმ კაცის დედა მო###ან სპეცრაზმელობა ან რეინჯერობა რომ უნდა და ინსტრუქტორს უჩივლებს, თან ამ კურსის გავლის შემდეგ იმ კაცთან ერთად უნდა იბრძოლოს
This post has been edited by gioranger on 3 Aug 2013, 21:34