განს.რუზე მივწერე რუსებს ამ ვაზნებთან დაკავშირებით რუსეთში რა ფასებშიათქო და საერთოდ რატომ ღირს ძვირითქო და როგორც გავარკვიე ასეთი ამბავია.
რამენად შეესაბამება სიმართლეს არვიცი.
თავდაპირველად ამ ვაზნებს გამოშვება დაიწყეს ტულის ვაზნების ქარხანაში ე.წ. ТПЗ-ში და ვაზნები გამოდიოდა 70-იანი წლების ბოლომდე. შემდეგ რუსეთმა შეწყვიტა ამ ვაზნების გამოშვება და გასაკვირია ასეთ რამეს იძახიან რომ საქართველოში კერძოდ კი თბილისში გადმოიტანეს წარმოება.

შემდეგ არეულობის დროს რუსებმა მოახერხეს გაეტანათ დანადგარები ზუგდიდამდე და იქ დაიკარგა. შემდეგ ახლიდან მოუწიათ რუსეთში წარმოების აწყობა და დღეს მხოლოდ ერთი სწარმო TPZ აწარმოებს ვაზნის კომერციულ ვარიანტს, რომელიც 2,6 გრამიანი FMJ ტყვიით გამოდის მასრაზე აქვს მარკირება 5,45X18 WOLF. გულა რათქმაუნდა მთლიანად ტყვიისგანაა დამზადებული ძველი სამხედრო ვარიანტისგან განსხვავებით მაშინ ტყვიას ჰქონდა 2,4 გრამი და იყო კომბინირებული ტყვია+ფოლადის გულარი. ინდექსი 7Н7 სწორედ ეგ ტვიები იყო რომელიც კარგ პენეტრაციას (შეღწევადობას) აჩვენებდა ფოლადის ფირფიტებზე.
გასაკვირია და რუსეთშიც ძვირია პესეემის ვაზნები მაღაზიაში საშუალოდ 5 აშშ დოლარი ღირს და ძალიან იშვითად არისო.
არცერთ ქვეყანას არ აქვს ამ ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი და ამიტომაც არცერთი სხვა ქვეყანა არ უშვებს, მხოლოდ რუსეთი უშვებს და იქაც ერთი ქარხანა ასე, რომ ვისაც პესეემი აქვს უღირს გადაიხადოს 15 ლარი და რამოდენიმე მჭიდი ედოს სახლში.
სხვათაშირის ფორსაჟი 6 რომ გამოვიდა ახლა ფილმი მანდ არის პესეემი მხარში ესვრიან ტიპს და ტყიას რომ ამოუღებენ ამბობს ერთერთი ფილმის გმირი, რომ ეს 5,45 მმ-იანი პესეემია და მხოლოდ რუსებს აქვთ პისტოლეტი ამ ვაზნაზეო.
სტეჩკინმა გააკეთა სანამ გარდაიცვლებოდა 24 ვაზნიანი პისტოლეტი "დროწიკ" რომელიც პესეემის ვაზებით იკვებებოდა და 3 -3 ჯერებით სროლის რეჟიმიც ჰქონდა. საბოლოოდ არ მიიღეს შეიარაღებაში ეგ პისტოლეტი.