ამოიყენეს და მოიშორეს“ - ოკუპირებული აფხაზეთის გენშტაბის მეთაური და აგვისტოს ომის მონაწილე კომაშია
19:43 2016-02-22
2008 წლის აგვისტოს ომში ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის არმიის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური საავადმყოფოშია.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გენშტაბს მეთაური ანატოლი ხრულოვი კომატოზურ მდგომარეობაში სოხუმის კლინიკაში მოათავსეს. როგორც "ნიუპოსტს" სოხუმინად ანცობეს, გენერალი სამუშაო კაბინეტში უგონო მდგომარეობაში დაცვის თანამშრომელმა იპოვა.
როგორც პაციენტის ოჯახი ამბობს, გენერალი გამოიყენეს და შემდეგ თავიდან მოცილებას შეეცადნენ.
მათი თქმით, ხრულოვთან იმ დღეს ორი უცნობი ადამიანი შევიდა, გენერალმა მათთან ერთად ყავა დალია, სტუმრების წასვლის შემდეგ კი კომაში ჩავარდა.
ანატოლი ხრულოვი, რომელიც 2006-2010 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიას მეთაურობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მძიმედ დაიჭრა და ვლადიკავკაზში იყო ჰოსპიტალიზირებული.
რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი სარდალი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ანატოლი ხრულევი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსად 2015 წლის ზაფხულში დაინიშნა.
რაულ ხაჯიმბა იმედს ამყარებდა ანატოლი ხრულევის გამოცდილებაზე და ცოდნაზე, ხოლო თავდაცვის სფეროში აფხაზეთის ახალი ამოცანა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას უკავშირდებოდა.
გენერალ-ლეიტენანტი ანატოპლი ხრულევი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის 58-ე არმიის სარდალი იყო. ის აგვისტოს ომში დაიჭრა, როდესაც ქართული არმიის ქვედანაყოფებმა რუსულ კოლონაზე იერიში მიიტანეს. მოგვიანებით ის აცხადებდა, რომ ,,ჩემს არმიას თბილისის აღება შეეძლო, მაგრამ ვიღაცას შეეშინდა ასეთი გამარჯვების“
http://www.newposts.ge/?l=G&id=100390-%E1%...%83%9B%E1%83%98ეს ერთი და სხვა მრავალი