თეორიულად შესაძლებელია. გვჭირდება მინიმუმ 12-15 წლიანი მომზადება წელიწადში მილიარდ დოლარიანი თავდაცვის ბიუჯეტით, თან ომი ჩვენ უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში შანსი არ გვაქვს.

მე ასე წარმომიდგენია:
1)"მცირე და მობილურ" ჯარს გადავაქცევთ "საშუალო და მობილურ ჯარად", ანუ საკონტრაქტოების რაოდენობას ვზრდით ორჯერ;
2)გადავდივართ სავალდებულო გაწვევაზე და წვევამდელებს ვამზადებთ არა პოსტზე სადგომად, არამედ რეალურად ჯარისკაცებად. 1 წლიანი ან წელიწადნახევრიანი სამსახურის შემდეგ ეს ხალხი გადადის რეზერვში, წელიწადში ერთხელ გადიან შეკრებებს და შეძლებისდაგვარად ინარჩუნებენ ფორმას;
3)ინფრასტრუქტურა. დაცული ბაზები, ბუნკერები სამოქალაქო თავდაცვისთვის. ალტერნატიული ტრასები ჯარის სწრაფად გადაადგილებისთვის. შენიღბული საწყობები, მიწისქვეშა გვირაბები და ა.შ. უნდა ვეცადოთ ისეთ ადგილას და ისე ავაშენოთ ეს ყველაფერი, რომ არ იყოს ადვილად მოწყვლადი.
4)ყოველწლიურად უნდა შევიძინოთ თანამედროვე შეიარაღება+განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება. პრიორიტეტები შემდეგნაირად ნაწილდება: საჰაერო თავდაცვა, საზღვაო თავდაცვა, ბევრი ვერტმფრენი, ავიაცია, არტილერია, მძლავრი ტანკსაწინააღმდეგოები და ა.შ. საკუთარი წარმოების ხარჯზე უნდა მოვახერხოთ ქვეითი ნაწილების მექანიზირება. ჯავშანში უნდა იჯდეს ქართული ჯარის არანაკლები 70%-ისა. დანარჩენი 30%-ც მხოლოდ საბრძოლო სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა იყოს ქვეითად. იგულისხმება სამთო ბატალიონები და ა.შ. ჯარს უნდა ჰქონდეს განათლება და ტექნიკური უზრუნველყოფა ღამით ბრძოლაში, წვიმაში და საერთოდ ყველანაირ ამინდში.
5))უზარმაზარი ყურადღება კომუნიკაციის საიმედოობას, ლოჯისტიკას და დისციპლინას! საქართველომ უნდა მოახერხოს ომის წარმოება ისე, რომ ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მოახერხოს შტაბმა ინფორმაციის მიღება-ბრძანებების გაცემა. სისტემა არ უნდა მოიშალოს არავითარ შემთხვევაში.
6))არმიის, განსაკუთრებით საკონტრაქტოების მუდმივი წვრთნა რაც შეიძლება დიდი მასშტაბებით. უნდა ვსწავლოთ კოორდინირება. ზოგადად, მგონია რომ ჩვენი მთავარი კოზირი რუსებთან მიმართებაში მკაცრი დისციპლინა და მყარი სტრუქტურა უნდა იყოს. ეს არის ის, რაც მათ არ აქვთ და შესაძლებლია ჩვენ გვქონდეს. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ოფიცერი უნდა გავგზავნოთ განვითარებულ ქვეყნებში განათლების მისაღებად.
7)დაზვერვა. უნდა გვქონდეს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მტრის ძალების დისლოკაციისა და სხვა საინტერესო ამბების შესახებ. ეს საკვანძო საკითხია. თუ რატომ ამას ქვემოთ დავწერ.
8)უნდა შევიძინოთ დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი, რადგან ომი ჩვენს ტერიტორიაზეა და მილიონობით ადამიანის საკვების გარეშე დატოვება სრულ ქაოსსა და მარადიორობას გამოიწვევს. ხოდა ერთი თუ გაგექცა სადავეები ხელიდან, დამთავრებული ამბავია.
9)ქვეყანას უნდა ჰქონდეს რამდენიმე მილიარდი დოლარის რეზერვები. ომი ძვირი ჯდება

10)რაც მთავარია, ომამდე რუსებთან ვამყარებთ სავაჭრო, პოლიტიკურ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ვიქცევით ისე, ვითომც აქ არაფერი. არ ვაპიარებთ ახალ შეიარაღებას ტელევიზიით. ახლა არ არიან რუსები დებილები და შეამჩნევენ ამხელა მილიტარიზაციას, გარკვეულ ზომებსაც მიიღებენ ალბათ, მაგრამ ზედმეტი ყვირილი მაინც არ არის საჭირო.
ასე რომ მოვამზადებთ ქვეყანას, მერე უნდა დავსახოთ უშუალოდ ბრძოლის გეგმა, რომელიც მე ასე წარმომიდგენია:
ვიწყებთ მობილიზაციას. ვაანონსებთ რაღაცა უზარმაზარ აღლუმს რომელიმე დღესასწაულზე, ვაპიარებთ ამ აღლუმისთვის მზადებას მასმედიის საშუალებით ისე, რომ გასაგები გახდეს ამხელა სამხედრო მობილიზაციის მიზეზი. ჩემი ნება რომ იყოს 9 მაისს ავირჩევდი, თან ვითომ მოსოვის აღლუმს ვეხმიანებით ძმურ პონტში, თან ჩვენთვის არ ეცლება რუსეთის ხელმძღვანელობას და თან შეიძლება რუსი ჯარისკაცები მთვრალები იყვნენ

დაზვერვიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიზანში ვიღებთ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებულ ყველა რუსულ აეროპორტსა და სამხედრო ბაზას (კარგი იქნებოდა გიუმრიც, მაგრამ შეიძლება სომხებმა ხელი შემოგვიბრუნონ და არ გვეცლება მაგათთვის) და ასე ღამის 12 საათისთვის ვხსნით ცეცხლს მსხვილკალიბრიანი არტილერიით. განსაკუთრებით იმ ბაზებს ვიმეტებთ, სადაც სავარაუდოდ ს-300ები დგას. ძლიერ საარტილერიო ზალპს 3-5 წუთში უნდა მიყვეს საავიაციო დაბომბვაც, რომლის დროსაც არტილერისტები მოასწრებენ სისტემების ხელმეორედ დატენვას და გაუმეორებენ იგივეს. აფხაზეთს დამატებით უნდა ვბომბავდეთ ზღვიდანაც, რამდენადაც ეს შესაძლებელია. პარალელურ რეჟიმში უნდა დაინაღმოს შემოსასვლელები სომხეთიდან და გადმოსასვლელები კავკასიონზე. გვარიანი საავიაციო და საარტილერიო მომზადების შემდეგ ვიწყებთ შეტევას ვერტმფრენებითა და სახმელეთო ძალებით.
ცხინვალის რეგიონს უნდა უტევდეს 4-5 ბრიგადა+კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი სამთო ბატალიონები დასავლეთით რაჭის მხრიდან და აღმოსავლეთიდან, რომლებიც დაიკავებენ გუფთის ხიდებს და ალყაში მოაქცევენ ცხინვალს ან პირდაპირ შეუტევენ როკის გვირაბს. ჯავშანსატანკო და მექანიზირებული ბრიგადების ნაწილი შებოჭავს რუსულ ბაზებს სამაჩაბლოში, მეორე ნაწილი კი აგრესიულად შეუტევს გვირაბის მიმართულებით.
ამდენივე ბრიგადა იქნება საჭირო აფხაზეთის მიმართულებაზე, სადაც შეტევა ზუსტად იმ დროს უნდა დაიწყოს, რა დროსაც ცხინვალში. რუსებს არ უნდა მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება. კარგი იქნებოდა დივერსიული ჯგუფების გადასხმა გაგრასთან, რომ "სადაც ვიწროა იქ გაწყვიტონ" რკინიგზა და საკომუნიკაციო ხაზები

სამთო ბრიგადა აქაც გამოგვადგება, რომელიც დაიკავებს კოდორს ან მინიმუმ მტრის საარტილერიო ძალებს მაინც შეაწუხებს, რომლებიც სავარაუდოდ სიმაღლეებზე იქნებიან განთავსებულნი. კოდორში კარგი იქნებოდა ვერტმფრენებით შეტევა, დესანტის გადასხმა, შემდეგ კი ჩვენი არტილერიის რამენაირად იქ აგორება. ეს შესაძლებელია, თუკი ზემოთ ნათქვამი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების შედეგად რამდენიმე საათით მაინც გამოვა მწყობრიდან რუსული ჰსთ.
გარდა ამ 10-12 ბრიგადისა, აუცილებელი მგონია მინიმუმ 2-3 ბრიგადა თბილისთან, 2 ბრიგადა სომხეთის მიმართულებით (თუ კარგად დავნაღმავთ ეს 2 ბრიგადა საკმარისი იქნება ალბათ), 2 ბრიგადა ვლადიკავკაზის მხრიდან რომ გადმოსასვლელია (აქაც დანაღმვის შემთხვევაში), 1 ბრიგადა ქუთაისში, 1 ბათუმში და ერთიც რიკოთთან, რადგან ეს უკანასკნელი თუ გადაკეტა დესანტმა ან სხვა ძალამ, "ჩამოვიშლებით". მოკლედ, გვჭირდება მინიმუმ 20 ბრიგადა. საზღვაო თავდაცვის ძალები უნდა იყვნენ მთელ სანაპიროზე, ჰსთ-მთელ საქართველოში+მანპადებიანი ჯგუფებიც კარგად დაეხმარებიან.
თუკი ჩვენ მოვახერხებთ და ინიციატივას შევინარჩუნებთ პირველი 72 საათი, ჩემი აზრით გვეყოფა ეს დრო იმისთვის, რომ როკის გვირაბის ბლოკირება მოვახდინოთ ან საერთოდაც, ავაფეთქოთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ შედარებით ნაკლებად დაღლილი და ბრძოლისუნარიანი 2 ბრიგადა მაინც გამოგვითავისუფლდეს და გადავისროლოთ აფხაზეთის მიმართულებით. ჩვენ წარმატებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუკი აზერებმა შეგვატყეს რომ არ ვხუმრობთ, ჩემი აზრით დიდხანს აღარ დაიცდიან და დაეჯახებიან სომხეთს, რადგან ამაზე კარგი შანსი მათ არ ექნებათ. ეს მათთვის იდეალური გეგმაა. აზერების ეს სვლა საშუალებას მოგვცემს, სომხეთის მიმართულებიდან მოვხსნათ და აფხაზეთის მიმართულებით გადავისროლოთ დამატებით 1 ბრიგადა. ამ დროისათვის თუ ჩვენი არმია ოჩამჩირემდე მაინც იქნება მისული, დამატებითი ბრიგადები საშუალებას მოგვცემენ, რომ ომის დაწყებიდან 4-5 დღეში შტურმი დავიწყოთ სოხუმზე. თან იმედია მშვიდობიანებიც გასულები იქნებიან ამ დროისთვის. თუ ღმერთმაც ხელი მოგვიმართა და ჩრდილოკავკასიაშიც აირია სიტუაცია ხომ საერთოდ, გავერთიანებულვართ და ეგაა
მოსალოდნელი შედეგები: პროგრამა მაქსიმუმი იქნება ჩვენი მხრიდან აფხაზეთის კონტროლი გაგრა-ლესელიძის გარეშე (გაგრამდე სულ ერთი მისასვლელია და იქ კოლონების გადაადგილება სიგიჟე იქნება, ამოგვბუგავენ). მისაღები ვარიანტი იქნება ჩვენი მხრიდან გალი-ოჩამჩირე-ტყვარჩელი-კოდორის კონტროლი და გაეროს ჯარები გულრიფშში. ასეთი სტატუს-ქვოთი ჩვენ დავამთავრებთ სამარცხვინო "აფხაზი ძმების" პოლიტიკას, რაც გულისხმობს აქ აფხაზების უფასო განათლებასა და უფასო მკურნალობას. როდესაც აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა ჩვენს კონტროლ ქვეშ იქნება, აღარ დაგვჭირდება მათზე ხვეწნა. დღეს ეს იმიტომ არ გამოდის, რომ აფხაზებთან ერთად გალელებსაც ვუკეტავთ სივრცეს. თან აფხაზებიც მაგარი შეშინებულები იქნებიან ომის შემდეგ და წავა რეალური პოლიტიკური ვაჭრობა. აფხაზები დღეს ნამეტანი დაცულად გრძნობენ თავს რუსი მესაზღვრეების ხელში და სიამოვნებით დავურღვევდი მაგ სიმშვიდეს

პროგრამა მინიმუმი იქნება სამაჩაბლოს დაბრუნება, მაგრამ აფხაზეთისკენ იგივე "საზღვარი".
ჩემი აზრით, მოსალოდნელი სამხედრო საფრთხეებია: სმერჩები, ტოჩკები, ავიაცია, ისკანდერები... აი ამათ რა უნდა ვუქნათ სიმართლე რომ ვთქვა, ვერ ვხვდები. ისეთ ანტისარაკეტო სისტემას ნაღდად ვერ შევქმნით, რომ ისკანდერის რაკეტები ჩამოყაროს პანტა-პუნტით. სხვა გზა არ არის, უნდა გავუძლოთ
ეკონომიკური საფრთხე: ასეთი ომი თუ იქნა, ეს ქართულ ეკონომიკას დაიყვანს 1995 წლის მაჩვენებელზე

უნდა მოგვეხმარონ უცხოელები, თორემ სულ რომ მოვიგოთ მაინც ვეღარ გამოვძვრებით ამ ვალიდან. საბერძნეთს გავუსწრებთ.
პოლიტიკური საფრთხეები ბევრია და თანაც ძალიან საშიში: 1)რუსეთის "შეჩერება", ანუ რუსებზე ზეწოლა მსოფლიოსგან იმაზე, რომ მთელი თავისი არმია აქეთ არ გადმოისროლოს და ავღანეთად არ გვაქციოს. ამაში მოგვეხმარებიან ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც საშიშია. ასეთ დროს გათვალისწინებული უნდა იქნას რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის ფსიქოტიპი. მაგალითად ელცინი დაჟე ჩეჩნებმა გააჩუმეს, პუტინი კი გაცილებით აგრესიულია. თუკი პუტინისნაირი აგრესიული ადამიანი იქნება რუსების მთავარსარდალი, ის უბრალოდ ომს არ წააგებს და ესეც საფიქრალია. 100 მილიარდს დახარჯავს, მაგრამ მაინც არ წააგებს "გრუზიასთან". ბოღმაა რა.
2)პოლიტიკური საფრთხეა ასევე ომის რეგიონალურ მასშტაბებში გადაზრდა. ანუ თუ ერთმანეთს დავცხეთ ჩვენ და რუსეთმა და მიჰყვა აზერ-სომხების ომი, ამას შეიძლება სწრაფადვე მიჰყვეს ნატო-ირანის ომი და ნამდვილად არ უნდა გვინდოდეს ამხელა მასშტაბის კონფლიქტის შუა გულში ყოფნა.
3)პოლიტიკური საფრთხეა ბირთვული იარაღის დამიზნება. სროლით არავინ გვესვრის, მაგრამ დამიზნებაც საკმარისი იქნება ტოტალური პანიკის დასაწყებად, რაც სრულიად ბუნებრივია.
4)პოლიტიკური საფრთხეა ჩრდილოკავკასიური კონფლიქტი. მანდ რა თქმა უნდა კონვენციურ ომზე ლაპარაკიც ზედმეტია. ერთადერთი სტრატეგია, რომელიც იმარატს შეუძლია გამოიყენოს, არის პარტიზანული ომი და ტერაქტები ალლაჰის სახელით. ჩვენ არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ მთელი ის არანორმალურთა ნაკრები, რომელიც დღეს სირიას აწიოკებს, ასეთ დროს ჩვენს საზღვართან არ გადმოინაცვლებს.