აქ რა ამბები დატრიალებულა...
არ ამოგივიდათ ხალხნო ყელში ეს გაუთავებელი "ვიღაცისტობა"?!
ჩვენ რაც "დამოუკიდებლობა" მოვიპოვეთ, პროქართული მთავრობა არ გვყოლია და მიუხედავად ამისა მაინც რომ "ვიღაცისტები" შეადგენენ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ეგაა ბედის ირონია და გულის გასახეთქი ამბავი.
რა გადაეკიდეთ ერთმანეთს?!

ნუთუ ორმა ათწლეულმა სულ მცირედი ჭკუა მაინც არ გვასწავლა?!
ჩემს ერთ ფრაზას გავიხსენებ: "სულელი ვერასოდეს სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, ბრძენი კი მხოლოდ სხვის შეცდომებზე სწავლობს." როგორც ჩანს ჩვენ პირველს განვეკუთნებით სამწუხაროდ.(იმედი მაქვს ამ სენს დრო შველის)
ნახეთ ეს ვიდეო, და იქნებ იყოს მანდ საინტერესო და დასაფიქრებელი ზოგიერთებისთვის...
გქონდეთ საკუთარი ხედვა და ნუ იქნებით ჩაციკლული ნურავის იდეოლოგიაში...
აქ ბევრი ვისაუბრეთ ქვეყნის ბედზე...ხალხის ცნობიერებაზე .... და გამოსავლებზეც....
ვხედავთ ყველანი, რომ ჩვენი საზოგადოების სახელმწიფოებრივი აზროვნება, რბილად თუ შევაფასებთ, მძიმე მდგომარეობაშია. ბევრი დაიწერა იმაზეც რომ საშინელი ხალხი ვართ და რომ ჩვენი საშველი არ იქნება. არ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რამ მიგვიყვანა აქამდე... აჯობებს გამოსავალზე ვისაუბროთ...
ხალხის ავ-კარგიანობას და მის გზას ყოველთვის განსაზღვრავს ადამიანთა მცირე ჯგუფი. იქნება ეს პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა, სპორტი და ა.შ, მოკლედ რომ ვთქვა ერის სახეს აყალიბებს არა მთლიანად ხალხი არამედ მცირე ჯგუფი(ამაში ტრადიციები არ იგულისხმება რა თქმა უნდა)
თუ კი ეს მცირე ჯგუფი(ვგულისხმობ მთლიანობაში....რომელიმე კომპონენტი შესაძლოა იყოს მოწოდების სიმაღლეზე მაგრამ ეს არასოდეს არის საკმარისი) არ არის ჯანსაღი, მდგომარეობა სავალალო იქნება!
ჩვენ ჩვენი ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ შეგვექმნა ისეთი პრობლემა, როგორის წინაშეც დღეს ვართ და მდგომარეობიდან ყოველთვის გამოვდიოდით სწორედ მაშინ, როცა ეს მცირე ჯგუფი ადამიანთა, ეს ერთგვარი "ლოკომოტივი", ღირსეული ადამიანებით იყო წარმოდგენილი. ვინაიდან ჩვენ აქ პრობლემას ძირითადად პილიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, შეიძლება ითქვას; 90იანებიდან მოყოლებული ჩვენ არ გვყოლია ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას წარუძღვებოდა. კოსტავა იყო ასეთი ლიდერი მაგრამ მოკლეს, ზვიადიც უდიდესი პატრიოტი იყო, მაგრამ იგი პოლიტიკოსად არ ვარგოდა და შესაბამისად უამრავი შეცდომა დაუშვა, შედეგიც ლოგიკური იყო. მთელი "დამოუკიდებლობის" პერიოდში ჩვენ არ გვყოლია ეროვნული მთავრობა და ეს ბედნიერება უახლოეს წლებშიც არ გვემუქრება(იმედია ვცდები)
ხალხს ყოველთვის ჭირდება ვიღაც, ვინც მას სწორ გზას უჩვენებს, ვინც მასში პატრიოტულ სულისკვეთებას გააღვიძებს და ქვეყნის ბედს ეროვნულ ინტერესებს დაუკავშირებს. ხალხი იქამდე იქნება "ცუდი", ვიდრე ასეთი ძალა არ გამოჩნდება! როგორ გინდა ხალხი იმ მონური მდგომარეობიდან გამოიყვანო რომელშიც 200 წელია ვართ, როცა "დაბანაკებულ მოსწავლეებს" პატრიოტები უწოდეს. როცა სიტყვა გმირი საშინლად გაუბრალოვდა, როცა მასკულტურა ყველაფერს ეროვნულს გვინადგურებს რაც კი შემოგვრჩენია, როცა ავღანეთში ბიჭები გვეღუპება და გლოვის დღის მეორე დღეს პიდარასტები აღლუმს გიწყობენ, როცა სკოლის სასწავლო პროგრამები იდეალურ ტვინის გამოსარეცხ საშუალებად იქცა, ნაცვლად იმისა რომ ეროვნულ იდეებს თესავდეს ბავშვებში, და კიდევ მილიონი ასეთი "როცა" (ძალიან შორის წამიყვანს ამაზე საუბარი და თქვენის ნებართვით ჩემს გაღიზიანებულ ნერვებს ცოტათი გავუფრთხილდები)
როგორ ვიბრძოლებთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, როცა არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს უკანასკნელი?! დღეს გუჩაში "სტანდარტული" თინეიჯერი რომ გააჩერო და კითხო რა არის თავისუფლებაო, ალბათ დაახლოებით ასე იტყვის, რასაც მინდა იმას რომ ვაკეთებ, ეგ არის თავისუფლებაო. (რატომ ვამახვილებ ყურადრებას "დამოუკიდებლობის" შემდეგ დაბადებულ თაობაზე მიხვდებით უჩემოდაც) ამ თაობას თავისუფლება ქუჩაში სახალხოდ ვედროში რომ მოისაქმებ(თუკი ამის ახირება გაქვს) ეგ გონია. უფროსი თაობა კიდევ კომუნისტურ რეჟიმის დროს არის გაზრდილი და ასეა თუ ისე "მოწამლულია"(საბედნიეროდ ყველაზე არ არის საუბარი , მაგრამ საუბედუროდ უმცირესობა აზროვნებს ჯანსარად)
თავისუფლება პიროვნებიდან იწყება და ქვეყნის მასშტაბზე შემდეგ გადის!
თავის-უფალი პირველ რიგში შენს თავზე გაუფლებას ნიშნავს. ადამიანი ზოგადად ბოროტებისკენ მიდრეკილი არსებაა და შინაგან სამყაროში ბევრი ბნელი მხარე აქვს. როცა ცნობიერი და შინაგანი კეთილშობილური თვისებები დაიმორჩილებს და დაიქვემდებარებს ამ ბნელ მხარეს მაშინ არის ადამიანი შინაგანად თავის-უფალი. (თანამედროვე თინეიჯერის "თავისუფლება" უნივერსალური მონობაა, საკუთარი ბნელი შინაგანი სამყაროს მონობა და ასეთი ადამიანი ადვილად ემონება უკვე გარე სამყაროს მაცდურ გარემოსაც) სწორედ შინაგანად თავისუფალ ადამიანს ძალუძს თავისუფალი საზოგადოებრივი გარემოს ფორმირება და ამ ორის სინთეზს ჰქვია სწორედ თავისუფლება.
სულ ტყუილად ეძებთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზებს სხვაგან. ის აქვეა და ჩვენშია! არც რუსეთის დაშლის იმედად ყოფნა გვიშველის და არც ამერიკის დახმარების თუ აღშფოთების.
თუკი ვერ მოვეგეთ გონს მაინც მონებად დავრჩებით, როგორადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, რა მნიშვნელობა აქვს ამერიკის მონა ვიქნებით თუ რუსეთის...(ქვეყნის დასავლურ კურსს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, არსებულ პოლიტიკურ გარემოში ეს ერთადერთი გამართლებული გზაა. უბრალოდ მხოლოს ეს არ გვიშველის...პრობლემა მხოლოდ საგარეო საფრთხებში არ არის, მთავარი პრობლემა ჩვენშია!)
ჯერ "ვისწავლოთ" დავიწყებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა...გავაცნობიეროთ ჩვენი როლი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. პატივი ვცეთ საკუთარს... (მხოლოდ ამის შემდეგ გვცემენ პატივს სხვები) მაგრამ ეს ყველაფერი მანამ არ იქნება, ვიდრე ეროვნული ხალხი არ მოვა ხელისუფლებაში!!!(თუმცა სამწუხაროდ ბევრი დრო დაავკარგეთ და შესაძლოა აღარც კი დაგვრჩა ეს უკანასკნელი)
დროა უკვე გონს მოვეგოთ და ბოლოს და ბოლოს ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე...