თუ ეს ადამიანი იგივე რაც მიქაელ ქადოევი მაშინ ძალიან საეჭვო დაკავება და ზოგადად ამბავი გამოდის.
იხილეთ 20 მაისი 2013 სტატია გაუჩინარებული მოჯაჰედები:
http://ick.ge/jinvestigation/14369-2013-05...xOzWFs.facebookხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველოდან 2 მოჯაჰედი გაუჩინარდა.
მიქაელ ქადოევი გასული წლის ბოლოს დაიკარგა, როცა შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ. მაგამედ მაგამედოვს კი 19 აპრილიდან ვეღარ პოულობენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიკვლია, მიდის თუ არა დაკარგული მოჯაჰედების კვალი შსს-მდე.
17 დეკემბერს, საქართველოს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ შსს–ს მიქაელ ქადოევი არ დაუკავებია.
ნინო გიორგობიანი, შსს–ს წარმომადგენელი: „ქადოევი დაკავებული არ ყოფილა. მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. მას უკანონოდ არ გადმოუკვეთავს საზღვარი. ალბათ საქართველოში იქნება. მაგამედ მაგამედოვის დაკავებას ვადასტურებთ“.
ხოდა არც რუსულში და არც ჩეჩნურში მიკაილ და კადოევ არ არსებობს შესაბამისად უფრო სწორი მიქაილ ქადოევია.....
Меня постоянно преследуют мудрые мысли... но я быстрее...