qtttარა მომავალში რომ გეგმავს გასვლას ეგ არ გადის საპატიო მიზეზში. ეგ დაივიწყეთ.
ნუ რომ არ მივიდეს 1000 ლარიანი ჯარიმაა თუ რაიმე საპატიო მიზეზი არ ექნება. მარა მაგ 1000 ლარის მერე მაინც კიდევ გამოიძახებენ.
მაშინ უნდა თქვათ რომ საქართველოში არაა.(თუ თვითონ არ მოუწერია ხელი უწყისზე) მარა რავიცი მოვლენ მერე შემოწმებაზე სახლში. გაუშვით სოფელში რამდენიმე თვე და თქვით რომ არაა საქართველოში )
მუხლი 30. სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება
1. წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე;
ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; (6.11.2009 N 2019)
გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე – ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე; (09.12.2004 N 641)
გ1) არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე; (21.07.2010. N3540 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;
ე) არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; (27.04.2007 N4702)
ვ) პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ზ) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;
თ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ი) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;
კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;
ლ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;
მ) არის დედისერთა;
ნ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;
ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;
პ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით. (07.05.2003 N2226)
2. თუ წვევამდელი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.
3. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. (21.06.2002 N1527)
- See more at:
http://mrdi.gov.ge/ge/-/office-for-coordin...h.ftNVnJuW.dpuf This post has been edited by maxo-tt on 25 Oct 2013, 17:35