#38239996 · 2 Oct 2013, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ვიდეოთი კიდევ ერთხელ გახდა ცხადი წინაძრავიანი ტანკის ("მერკავას" კომპონირება) უპირატესობა უკანაძრავიანი, კლასიკური კომპონირების ტანკთან შედარებით. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ვთქვათ, "მერკავა" რომ აფეთქებულიყო კუმულატიურ ნაღმზე, მძღოლი-მექანიკოსი ნამდვილად არ დაიბრიდებოდა და, მართალია, ტანკი მოძრაობის უნარს დაკარგავდა (ძრავა დაუზიანდებოდა), მაგრამ მისი ევაკუაცია შესაძლებელი გახდებოდა: ევაკუატორი ტყუილად არ შეძვრებოდა შუა ბრძოლაში და ტყუილად არ გარისკავდა. ამ შემთხვევაში კი საკმაოდ გამოცდილი მექანიკოსიც დაიღუპა, ტანკიც დაიწვა და ამ დამწვარმა ტანკმა დანარჩენების მოძრაობაც შეაფერხა. ნაღმს ვერ გაუძლო - ნაღმმა თავისი ფუნქცია შეარულა: ტანკი ბრძოლიდან პრაქტიკულად ბოლომდე გამოთიშა. QUOTE | მართალია მექანიკოსი დაიბრიდა მაგრამ არც დეტონაცია მოყვა და არც ეკიპაჟის სხვა წევრები დაზიანებულან. |
წინა ნაწილში აფეთქდა, თანაც კუმულატიური ნაღმი იყო. აბა ფუგასური ყოფილიყო - რა დეტონაცია არ იქნებოდა, მაგასაც ვნახავდით. QUOTE | ის მექანიკოსიც რამ მოკლა ვინ იცის. |
რაკი ნაღმი კუმულაციური იყო, სავარაუდოდ - კუმულაციურმა ჭავლმა. QUOTE | ვინ იცის ქუჩის ბოლოს რამდენი რპგ დაასვეს კიდე ტერორისტებმა გვერდებიდან |
არავინ, თუმცა სხვებს როცა ესროლეს, დინამიურმა დაცვამ გაუძლო და ტანკები არ დაზიანებულან - ბოლოს კადრებშიც ჩანს მოხვედრები და მათი შედეგები.
This post has been edited by Wanguard on 2 Oct 2013, 22:56
--------------------
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ. Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.
|