ჩერჩილის ციტატებმა ისეთი მხიარულება გამოიწვია, რომ თქვენის ნებართვით კიდევ რამდენიმეს მოვიყვან 
თუ მკვლელს მოკლავ, მკვლელების რაოდენობა არ შეიცვლება.
..........................................
გაცილებით უკეთესია, ადამიანი მოისყიდო, ვიდრე მოკლა. და, რა თქმა უნდა, მოსყიდულად ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მოკლულად ყოფნა.
.........................................
ამ ანგარიშის არნახული სისქე მას წაკითხვისაგან იცავდა.
........................................
თაყვანისმცემელი:
- ნუთუ თქვენთვის სასიამოვნო არაა, როდესაც მოხსენებით თქვენი გამოსვლისას დარბაზი გადაჭედილია?
ჩერჩილი:
- სასიამოვნოა და თანაც ძალიან, მაგრამ ყოველთვის, როდესაც სავსე დარბაზს ვხედავ, არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ სიტყვის სათქმელად კი არა, ეშაფოტზე რომ ავსულიყავი, დარბაზში ორჯერ მეტი ხალხი შეიკრიბებოდა.
.......................................
ცხოვრებაში ყველაზე დიდი მხიარულებაა, როდესაც გესვრიან და გაცილებენ.
......................................
ჰიტლერს რუსული ზამთარი დაავიწყდა. როგორც ჩანს, დიდი ვერაფერი განათლება მიუღია. სკოლაში ყველას გაგვიგია რუსული ზამთრის შესახებ - მას კი დაავიწყდა. ასეთი უხეში შეცდომა ცხოვრებაში არასდროს დამიშვია.
.....................................
ძაღლები ქვემოდან ზემოთ გიყურებენ. კატები - პირიქით: ზემოდან ქვემოთ. მომგვარეთ ღორი! ის პირდაპირ, თვალებში გიყურებს და თანასწორივით უჭირავს თავი.
....................................
საკუთარი სხეული უნდა ანებივრო, რათა სულს მასში ცხოვრება არ მობეზრდეს.
...................................
მარტო სიტუაციის გამოყენება საკმარისი არაა. საჭიროა, სიტუაციის შექმნაც შეგეძლოს.
..................................
რუსები თავად უქმნიან საკუთარ თავს სიძნელეებს და შემდეგ გმირულად გადალახავენ ხოლმე მათ.
.................................
რუსეთის პირველი ტრაგედია ლენინის დაბადებაა. მეორე ტრაგედია - მისი სიკვდილი.
.................................
საუკეთესო არგუმენტი დემოკრატიის წინააღმდეგ საშუალო ამომრჩეველთან ხუთწუთიანი საუბარია.
...............................
ყოველთვის შეამოწმეთ ციტატები: საკუთარი - სანამ იტყვით და სხვისი - როდესაც უკვე ნათქვამია.
................................
სკოლის მასწავლებლები ფლობენ ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ.
................................
სუსტი სქესი სინამდვილეში ძლიერია იმ სწორედ სისუსტის გამო, რომელსაც ძლიერი სქესი მის მიმართ განიცდის.
................................
მტრებისადმი დათმობები იგივეა, რომ იმ ნიანგს აჭამო, რომელიც ბოლოს მაინც შეგჭამს.
................................
- მისტერ ჩერჩილ, რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?
- ყოველთვის მივდევდი წესს: არ გაიქცე, თუკი შეგიძლია, რომ იდგე. არ იდგე, თუკი შეგიძლია, რომ იჯდე. არ იჯდე, თუკი შეგიძლია, რომ იწვე.
................................
არაა საჭირო, უკანასკნელ მომენტში გმირულად შეეჭიდო შეუძლებელს. სრულიად საკმარისია, დროულად გააკეთო ის, რაც საჭიროა.
.................................
იდეალური საზოგადოებები არ არსებობს. კაპიტალიზმი კეთილდღეობის უთანასწორო განაწილებაა, სოციალიზმი - სიღატაკის თანასწორი განაწილება.
.................................
ღმერთმა ქალები იუმორის გრძნობის გარეშე გააჩინა, რათა მათ უყვარდეთ მამაკაცები და არა იმიტომ, რომ მათზე იცინონ.
..................................
ჩემს ასაკში აღარ შემიძლია საკუთარ თავს უფლება მივცე, რომ ცუდად ვგრძნობდე თავს.
..................................
არცერთი ვარსკვლავი არ იკაშკაშებს მანამ, სანამ არ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მზად იქნება, მის უკან შავი ქსოვილი დაიჭიროს.
..................................
ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თვითონ არ უშვებს - ის ამის შანსს სხვებსაც აძლევს.
..................................
რაც არ უნდა კარგი იყოს სტრატეგია, დროდადრო შედეგის ნახვაც საჭიროა...
..................................
ალკოჰოლისაგან მე უფრო მეტი მივიღე, ვიდრე მან - ჩემგან.
..................................
სიდიადის ფასი პასუხისმგებლობაა.
..................................
დიდი ხანია შევნიშნე, რომ ყველაფერში ყველა ჩემს დადანაშაულებას ცდილობს. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ დანაშაულის გრძნობა განსაკუთრებით მამშვენებს...
..................................
პოლიტიკა თითქმის ისეთივე საინტერესო და სასიამოვნოა, როგორც ომი, თუმცა ომში შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოგკლან, პოლიტიკაში კი - განუწყვეტლივ.
..................................
რისგან იწყება ოჯახი? იმისგან, რომ ახალგაზრდა კაცს ქალიშვილი უყვარდება. სხვა ხერხი ჯერჯერობით არ გამოუგონიათ.
..................................
ყველანაირი მედალი არა მხოლოდ ბზინავს, არამედ ჩრდილიც აქვს.
..................................
მხოლოდ ლენინს შეეძლო რუსების გამოყვანა იმ ჭაობიდან, სადაც თავადვე შეიყვანა.
..................................
დრო ცუდი მოკავშირეა.
.................................
თუკი გაზეთები დაიწყებენ წერას, რომ მოწევისათვის თავის დანებებაა საჭირო, კითხვას თავს დავანებებ.
.................................
ხშირად მეკითხებიან: "რისთვის ვიბრძვით?". ვპასუხობ: "შეწყვიტეთ და ნახავთ".
.................................
ყოველთვის მზად ვარ, ვისწავლო, მაგრამ ხშირად არ მომწონს, როდესაც მასწავლიან.
.................................
ერთხელ, ავტომობილით მგზავრობისას, ჩერჩილის მძღოლს გზა აერია. ჩერჩილმა მანქანა გააჩერებინა და გამვლელს ჰკითხა:
- მაპატიეთ, სერ... ხომ ვერ მეტყვით, სად ვიმყოფები?
- ავტომობილში.
- აი თემთა პალატის ღირსი პასუხი, - უთხრა ჩერჩილმა მძღოლს. - მოკლე, თავხედური და არაფერი ისეთის შემცველი, რაც კითხვის დამსმელმა თავადაც არ იცის.
.................................
რატომ ამარცხებს გემი ტალღებს, მიუხედავად იმისა, რომ ტალღები ბევრია, გემი კი - ერთი? იმიტომ, რომ გემს მიზანი აქვს, ტალღებს კი - არა.
.................................
მართალია თუ მტყუანია, ეს ჩემი ქვეყანაა!
.................................
ურთიერთობის გაფუჭების საუკეთესო ხერხი მათი გარკვევის დაწყებაა.
.................................
არ ინატროთ სიმდიდრე და ჯანმრთელობა, ინატრეთ იღბალი, რადგან "ტიტანიკზე" ყველა ჯანმრთელი და მდიდარი იყო, მაგრამ იღბლიანები ერთეულები აღმოჩნდნენ.
.................................
ქალის ასაკი მისი გარეგნობაა, მამაკაცის ასაკი - მისი გრძნობები, ბიჭის ასაკი - დამოკიდებულება მისდამი.
.................................
ძალიან დაკავებული ვარ იმისათვის, რომ შეშფოთების დრო მქონდეს.