RPG18ლეგიონს გულისხმობთ ალბათ (facebook-ზე გვერდი აქვთ
http://www.legionerebi.org/?page_id=45 )
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლეგიონი იწყებს დაწყებითი სამხედრო და სალაშქრო მომზადების შემოდგომის კურსს, რომელიც გაგრძელდება ორი თვე. კურსს ატარებენ გამოცდილი ოფიცრები, მოხალისეები და მოლაშქრეები, რომლებსაც ამ ტიპის აქტიობების და სწავლებების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
რეკრუტების ასაკი: 15-18 წელი. დაიშვებიან როგორც ბიჭები, ასევე გოგონებიც
კურსი იწყება: 13 სექტემბერს, შაბათი
ფასი: კურსი უფასოა
დრო: საველე შეკრებები ტარდება თბილისთან ახლოს და უმეტესობა დასრულდება 16:00-სთ-სთვის, რათა მოზარდებს ხელი არ შეეშალოთ სწავლაში. სწავლება ძირითადად ჩატარდება შაბათს და კვირას, ლისის ტბის და ნუცუბიძის პლატოს ზეგანზე.
რეკრუტების რაოდენობა: 20. თუ მსურველი მეტი აღმოჩნდება, კურსის პირველი ორი სასწავლო დღის მანძილზე მოხდება შერჩევა.
ჩატარების ადგილი: თბილისი და ბათუმი. ბათუმის ფილიალში რეკრუტების შერჩევა დახურულია და ანკეტები არ მიიღება.
კვება: რეკრუტებმა თავად უნდა წამოიღონ საკვები საველე გასვლებზე
ფიზიკური კონდიცია: რეკრუტი უნდა იყოს ჯანმრთელი და შეეძლოს 10 კილომეტრის გავლა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები მოცემულია ანკეტაში.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში რეკრუტს მიეცემა ლეგიონის ბეჯის ტარების უფლება და გადაეცემა სერტიფიკატი.
პ.ს რავარია

? საავტორო უფლებები არ დამირღვიოთ
