საქართველოში „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ინსტიტუტი“ დაარსდა.
.
8 ნოემბერს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია, „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ინსტიტუტი“ დაარსდა.
აბრევიატურა - თ.უ.ს.კ.ი.
ინგლისური დასახელება „The Research Institute for Defence and Security“
აბრევიატურა - R.I.D.S.
სამართლებრივი ფორმა წარმოადგენს საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
საზოგადოების საქმიანობის ზოგადი მიზნები:
1. თავდაცვისა და უასაფრთხოების საკითხთა სიღრმისეული კვლევა. სამხედრო სამეცნიერო ნაშრომების მომზადება. სამხედრო და უსაფრთხოების საკითხთა სფეროში მკვლევარ მეცნიერთა ხელშეწყობა.
2. თავდაცვისა და უასაფრთხოების საკითხთა პოპულარიზაცია. აღნიშნული მიზნის ფარგლებში სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება, დებატებისა და სადისკუსიო კლუბის მოწყობა.
3. თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა რეფორმის მხარდაჭერა. რეფორმების შესახებ საკუთარი მეცნიერულად დასაბუთებული ხედვის ჩამოყალიბება, საკანონმდებლო ინიციატივები. ხელისუფლებისადმი რჩევებისა და რეკომენდაციების მკაფიო არტიკულირება.
4. თავდაცვისა და უასაფრთხოების საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის საგანმანათლებლო საქმიანობა.
5. საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდაჭერა. საქართველოს სამხედრო ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ.
6. ევროატლანტიკური სტრუქტურების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესწავლა/ანალიზი. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით გასატარებელ რეფორმებში ექსპერტულ დონეზე ჩართვა.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზების ძიება, სხვა სამხედრო საფრთხეებისა და უსაფრთოხებისთვის გამოწვევების პროგნოზირება.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ინსტიტუტი“
წარმოადგენს ღია ტიპის ორგანიზაციას და სიამოვნებით ითანამშრომლებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირთან.
უახლოეს მომავალში ამუშავდება ორგანიზაციის ვებ გვერდიც.
ორგანიზაციის ოფიციალური e-mail: reindese7@gmail.com
http://www.geo-army.ge/index.php?option=co...=46%3A2&lang=kaერთს დავამატებ რომ ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები არსენალის წარსულში და აწმყოში აქტიური იუზერები არიან...
წევრებად კი ყველა ამ სფეროთი დაინტერესებული "არსენალელი" მოიაზრება...
მხოლოდ სურვილის გამოხატვაა საკმარისი და თქვენ სრულუფლებიანი წევრი ხართ ყველა უფლებამოვალეობებით...