#37845867 · 2 Sep 2013, 16:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
098
| QUOTE | | ყველა მუსლიმანური ქვეყანა ისრაელს თავის მტრდ თვლის... ასე რომ მისი არაბული ქვეყნის წინააღმდეგ ომში ჩართვა დაშლის კოალიციას რომელიც დგას არაბულ და თურქულ სამხედრო ბაზებზე რეგიონში... |
სუნიტური ქვეყნები. თურქეთი და არაბები. ესენი ისრაელის მხარდამხარ ღიად არ დადგებიან. ვფიქრობ ისრაელი სადაზვერვო მონაცემების მიწოდებით და ყრუ თავდაცვით შემოიფარგლება. იმჰო საავიაციო კამპანიაში მონაწილეობა მიზერულია, სახმელეთო ფართომაშტაბიანი ოპერაცია გამორიცხული.
| QUOTE | ლიბანში საზღვრისპირა რაიონში შეიჭრა 30-40 კმ სიღრმეში და იქაც გაუჭირდა კომუნიკაციების დაცვა ჰეზბოლას პარტიზანული თავდასხმებისგან... სირიაში რო შევიდეს ნახე რამხელაზე გაეწელება კომუნიკაცია... ვინ დაიცავს იმ კომუნიკაციებს პარტიზანული თავდასხმებისგან? როგორ უზრუნველყოფს ავანგარდს ლოჯისტიკურად? მოკლედ ეგ გამორიცხე რაა... |
გამორიცხულია კი. თანაც იმ გაწეილი კომუნიკაციებზე ისევ ის ჰესბოლა იმუშავებს. პარალელურად არ არის გამორიცხული ლიბანიდან ისევ დაიწყონ ისრაელის დაბომბვა.
| QUOTE | ეს ოპერაცია არის ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის დასჯის ოპერაცია... ის შეიძლება 2-3 დღეში ან უფრო მალეც მორჩეს... დაარტყამენ და ვალმოხდილად ცათვლიან თავს... |
არა მგონია. თუ დაიწყეს ცხელი ფაზა ასადის წირვის გამოყვანამდე არ გაჩერდებიან. მსხვილ სამიზნეებს დაუუთოვებენ და რაც დარჩება იმას აჯანყებულები მიხედავენ. სხვათა შორის ქურთების დიფერენცირება აჯანყებულებთან იმჰო შემთხვევით არ მომხდარა. ამან თურქეთს ხელი გაუხსნა აჯანყებულების მისახმარებლად და ასადს შეიძლება ქურთული ფორმირებებიც მიაყოლონ ხურდაში. სანამ ქურთები ასადის წინააღმდეგ იყვნენ ეს შეუძლებელი ჩანდა.
| QUOTE | სირიის საჰაერო ძალებს ომამდე გააჩნდა 400-ზე მეტი გამანადგურებელი: 48 МиГ-29... სიძველის მიუხედავად საკმაოდ ეფექტური საჰაერო მებრძოლი... იგივე ითქმის 40-მდე МиГ-25-ზე რომელიც ომამდე სირიას ჰყავდა ფორმალურად (რეალურად არ ვიცი) ოღონდ მიგ-29 თუ ახლო მანევრულ ბრძოლაშია მაგარი ეს მაღალი სწრაფი სამიზნეების გზაგადასაჭრელად... დანარჩენები ძალიან ძველი 200-მდე გამანადგურებელი МиГ-21... 140-მდე МиГ-23... ნუ თეორიულად სიმრავლე შეიძლება გადავიდეს ხარისხში... |
სირიის ავიაცია დაივიწყე. ერთ-ერთი პირველი ასაფრენ-დასაფრენი ზოლები და საავიაციო ინფრასტრუქტურა განადგურდება. თუ რომელიმემ აფრენა მოახერხა ფ-22-ებთან შანსი არ ექნებათ.
--------------------
დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშუიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი ©ლკ. 2,14.
თხარე სანგარი, იყავი ის რაც ხარ ©S&W ჩვენი საქმე პარაბელუმია. ©Geronti 炸弹睡觉莫斯科 ©毒蛇
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს მიწა, კაცის გულს - დარდი, იარა.
|