#38170741 · 27 Sep 2013, 11:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დამთავრდა ომი უკან დავბრუნდი სახეს ღიმილი მესახებოდა ცოცხალი ვიყავ შინ ვბრუნდებოდი და მე უბადრუკს ეს მიხაროდა მამამ რომელმაც პირველმ მნახა ჩემს დანახვაზე ცრემლი სდიოდა გადავრჩი მორჩა მე არ მომკვდარვარ სხვა არაფერი მახსენდებოდა
გადამიარა სიცოცხლის ტრფობამ ზიზღის მარწუხი ვიგრძენი ყელში როცა ვხედავდი მეგობართ დედებს სახე დაკაწრულს და ჩაცმულს ძაძში მამებს საფლავთან დაჩოქებულებს მათი შვილების სურათით ხელში რა მიხაროდა ძაღლი სიცოცხლე? რისთვის დავბრუნდი ცოცხალი სახლში
როგორ ვიცხოვრო იმაზე ფიქრით საბანად ძმებო რომ შავი მიწა გაქვთ თქვენს დედიკოებს რომ ენატრებით და გულით თქვენი სურათი დააქვთ ყველას ჩემსავით ცოცხლად დარჩენილთ თქვენებრ გმირობის დიდი ნატვრა აქვთ ვინც სამშობლოსთვის ვერ დაეცემა მჯერა ტკივილი მიწაში ჩააქვთ
სიკვდილო ჩემო შენ რა გგონია სულს მწოლიარეს რომ ამომაცლი? არც კი იფიქრო სიბერეს მივალ ჯოხზე დაყრდნობილს სიცოცხლეს მაცილი მე სამშობლოსთვის ვარ გაჩენილი და მისთვის ჩემ სისხლს წვეთებად დავცლი ბევრს თუ ვერაფერს ჩემს გულს ხომ მაინც, მტრისგან განასროლ ტყვიაში გავცვლი
* * * | QUOTE | სიკვდილო ჩემო შენ რა გგონია სულს მწოლიარეს რომ ამომაცლი? არც კი იფიქრო სიბერეს მივალ ჯოხზე დაყრდნობილს სიცოცხლეს მაცილი მე სამშობლოსთვის ვარ გაჩენილი და მისთვის ჩემ სისხლს წვეთებად დავცლი ბევრს თუ ვერაფერს ჩემს გულს ხომ მაინც, მტრისგან განასროლ ტყვიაში გავცვლი |
ჩვენ რიგს დაველოდებით ვისაც სამშობლო გვიძგერს მკერდში
--------------------
საქართველო შენი დიდებისათვის გმირდედათა ვაჟკაცები კვდებიან
|