.. რამოდენიმე სიტყვით რომ დავახასიათოთ, შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ოფიცერი, სარგებლობს დიდი ავტორიტეტით სამხედროებში, პროფესიონალი მზვერავი, მისი გამოცდილება ნამდვილად გამოადგება შეიარაღებულ ძალებს.
(იმედია ისეთივე კარგი "მენეჯერი" იქნება სტრატეგიულ დონეზე, როგორსაც მას ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე ახასიათებენ // ერთადერთი რაზეც ინფორმაციული ვაკუუმია აგვისტოს ომია, ანუ ომში მისი გადაწყვეტილებები და მოქმედებები (აბა მშვიდობიანობის დროს, ფორმა ყველა კაცს უხდება

)
ვახტანგ კაპანაძე
სამხედრო წოდება: გენერალ-მაიორი
დაბადების თარიღი: 1960 წლის 17 აგვისტო
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი
ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული
განათლება:
1978-1983 თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ოკეანოლოგია;
1996 -1997 ჯ.მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯი (გერმანია) წარჩინებით;
1998-1999 უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემია
ოპერატიულ-ტაქტიკური ფაკულტეტი ოქროს მედლით;
2002-2003 აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯი;
სამუშაო გამოცდილება:
1983-1990 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი; კასტროლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორია, მეცნიერ-მუშაკი;
1990-1991 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
1991-1992 ავღანეთის ვეტერანთა ბატალიონის შტაბის უფროსი;
1992 სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური;
1993-1995 საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო დაზვევრის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
1995-1999 დაზვევრის მთავარი სამმართველოს საჯარისო დაზვერვის სამმართველოს უფროსი;
1999-2001 საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური;
2001-2002 საქართველოს გენერალური შტაბის J-2 დაზვევრის დეპარტამენტის უფროსი;
2003-2004 საქართველოს გენერალური შტაბის სახმელეთო ძალების (სწრაფი რეაგირების ძალების) შტაბის უფროსი;
2004-2005 საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი;
2005-2006 საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი;
2006 აფხაზეთის მთავრობის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;
2006 აფხაზეთის მთავრობის მინისტრის მოადგილე;
2007 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2007-2008 სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი პოლონეთის რესპუბლიკაში;
2008-10.2012 საქართველოს საგარეო დაზვევრის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.
2012-2013 საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე
სამეცნიერო საქმიანობა:
საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამხედრო ქვეკომისიის წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების და აშშ სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯის „ღირსების დარბაზის“ საპატიო წევრი;
გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო სტატია გეოგრაფიასა და სამხედრო საქმეში;
ორი სამხედრო-ისტორიული შინაარსის ნაშრომის რედაქტორი.
ჯილდოები:
ღირსების ორდენი;
„ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი“. -