Internet_Contrabandმთავარი გამოგრჩა. კურსს როგორ ასწორებს ჭურვი? ჭურვის მართვა როგორი მეთოდით ხდება (აქტიური, ნახვერდ აქტიური ..... მართვადი? მიზანჩვენება როგორ ხდება თუ სამიზნე ტანკის პირდაპირი ხედვის არეში არაა? და სხვა
ჯერ ერთი ეგ ჭურვი შეიქმნა პერსპექტიული მომავლის მსუბუქი ტანკისთვის MCS FCS (NLOS - პარალელურად არტილერიაში. ანუ ნლოს პროგრამა არტილერიში ვითარდება ეს სატანკოში). აბრაამსზე მისი გამოყენება შესაძლებელი კია მაგრამ სულ სხვა პერსპეტქიული ტანკისთვის შეიქმნა და უძვირესი რამე იქნება ამის რეალობაში დანერგვა. MRM - KE ს ორი წინამორვედი პროექტი სწორედ სიძვირის და სირთულის გამო დაიხურა (X-Rod , TERM-KE). თუმცა მათ ბაზაზეა შექმნილი
MRM - KE ჭურვი ''გაისროლე დაივიწყეს'' პრინციპისაა იყენებს დამიზნების კომბიბირებულ მეთოდს - ლაზერული პასიური დასხივება (პასიური ლაზერული თავაკი აქვს ჭურვს) + მილიმეტრული აქტიური მინი რადარი. მიზნების განადგურება შესაძლებელია როგორც თავად ტანკიდან (პირდაპირი ხედვის შემთხვევაში), ისე უპილოტო სადაზვერვო მანქანით ან უპილოტო საფრენი აპარატით მაქსიმალურ 12 000 მეტრზე. სტანდარტულად ჭურვი ლაზერული დასხივებით იმიზნება და ფრენის ბოლო სტადიაში აქტიური რადიოლოკაციური თავაკი ირთვება.
ტანკით გამიზვნის შემთხვევაში გამოიყენება ჩვეულებრივი სატანკო ლაზერული მანძილმზომი. ნუ დასხივება მაგით ხდება. რაკეტული ამაჩქარებლები ირთვება მიზნის სიშორის მიხედვით. უშუალოდ მიზანთან კონტაქტის წინ თავად ჭურვს სცილდება თავაკი, რადარი და ა.შ
2.5 ჯერ უფრო მეტი კინეტიკური ენერგია აქვთ ჩვეულებრივ ჭურვებთან შედარებით

როგორც ამ ფოტოზე ჩანს ურთულესი კომპლექსია და ჩვეულებრივ ჭურვზე მეტია. მისი ეფექტურობა დამოკიდებულია სხვა სისტემების ეფექტურ მუშაობასთან. თუ სადაზვერვო აპარატი ვერ დაასხივებს მოწინააღმნდეგის ტანკს მაშინ მხოლოდ ჯიპიესით მისი განადგურება ხედვის არის გარეთ წარმოუდგენელია
This post has been edited by soso2483 on 5 Apr 2014, 17:14