T-54/55-ის (და მისი ჩინური თანამოძმის) საინტერესო მოდიფიკაციები

სირიული თვითშემოქმედება


ერაყული ენიგმა.... დაცულობის მხრივ არ უნდა იყოს ურიგო... მითუმეტეს ჩასანგრებული
თუმცა პირველი მოდიფიკაციების სუსტი ძრავის გამო, ტანკს მძიმე ტვირთად დააწვება... მეორე ფოტოზე ინფრაწითელი შენათების პროჟექტორიც დაჯავშნული აქვთ






ებრაული tiran-5 და tiran-6 (T-62-ის ებრაული მოდერნიზაცია. ბოლო ორ ფოტოზე)
კოშკურაზე მეორე ტვიამფრქვევიც აქვს დამატებული.... კოშკურის გარძემო და ტანკის კორპუსის უკან მიმაგრებული ყუთები (სავარაუდოდო ЗИП-ის) ჭურვის ადრეულ ინიცირებას გამოიწვევს და წესით ამით დაცულობა ოდნავ მაინც უნდა იყოს მომატებული.... ბულდოზერი საკმაოდ მასიური (მძიმე) ჩანს. რადიოსადგურიც შეცვლილია



ჩეხური (ჩეხოსლოვაკიური) მოდერნიზაცია.... T-55AM/AM-2-ს აღარ დავდებ, ისედაც ვიცით (სხვა სიახლეებთან ერთად ქარის სენსორიც აქვს დამატებული).. ამ ვარიანტში როგორც ჩანს კოშკურის დამატებითი ჯავშანბლოკები მოხსნილია და დინ. დაცვის ბლოკები აყენია, მაგრამ შუბლა ჯავშნის დამატებითი ბლოკი არაა მოხსნილი და დინ.დაცვა ზემოდან აქვს დამატებული

ეგვიპტური T-55E Mark 0 (და მისი შემდგომი მოდიფიკაციები T-55E Mk I და T-55E Mk II (რამზესს არ მივათვლი))... შეიცვალა ინფრაწითელი შენათების პროჟექტორი, რადიოსადგური, ტყვიამფრქვევი, შემდომ მოდელებში დაემატა საკვამლე კოჭები, გაძლიერდა ძრავი, და Mk II-ზე 105მმ-იანი დაყენდა






პოლონური მერიდა, საკვამლე კოჭები კოშკურის ორივე მხარეს, ლაზერული დასხივების აღმომჩენი, ქარის სენსორი (საკურსო ტყვიამფრქვევის ზევით აყენია მგონი), ახალი სამიზნე კომპლექსი და ა.შ
* * *

ეს ებრაულ-ვიეტნამურია მგონი


ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ჩემი აზრით.... (დაცვის თვალსაზრისით)..... დამატებული აქვს 60მმ-იანიც




ეს კი მისი "წინამორბედი" სლოვენიურ-ებრაული M-55... თუმცა ტექნოლოგიურად მაინც უფრო წინ მგდომი.... ჩემი აზრით საკმაოდ ძვირი დაუჯდებოდათ და არ ღირდა ამდენი ფულის გადაყრა


ესეც ფინური.... 70-მდე ამ ტიპის ტანკი ყავთ მოხსნილი შეიარაღებიდან და დაკონსერვებული... იაფად მაინც "გვაჩუქონ" :დ ჩასანგრებულ ვარიანტებში (თუ დამატებით მოდერნიზაციას ჩავუტარებდით) კაი იქნებოდა



ესეც ბიზონული, თუმცა აქაც სლოვენიურის მსგავსად ვფიქრობ, რომ ბევრი ფული გადაიყრებოდა.... + ჯავშანდაცვაც არ უვარგა (ისე რომ ვთქვათ ჩემი აზრით, რუმინული არმია ტყუილა ყრის ფულს, მიგ-21 ლანსერი იქნებოდა ეს, ბიზონული თუ პუმა....).... + აქედან თუ რამე იქნება გასათვალისწინებელი მხოლოდ კოშკურის ნაწილი (სავალი ნაწილი ბიზონულს, ისევე როგორც ეგვიპტურ რამზესს 6 საყრდენ გორგოლაჭიანი აქვს და მსგავს ვარიანტში მოდერნიზაცია ბევრად ძვირი დაჯდება)
კაი იქნება თუ ჩვენ შემორჩენილ 55-ებსაც ჩაუტარებენ მოდერნიზაციას.... ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებიდან გარკვეულ ნაწილებს ავიღებდი, + ВСУ–ს დავუმატებდი, ქვემეხს 105მმ-იანით შევცვლიდით და ძრავს B-46-ს გავუშვებდი (ერთ-ერთ საცდელ მოდიფიკაციაზე ეყენა მგონი)
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101