Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
არსენალი
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(101)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მეორე მსოფლიო ომი
, volume V
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3717
წევრი No.: 34060
რეგისტრ.: 30-April 07
#39250376
· 29 Dec 2013, 14:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საკმაოდ რთული კითხვა დაისვა ამ თემის წინა ნაწილში და შევეცდები, საკუთარი ხედვიდან გავცე მას პასუხი. მაშ ასე:
QUOTE
შეგიძლიად ვინმემ ახსნას რა არის ფაშიზმი და კომუნიზმი?
არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ნებისმიერი ცოცხალი არსება ბატონობისკენ მიისწრაფვის. ავიღოთ ხეები ტყეში, რომელთაგან რომელიც უფრო მაღალია, ის ღებულობს მზის მეტ სხივებს და უფრო უკეთ იზრდება. ანდა, ვთქვათ, ლომების პრაიდი, სადაც ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ხვადი ბატონობს და მისია ყველა ძუ ლომი, ხოლო სხვა ხვადებს ან ხოცავს, ან შორს განდევნის. როგორც ჩანს, ასეთია ბუნების კანონი.
ადამიანიც ამ კანონს ემორჩილება, თუმცა ბატონობის მიღწევის მისეული ხერხები გაცილებით უფრო რაფინირებული და სრულყოფილია, ვიდრე - ხეების ან ლომების. სწორედ ამიტომაა ადამიანი ყველაზე სრულყოფილი არსება დედამიწაზე და მას სრულებითაც არ სჭირდება, იყოს ყველაზე მაღალი ან ფიზიკურად ყველაზე ძლიერი, რათა იბატონოს თავის მსგავსებზე: მას ამისათვის ბევრად უფრო ძლიერი იარაღი გააჩნია - გონება და გონიერება.
სწორედ გონიერი ადამიანების მოგონილია ფაშიზმიც, ნაციზმიც, კომუნიზმიც, ბოლშევიზმიც და დემოკრატიზმიც და ისინი სხვა ადამიანების მართვისა და მათზე ჰეგემონობისთვის მოიგონეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ უმთავრესი ასპექტი, რაც ყველა სახის ჩამოთვლილ იდეოლოგიას ერთმანეთთან ანათესავებს: ყოველი მათგანი ადამიანთა კეთილდღეობის მიღწევისათვის იბრძვის და მისი ბედნიერებისათვის სამსახურს ჩემულობს. თუმცა როგორ, რა გზებით და რა საშუალებებით მიიღწევა ყოველივე ეს - ესაა მათ შორის ფუნდამენტალური განსხვავება. სწორედ აქედან ხვდება დემოკრატია და დემოკრატიზმი ერთ ბანაკში ყველა დანარჩენი - ნაციზმი და ფაშიზმი, ბოლშევიზმი და კომუნიზმი - მეორეში.
მაშ ასე: დემოკრატიის ძირითადი პრინციპი არის ადამიანი - ყველაფერი, რაც კი ადამიანის კეთილდღეობას და დღეგრძელობას ემსახურება, დემოკრატიისათვის მისაღებია ერთი პირობით: ამან სხვა ადამიანების დაკნინება არ უნდა გამოიწვიოს. დემოკრატიის პირობებში სახელმწიფო, მისი აპარატი და მექანიზმები ემსახურება ადამიანს და ადამიანურ ღირებულებებს, მიუხედავად ამ ადამიანთა კანის ფერისა, საზოგადოებრივი, სოციალური და რელიგიური მდგომარეობისა და ცხოვრების წესისა და ადგილისა.
ნაციზმი/ფაშიზმი და ბოლშევიზმი/კომუნიზმი პირველ ადგილას სახელმწიფოს, მის წესწყობილებას და მის სიმტკიცეს აყენებს: ადამიანი ამ იდეალებს უნდა ემსახუროს. ანუ ადამიანი სახელმწიფო წყობილების სამსახურშია ჩაყენებული და ყოველთვის მზად უნდა იყოს, მას თავი შესწიროს. აქედან კი გამომდინარეობს მტრის ხატის მუდმივი ძიება და მეტისმეტად დიდი მისწრაფება მილიტარიზაციისა და მილიტარიზმისაკენ.
აი, ესაა ძირითადი განსხვავება კაცთმოყვარე და კაცთმოძულე იდეოლოგიებს შორის.
თუმცა არსებობს განსხვავება ნაციზმს/ფაშიზმსა და ბოლშევიზმს/კომუნიზმს შორისაც.
ბოლშევიზმი/კომუნიზმი (მადლობა ღმერთს, კომუნიზმი დედამიწაზე არ დამდგარა და მის შესახებ მხოლოდ თეორიული ცოდნა გვაქვს) უკანა პლანზე სწევს ერსა და ეროვნებებს, წინა პლანზე კი გამოაქვს ადამიანთა სოციალური წარმოშობა: ადამიანი, რომელიც ღარიბ სოციალურ ფენას განეკუთვნება (პროლეტარიატი) ბოლშევიზმის/კომუნიზმის პირობებში მეტი პრივილეგიით და უფლებებით სარგებლობს, ვიდრე ადამიანი, რომელსაც უფრო მაღალი სოციალური სტატუსი (ინტელიგენტი, მეწარმე, კომერსანტი) გააჩნია. უფრო მეტიც: მაღალი სოციალური სტატუსის მქონე პიროვნებები (გარდა ინტელიგენციისა) სოციალისტური/ბოლშევიკური/კომუნისტური წყობილებისათვის უცხო და მტრული ელემენტები არიან და სახელმწიფო წყობა მათ მის ხელთ არსებული ყველა ხერხითა და საშუალებებით ებრძვის და ანადგურებს, მათ მიერ შექმნილ მატერიალურ და ინტელექტუალურ ფასეულობებსა და დოვლათს კი საკუთარ განკარგულებაში აქცევს. მეტისმეტად დამოკიდებულ პირობებშია ინტელიგენციაც: მიუხედავად იმისა, რომ მას ბოლშევიკური/კომუნისტური წყობა საკუთარ მტრად არ მიიჩნევს, მანიც ეჭვის თვალით უყურებს, როგორც თავისუფლად მოაზროვნეს და "მეამბოხე" იდეების მატარებელს და ყველანაირად ცდილობს, მასზე სრული კონტროლი დაამყაროს და საკუთარ სამსახურში ჩააყენოს, ხოლო ინტელიგენციის მიერ შექმნილ მატერიალურ და ინტელექტუალურ ფასეულობებსა და დოვლათს საკუთარ განკარგულებაში აქცევს.
ძირითადი განსხვავება ფაშიზმს/ნაციზმსა და ბოლშევიზმს/კომუნიზმს შორის ერისა და ეროვნებებისადმი დამოკიდებულებაშია. თუკი ბოლშევიზმის/კომუნიზმისათვის კოსმოპოლიტიზმი და საერთაშორისო მუშურ-გლეხური სოლიდარობა პირველ ადგილზე დგას, ხოლო ერსა და ეროვნებებს მნიშვნელობას არ ანიჭებს და დროთა განმავლობაში გადაშენებას, აღრევასა და ასიმილირებას უწინასწარმეტყველებს, ნაციზმის/ფაშიზმის შემთხვევაში ინტერნაციონალიზმი და საერთაშორისო სოლიდარობა აბსოლუტურად მიუღებელია, ხოლო ერისა და ეროვნების საკითხს ისინი აბსოლუტურ სიმაღლეზე აყენებენ და სწორედ "ძლიერი ერის გამოჭედვაში" ხედავენ ისინი საკუთარი ძალაუფლების სიმტკიცეს. ნაციზმის/ფაშიზმისათვის ადამიანის სოცილაურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ეს ადამიანი ჰეგემონი ერის წარმომადგენელია. ხოლო ყველა სხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენელი, რაც არ უნდა მაღალი იყოს მისი უკვე არსებული სოციალური თუ ინტელექტუალური სტატუსი, ავტომატურად ცხადდება უცხო, ლამის მტრულ (უკეთეს შემთხვევაში. უარესში - აშკარად მტრულ) ელემენტად და, რასაკვირველია, უფრო დაბალი სოციალური, კულტურული და ინტელექტუალური დონის არსებად, ვიდრე - ჰეგემონი ერის ყველაზე უსუსური და უუნარო წარმომადგენელი. რაც შეეხება ინტელიგენციასთან დამოკიდებულებას, ამ საკითხში ნაციზმი/ფაშიზმი და ბოლშევიზმი/კომუნიზმი პრაქტიკულად ერთმანეთს გვანან: ინტელიგენციას ისინი ეჭვის თვალით უყურებენ, მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავთ და ამ ინტელიგენციის მიერ შექმნილ მთელ მატერიალურ და ინტელექტუალურ დოვლათს საკუთარ სამსახურში აყენებენ და საკუთარ მიზნებს ამსახურებენ.
ჩემი აზრით და მეტისმეტად შეკუმშული სახით სწორედ ასეთია მსგავსება და განსხვავება ფაშიზმს/ნაციზმსა და ბოლშევიზმს/კომუნიზმს შორის.
This post has been edited by
Wanguard
on 29 Dec 2013, 14:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Doktor Niemand
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Doktor Niemand
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10926
წევრი No.: 136963
რეგისტრ.: 14-October 11
#39266101
· 30 Dec 2013, 21:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
http://s020.radikal.ru/i723/1312/24/b08414257c57.jpg
)
(IMG:
http://s005.radikal.ru/i212/1312/24/ce016acb3705.png
)
(IMG:
http://s017.radikal.ru/i435/1312/ae/29fafb10d8d5.jpg
)
წინა თემის ლინკები
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Derfflinger
Member
ჯგუფი: Registered
Derfflinger
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 179026
რეგისტრ.: 30-December 13
#39268535
· 31 Dec 2013, 00:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wanguard
აბა საახალწლოდ "ცუსიმასა" და ზოგადად 1904-05 რუსეთ იაპონიის ომზე ინფორმაციით გაგიხარებ გულსო? ესეიგი უნდა ჩამშხამდეს ახალი წელი, თუმცა მე მართლმადიდებელი ვარ და 14-ისთვის დავიტოვებ იმედს.
ისე მეორე მსოფლიო ომზე რით ვეღარ ამოწურეთ თემა, მაინცდამაინც ამაზე დავაც 6 წელი უნდა გაგრძელდეს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3717
წევრი No.: 34060
რეგისტრ.: 30-April 07
#39274334
· 31 Dec 2013, 18:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აბა საახალწლოდ "ცუსიმასა" და ზოგადად 1904-05 რუსეთ იაპონიის ომზე ინფორმაციით გაგიხარებ გულსო? ესეიგი უნდა ჩამშხამდეს ახალი წელი, თუმცა მე მართლმადიდებელი ვარ და 14-ისთვის დავიტოვებ იმედს.
სამწუხაროდ ვერ გაგიხარებ გულს - არც კი დამიწყია წერა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ მოვრჩი ხარკოვის მესამე ბრძოლას: მიუხედავად იმისა, რომ საუბარია მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ ერთ, თუმცა კი საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლაზე, მის შესახებ ინფორმაცია იმდენად დიდია და მასში ქექვა - იმდენად შრომატევადი, რომ სხვა არაფრისათვის არც დრო მაქვს და, სიმართლე გითხრა - არც ხალისი. როდესაც ხარკოვს მოვრჩები, მერე შემეძლება, კურსკს მივხედო და მხოლოდ მერე - რუსეთ-იაპონიას.
თვითონაც ხვდები, რომ თუ რამეს ხელს მოკიდებ, თემა ჯერ საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიო, ინფორმაცია შეძლებისდაგვარად სრულად მოაგროვო და მხოლოდ მერე მიდგება საქმე ტექსტზე, რომელიც ყველაზე რუტინული, თუმცა ყველაზე შრომატევადია. ინფორმაციის ძებნა და ახლის აღმოჩენაც შრომატევადია, მაგრამ იმდენი კმაყოფილება და სიახლით განცდილი სიხარული მოაქვს, რომ ენერგიისა და შორმის დახარჯვას ვეღარ ამჩნევ.
მოთმენა მოგიწევს, მეგობარო, თუკი ჩემი ნაწვალების წაკითხვა გსურს... :)
QUOTE
მეორე მსოფლიო ომზე რით ვეღარ ამოწურეთ თემა
ჩემი აზრით, მეორე მსოფლიო ომის თემა პრაქტიკულად ამოუწურავია. პირადად მე მასზე უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო.
QUOTE
ამაზე დავაც 6 წელი უნდა გაგრძელდეს?
მე არ ვდავობ. მე მხოლოდ ფაქტებს ვეძებ, ვპოულობ და მსურველებს ვაცნობ მათ. დავობენ ისინი, ვისაც თემაზე საკუთარი, არაფერზე დაფუძნებული წარმოდგენები აქვთ და სტერეოტიპული მსჯელობა და აზროვნება ახასიათებთ. მე ვცდილობ, კი არ ვიდავო, ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Doktor Niemand
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Doktor Niemand
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10926
წევრი No.: 136963
რეგისტრ.: 14-October 11
#39276969
· 31 Dec 2013, 22:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მე არ ვდავობ. მე მხოლოდ ფაქტებს ვეძებ, ვპოულობ და მსურველებს ვაცნობ მათ. დავობენ ისინი, ვისაც თემაზე საკუთარი, არაფერზე დაფუძნებული წარმოდგენები აქვთ და სტერეოტიპული მსჯელობა და აზროვნება ახასიათებთ. მე ვცდილობ, კი არ ვიდავო, ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრო
:facepalm:
თემა ჯერ არ გახსნილა და უკვე სხვებს გადასწვდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
T-72 Sim1
როდესაც უკან საქართველოა
ჯგუფი: Members
T-72 Sim1
როდესაც უკან საქართველოა
ჯგუფი: Members
წერილები: 4805
წევრი No.: 80110
რეგისტრ.: 24-December 08
#39277490
· 31 Dec 2013, 23:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Doktor Niemand
პირველი სურათი შეგიძლია დიდი რეზოლუციით დამიდო ??? ეკრანისთვის მინდა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Doktor Niemand
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Doktor Niemand
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10926
წევრი No.: 136963
რეგისტრ.: 14-October 11
#39277588
· 31 Dec 2013, 23:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
T-72 Sim1
სიამოვნებით
960-561 ორიგინალი
(IMG:
http://i017.radikal.ru/1312/d0/d663bd872a69.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
T-72 Sim1
როდესაც უკან საქართველოა
ჯგუფი: Members
T-72 Sim1
როდესაც უკან საქართველოა
ჯგუფი: Members
წერილები: 4805
წევრი No.: 80110
რეგისტრ.: 24-December 08
#39277686
· 31 Dec 2013, 23:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Doktor Niemand
გაიხარე...
---------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3717
წევრი No.: 34060
რეგისტრ.: 30-April 07
#39278866
· 1 Jan 2014, 02:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Doktor Niemand @ 31 Dec 2013, 22:26 )
QUOTE
მე არ ვდავობ. მე მხოლოდ ფაქტებს ვეძებ, ვპოულობ და მსურველებს ვაცნობ მათ. დავობენ ისინი, ვისაც თემაზე საკუთარი, არაფერზე დაფუძნებული წარმოდგენები აქვთ და სტერეოტიპული მსჯელობა და აზროვნება ახასიათებთ. მე ვცდილობ, კი არ ვიდავო, ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრო
:facepalm:
თემა ჯერ არ გახსნილა და უკვე სხვებს გადასწვდა
რას ვიზამთ - ყველას მოსაწონი ვაერასდროს იქნები ადამიანი. :facepalm:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Derfflinger
Member
ჯგუფი: Registered
Derfflinger
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 179026
რეგისტრ.: 30-December 13
#39280668
· 1 Jan 2014, 15:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wanguard
უხ შენ გეიხარე და ღმერთმა ისეთი საქმე გაკეთებიოს, რომელიც გიხარია და სხვასაც ახარე და აკეთებ კიდეც.
დავაში ის ვიგულისხმე მეგობარო, რომ 5-ე თემა გაიხსნა ამასთან დაკავშირებით და რით ვეღარ ამოიწურათქო, რადგან მეცნიერები ამბობენ დედამიწის სიცოცხლეც იწურებაო, ხოლო ეს WW2 და მისი 6 წლიანი ისტორია რა გახდა ასეთი უსაშველო, თუმცა ერთიდაიგივე 100-ჯერ რომ გაიმეორო, მაინც საინტერესოა შენი გადმოცემულის წაკითხვა.
ეეეჰ ესეიგი ძველით ახალ წელსაც, ცუსიმასა და პონტების გარეშე უნდა შევხვდე? კეთილი და პატიოსანი, მოვითმენ, სხვა რა გზაა ( შენგან გულნატკენი ადამიანისაგან, აფხშლუკების სმაილიკი )
რა გთხოვო...
ww2-ის ეპოქის სახაზო ხომალდებიდან, ყველაზე მძლავრი მოდელის დადგენაში დამეხმარე, მუსაში და იამატო 460-მმ ქვემეხით, აიოვას კლასის 4 დედმამიშვილი 406-მმ-ით, ხოლო თირპიცი და ბისმარკი 380-ით. ინგლისურებიდან კი ნელსონი და როდნეი 406-ით. ჯავშნის სისქეც ისევე თანმიმდევრობით მიდის მემგონი, როგორც, ჩემს მიერ რიგებად ჩამოთვლილი ხომალდები, მაგრამ ჯავშნის ხარისხი, ხოლო ქვემეხის სიმძლავრე როგორი, რადგან ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, ტელეარხ საქართველოზე, ამერიკელები ამბობდნენ, ჩვენი 406-ი ჯავშანგამტანობით არ ჩამორჩებოდა იაპონურ 460-სო და ზოგადად, ცოტა ვრცელი ინფორმაცია, ამ ლინკორების შესახებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3717
წევრი No.: 34060
რეგისტრ.: 30-April 07
#39281142
· 1 Jan 2014, 16:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ww2-ის ეპოქის სახაზო ხომალდებიდან, ყველაზე მძლავრი მოდელის დადგენაში დამეხმარე, მუსაში და იამატო 460-მმ ქვემეხით, აიოვას კლასის 4 დედმამიშვილი 406-მმ-ით, ხოლო თირპიცი და ბისმარკი 380-ით. ინგლისურებიდან კი ნელსონი და როდნეი 406-ით. ჯავშნის სისქეც ისევე თანმიმდევრობით მიდის მემგონი, როგორც, ჩემს მიერ რიგებად ჩამოთვლილი ხომალდები, მაგრამ ჯავშნის ხარისხი, ხოლო ქვემეხის სიმძლავრე როგორი, რადგან ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, ტელეარხ საქართველოზე, ამერიკელები ამბობდნენ, ჩვენი 406-ი ჯავშანგამტანობით არ ჩამორჩებოდა იაპონურ 460-სო და ზოგადად, ცოტა ვრცელი ინფორმაცია, ამ ლინკორების შესახებ.
ჰოო... ჩემს ყველაზე სათუთ სიმს შეეხე - სახაზო ხომალდები და ზოგადად 20-ე საუკუნის პირველი ნახევრის ფლოტი ჩემი განსაკუთრებული სიყვარულისა და ინტერესის სფეროა :)
უდავოა, რომ ისტორიაში ყველაზე მძლავრი სახაზო ხომალდი " იამატოს" კლასი იყო. შესაძლოა, ამერიკელები არც ცდებიან, როდესაც თავის 406-იანებს იაპონურ 460-იანებს (სინამდვილეში - 457-იანებს :) ) უთანაბრებენ, თუმცა დაცვის მხრივ "იამატოები" უკან იტოვებენ არათუ "აიოვებს", არამედ უფრო უკეთ დაცულ "ბისმარკებსაც".
ამ თემაზე მოგვიანებით გავაგრძელოთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Derfflinger
Member
ჯგუფი: Registered
Derfflinger
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 179026
რეგისტრ.: 30-December 13
#39281444
· 1 Jan 2014, 17:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wanguard
ჩემთვისაც იგივე სიმია, 20-ე საუკუნის პირველი ნახევრის, ეპოქის სამხედრო ფლოტი, მაგრამ უფრო WW1-ის დროინდელი, ხოლო სამხედრო ხომალდებიდან რაც შექმნილა დღემდე, ყოველშემთხვევაში, რაც მე ეკრანსა, თუ კატალოგში მინახავს, ყველაზე მეტად "დერფლინგერის" კლასის სახაზო კრეისერები მომწონს, რადგან სუფთა გერმანული სტილია, მრისხანე და დახვეწილი, ისევე როგორც ავტომობილებში "გელენდვაგენი"
მეიცა ბოშო, თირპიცი, აიოვაზე უკეთ იყო დაცული? :eek: მაშინ ურთიერთ დუელშიც მეტი შანსი ექნებოდა გერმანულს, მართალია 380-406-ის წინააღმდეგ, მაგრამ 20-მმ დიდი უპირატესობა არ მგონია, რადგან ამერიკული 406-მმ წუთში 2-გასროლას ასწრებდა, ხოლო გერმანული 380-მმ 3-მს, თანაც ამის არგუმენტად, იუტლანდიის ბრძოლა გამოდგება, სადაც გერმანულმა 305-ებმა ჩახადეს ინგლისურ 343-ებს.
ინგლისური ნელსონსა და როდნეიზე რას მეტყვი? :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3717
წევრი No.: 34060
რეგისტრ.: 30-April 07
#39281858
· 1 Jan 2014, 18:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თირპიცი, აიოვაზე უკეთ იყო დაცული?
"ბისმარკების" მთავარი სარტყელის სისქე 330 მმ იყო, "აიოვებისა" - 307 მმ. ორივეზე უკეთესი დაცვა კი "შარნჰორსტებს" ჰქონდათ - 350 მმ. გერმანულებს დუელში, შესაძლოა, მეტი შანსი ჰქონოდათ, მაგრამ მთავარი კალიბრის ქვემეხების ამართვის კუთხე ამერიკულებზე 2-4 გრადუსით მეტი იყო, ვიდრე - გერმანულებზე და მხოლოდ ამის წყალობითაც 3-4 კილომეტრით შორს ისროდნენ (ჭურვის წონაც მეტი იყო (880 კგ გერმანულებზე და 1015 კგ ამერიკულებზე) და, აქედან გამომდინარე, დამანგრეველი ძალაც). ამას გარდა "აიოვები" უფრო სწრაფები იყვნენ (საშუალოდ - 2 კვანძით), ამიტომ ბრძოლის დისტანციის და სროლის რაკურსების არჩევაში უპირატესობაც მათ მხარეზე იყო. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში "აიოვები" და "ბისმარკები" მაქვს მხედველობაში: "შარნჰორსტების" 283 მმ-იანი მთავარი კალიბრი მათ შესაძლებლობებს ასეთი დუელისას მკვეთრად შეამცირებდა.
QUOTE
ყველაზე მეტად "დერფლინგერის" კლასის სახაზო კრეისერები მომწონს, რადგან სუფთა გერმანული სტილია, მრისხანე და დახვეწილი
აგებული ხომალდებიდან - რა თქმა უნდა. მაგ სქემის განვითარება იყო "მაკენზენები", რომლის აგებაც კაიზერის გერმანიაში ვეღარ მოასწრეს. ამ მიმართულების ყველაზე დიდ აღიარებად თუნდაც ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ "შარნჰორსტებისა" და "ბისმარკების" მშენებლობისას სწორედ "დერფლინგერებისა" და "მაკენზენების" კორპუსების წყალქვეშა ნაწილის ფორმები გამოიყენეს პრაქტიკულად უცვლელი სახით.
ზოგადად, გერმანულ სახაზო კრეისერებში მეტი აქცენტი იყო გაკეთებული საესკადრო ბრძოლაში მათ მონაწილეობაზე მაშინ, როდესაც ინგლისურ სახაზო კრეისერებში გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობოდა ხომალდების კრესიერულ მახასიათებლებს: სისწრაფეს, ცურვის სიშორესა და ზღვაოსნურ თვისებებს. გერმანულ კრეისერებზე დაცვისა და სიცოცხლისუნარიანობის მახასიათებლები პრაქტიკულად სახაზო ხომალდებისას უტოლდებოდა, თუმცა სისწრაფეში, ცურვის სიშორესა და ავტონომიურობაში ისინი ინგლისურ ანალოგებს შესამჩნევად ჩამორჩებოდნენ.
"დერფლინგერზე" მეტად მე პირადად "რიპალსი" და "რინაუნი" უფრო მომწონს, განსაკუთრებით - 30-იანი წლების მოდერნიზაციების შემდეგ. და, რა თქმა უნდა, "ჰუდი" :)
QUOTE
ინგლისური ნელსონსა და როდნეიზე რას მეტყვი?
ძალიან კარგი ხომალდები იყო იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც მათი შექმნისა და აგებისას მოქმედებდა. ჩემი აზრით, არსებულ პირობებში რაიმე მათზე უკეთესის შექმნა გამორიცხული იქნებოდა. ეს ხომალდები პრაქტიკულად ყველაფრით შეესაბამებოდნენ მეორე მსოფლიო ომის საწყისი პერიოდის მოთხოვნებს, გარდა სისწრაფისა.
This post has been edited by
Wanguard
on 1 Jan 2014, 18:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Derfflinger
Member
ჯგუფი: Registered
Derfflinger
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 179026
რეგისტრ.: 30-December 13
#39282438
· 1 Jan 2014, 20:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wanguard
ესეიგი გერმანელებზე გული ხოარ გამიხარე რა, რა დაგიშავე ამის ფასი? ჯერ იყო და ww1-ის დროინდელი ინგლისური სახაზო ხომალდების არტილერია ჯაბნიდნენ დახრის კუთხით გერმანულებს, ww2-ზე მომეცა იმედი და იქაც ჩამამწარე. გავსკდი გულზე აღარ შემიძლია, რაარი ეს ახალი წელი ასეთი? ალბათ 2014-წელი ww1-ის დასაწყისის 100-წლისთავი რომაა მაგიტომ.
ისე იგივე შედარება "იამატოსა" და "აიოვას" შოროს როგორი? და როდნეისა და ბისმარკის კლასების შედარებაც, შენს გახარებას ( იამატოზე ენა მაქვს ჩაგდებული, თუმცა ვფიქრობ, რომ სხვა დანარჩენზეც ჩამაგდებინებD )
ww2-ის ეპოქიდან ბისმარკი მომწონს ყველაზე მეტად, ხოლო ww1-ის და ზოგადად ყველა ეპოქის შედარებისას "დერფლინგერი" რადგან ინგლისურებთან შედარებით, გარეგნულად მარტო დახვეწილი არაა, მრისხანეცაა ( როგორც გერმანული ერის იერი ) თუმცა ჰუდს შეიარაღების "მრისხანებით" რომ ვერ მიედრება ეგ ორჯერ ორია, მაგრამ გარეგნულადაც და შეიარაღების სიმძლავრითაც, ჩემის აზრით ბისმარკი ჯაბნის ჰუდს.
იცი რა არ მესმის, როცა ინგლისელებმა იუტლანდიის ბრძოლაში 10 წლით ძველი, პირველი თაობის დრედნოუტი, არ წაიყვანეს, რაღადროს მაგ ეპოქის ( თუგინდ მოდერნიზირებული ) "დედოფალ ელისაბედი" გამოიყვანეს იმ ომში, რა თემაშიც ახლა ვართ, ალბათ გერმანული ფლოტის სისუსტის გამო, თორე როგორც პირველ მსოფლიო ომში ყავდა გერმანიას ფლოტი, ისეთივე რომ ჰყოლოდა, 20-30-40-იან წლებში ხსენებულ სახაზო ხომალდებს, მოდერნიზაციასაც არ ჩაუტარებდნენ ინგლისელები, ან ჩაუტარებდნენ, რადგან ფინანსურად ისეთივე ძლიერი ვეღარ იყო ბრიტანული ლომი ww2-ში, როგორც ww1-ში
მე პირადად მოდერნიზირებული ხომალდები არ მომწონს ( თუმცა ჩემ მოწონებაზე, ხომ არაა პრაქტიკაა მთავარი ) რადგან, რა დროსაც შეიქმნა, რა დროის დამაკმაყოფილებელიც იყო, გარეგნულად, თუ სიმძლავრიდ, სხვა დროს აღარ შეფერის ( ეს ყოველივე რაღათქმაუნდა ჩემი სუბიექტური აზრია )
* * *
მეორე ხაზზე იამატო და ბისმარკი ვიგულისხმე
* * *
ოხ ეს ნაბახუსევი, ამნეზია დამმართა.
მაპატიე ამხანაგო, მეორე ხაზის ბოლოს იამატოსა და ბისმარკის შედარება ვიგულისხმე, რადგან ჩაქნეული მაქვს ხელი, ჩემს თირპიცბისმარკუნიაზე, ხსენებულ ლინკორთან შედარებისას :cry:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
Wanguard
Crazy Member
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3717
წევრი No.: 34060
რეგისტრ.: 30-April 07
#39282934
· 1 Jan 2014, 21:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Derfflinger
QUOTE
ესეიგი გერმანელებზე გული ხოარ გამიხარე რა, რა დაგიშავე ამის ფასი? ჯერ იყო და ww1-ის დროინდელი ინგლისური სახაზო ხომალდების არტილერია ჯაბნიდნენ დახრის კუთხით გერმანულებს, ww2-ზე მომეცა იმედი და იქაც ჩამამწარე. გავსკდი გულზე აღარ შემიძლია, რაარი ეს ახალი წელი ასეთი? ალბათ 2014-წელი ww1-ის დასაწყისის 100-წლისთავი რომაა მაგიტომ.
:D :D
QUOTE
იგივე შედარება "იამატოსა" და "აიოვას" შოროს როგორი?
QUOTE
მეორე ხაზზე იამატო და ბისმარკი ვიგულისხმე
შევთანხმდეთ: ჩემი ღრმა რწმენით "იამატო" ისტორიაში ყველაზე მძლავრი ხომალდი იყო და მის წინააღმდეგ დუელში გამარჯვებაში მსოფლიოს არცერთ ხომალდს არ ჰქონდა 30%-ზე მეტი შანსი. თუმცა "ბისმარკი" ერთ-ერთია იმ რამდენიმედან ("აიოვა", "რიშელიე" და, ალბათ, "ენსონი"), რომელსაც ყველა სხვასთან შედარებით "იამატოსთან" ღირსეული ბრძოლის მეტი შანსები გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ 20-ე საუკუნის ნებისმიერ საზღვაო ბრძოლაში სახაზო ხომალდების დუელის შანსები თეორიული კუთხითაც კი ძალზე მცირეა, ხომალდების დაცვისა და კონსტრუქციული თავისებურებების გარდა გასათვალისწინებელია კიდევ ძალიან ბევრი სხვა ფაქტორიც, დაწყებული - ამინდიდან და დამთავრებული - საერთო მდგომარეობით საბრძოლო მოქმედებების კონკრეტულ თეატრზე.
ისე კი, ზოგადად, "იამატო" ყველა აჯობებს - მე ასე ვფიქრობ :).
QUOTE
არ მესმის, როცა ინგლისელებმა იუტლანდიის ბრძოლაში 10 წლით ძველი, პირველი თაობის დრედნოუტი, არ წაიყვანეს, რაღადროს მაგ ეპოქის ( თუგინდ მოდერნიზირებული ) "დედოფალ ელისაბედი" გამოიყვანეს იმ ომში, რა თემაშიც ახლა ვართ, ალბათ გერმანული ფლოტის სისუსტის გამო, თორე როგორც პირველ მსოფლიო ომში ყავდა გერმანიას ფლოტი, ისეთივე რომ ჰყოლოდა, 20-30-40-იან წლებში ხსენებულ სახაზო ხომალდებს, მოდერნიზაციასაც არ ჩაუტარებდნენ ინგლისელები, ან ჩაუტარებდნენ, რადგან ფინანსურად ისეთივე ძლიერი ვეღარ იყო ბრიტანული ლომი ww2-ში, როგორც ww1-ში
ალბათ გაგონილი გაქვს ვაშინგტონის 1922 წლის და ლონდონის 1930 წლის საზღვაო ხელშეკრულებების შესახებ. თუ არ გაგიგია, გირჩევ, მოიძიო წყაროები და დეტალურად გაეცნო მათ: მაშინ შენთვის უკვე გასაგები გახდება, რატომ შეწყვიტეს ძირითადმა საზღვაო სახელმწიფოებმა - ინგლისმა, ამერიკამ და იაპონიამ - ახალი სახაზო ხომალდების დაპროექტება და მშენებლობა პრაქტიკულად 1930-იანი წლების მეორე ნახევრამდე: ეს სწორედ ამ ხელშეკრულებების ხელმოწერამ გამოიწვია. თავად ხელშეკრულებები კი გამაჩანაგებელი პირველი მსოლფიო ომისა და 20-იანი წლების ეკონომიკური დეპრესიის შედეგი იყო. ასეთ პირობებში არცერთ საზღვაო სახელმწიფოს არ სურდა, ახალ გამალებულ საზღვაო შეიარაღებაში ჩაბმულიყო და შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები და რესურსები ძვირადღირებული კაპიტალური ხომალდების მშენებლობა-შენახვაში ეხარჯა.
რაც შეეხება გერმანიას, გეცოდინება, რომ "ჰოჰზეეფლოტემ" 1919 წელს ბრიტანულ სკაპა-ფლოუში ნებაყოფლობით მოიკლა თავი - ეკიპაჟებმა საკუთარი ხომალდები ჩაძირეს, რათა ისინი ინგლისელებს არ ეგდოთ ხელთ. ამის შედეგად გერმანულ ფლოტში ყველაზე თანამედროვე და ძლიერი ხომალდები მწყობრში ჯერ კიდევ 1908 წელს შესული საესკადრო ჯავშნოსნები "შლეზვიგ-ჰოლშტაინი" და "შლეზიენი", აგრეთვე "ბრაუნშვაიგის" კლასის კიდევ უფრო ძველი (მწყობრში - 1904-1906 წლებიდან) 6 ჯავშნოსანი აღმოჩნდა (ესენი ჯართად 20-30-იანი წლების მიჯნაზე გაყიდეს გარდა "ჰესენისა", რომელიც ჰიტლერის კრიგსმარინეში ყინულმჭრელად და ბლოკშივად გამოიყენებოდა და 1946 წელს დაჭრეს ჯართად) ხოლო ვერსალის ზავის პირობებით გერმანიას ძლიერი წყალზედა ფლოტის მშენებლობა პრაქტიკულად მთლიანად ეკრძალებოდა.
გერმანული ფლოტის აღორძინება 30-იანი წლების დასწყისიდან დაიწყო - ჯერ კიდევ ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე, როდესაც აბსოლუტურად მოძველებული "ბრაუნშვაიგების" ნაცვლად "დოიჩლანდის" კლასის "ჯიბის სახაზო ხომალდების" დაპროექტება-მშენებლობა დაიწყო. ჰტილერის ხელისუფლების გამტკიცებასთან ერთად გერმანიამ უარი თქვა ვერსალის ზავის პირობების შესრულებაზე და, ვერმახტის აღორძინებასთან ერთად, ახალი ფლოტის მშენებლობაც დაიწყო. ჯერ "დოიჩლანდები" შევიდა მწყობრში, შემდეგ - "შარნჰორსტები", ბოლოს - "ბისმარკები". შემდგომი ნაბიჯი კიდევ უფრო მძლავრი, H-კლასის ხომალდები უნდა ყოფილიყო, რომელთაგან ორის მშენებლობა კიდეც დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა და 1942-1943 წლებში აქამდე აუჩქარებლად მიმდინარე ეს პროცესი მთლიანად შეწყდა.
იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გავიდა, გერმანიამ ფლოტის მშენებლობაში მაქსიმუმი გააკეთა - მეტ და უკეთეს ხომალდებს ასეთ პირობებში ვერავინ ააგებდა.
რაც შეეხება ინგლისს და მის ფლოტს, ვაშინგტონისა და ლონდონის ხელშეკრულებების მოთხოვნით "გრანდ ფლიტმა" უამრავი სახაზო ხომალდი და სახაზო კრეისერი დათმო: თუ მეხსიერება არ მღალატობს - არანაკლებ 22 სახაზო ხომალდი და 7 სახაზო კრეისერი. ასეთი შემცირების კომპენსაციის მიზნით ბრიტანეთმა ორი ახალი, "სახელშეკრულებო" სახაზო ხომალდის მშენებლობის უფლება მიიღო - სწორედ ესენი იყო "ნელსონი" და "როდნი". შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 30-იანი წლების შუახანებისათვის ინგლისი უზარმაზარი სახაზო ფლოტის (1918 წლისათვის - 30 სახაზო ხომალდი და 14 სახაზო კრეისერი) ნაცვლად 10 სახაზო ხომალდისა და 3 სახაზო კრეისერის ამარა დარჩა და იძულებული გახდა, ამ ხომალდების მოდერნიზაციაზე ეფიქრა იმ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რის საშუალებასაც იმდროინდელი ბრიტანული ეკონომიკა იძლეოდა.
ინგლისი 1-ლი მსოფლიო ომისდროინდელი სახაზო ხომალდების მოდერნიზაციის პროცესში მარტო არ ყოფილა: იგივე გადაწყვეტილებები მიიღეს იაპონიამ, აშშ-მ, საფრანგეთმა და იტალიამაც. ასე მოდერნიზირებულმა სახაზო ხომალდების უმეტესობამ მეორე მსოფლიო ომში აქტიური მონაწილეობა მიიღო, ხოლო მოდერნიზაციის პროცესში ყველაზე შორს ამერიკელები წავიდნენ: პირლ-ჰარბორის კატასტორფის შემდეგ 1-ლი მსოფლიო ომისდროინდელი პრაქტიკულად ყველა სახაზო ხომალდი რადიკალურად შეიცვალა - ახალი სამანქანო დანადგარები, ახალი საზენიტო არტილერია, უახლესი ელექტრონული და მართვის სისტემები. ამ მხრივ მოდერნიზებული ამერიკული სახაზო ხომალდები პრაქტიკულად არაფერში ჩამორჩებოდნენ ბევრად უფრო ახალ "ვაშინგტონებს", "საუთ დაკოტებსა" და "აიოვებს", გარდა სისწრაფისა. სწორედ სისწრაფის გამო არ მონაწილეობდნენ ისინი ამერიკულ ავიამზიდებთან ერთად ისტორიულ საზღვაო ბრძოლებში, თუმცა მათი არტილერიის მხარდაჭერის გარეშე არ ჩატარებულა არცერთი სადესანტო ოპერაცია, რომელშიც კი ამერიკული ფლოტი მონაწილეობდა როგორც წყნარი ოკეანის, ასევე - ევროპის თეატრებზე.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
არსენალი
|
იქით
»
Pages:
(101)
[1]
2
3
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0410 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.