მგონი მოკლედ აღვწერე სადღაც - ახლა მოძებნა მეზარება და თუ როგორმე ვიპოვე, დავდებ - მაგრამ, სიმართლე გითხრა, აღწერის ხალისი მეკარგება, რადგან რეალურად მომხდარი ფაქტების დალაგებისა და ანალიზის ნაცვლად ჩემს მოთხრობილ ნაცოდვილარს ისეთი ფანტასტიური გადახვევები მოჰყვება და "ეს რომ ასე არ მომხდარიყო, მაშინ ისე მოხდებოდა"-ს რახარუხი ატყდება ხოლმე, რომ საკმაოდ ხშირად მეკარგება თხრობის ძაფი...
თუნდაც ის რად ღირს, რომ თურმე, რაც მსოფლიოში უბედურება ხდება, ყველაფერი ებრაელების ბრალი ყოფილა (!) და დიდი მადლობა (!!) ჰიტლერს (!!!), 10 მილიონი (

სინამდვილეში, ოფიციალურად - 6 მილიონი) ებრაელი რომ გაწყვიტაო...
ამ "ანტისემიტმა" (ამ სიტყვას იმ სასაცილო კაცუნას მისამართით ბრჭყალების გარეშე ვერ ვიხმარ), რომელიც ებრაელთმოძულეობით თავს იწონებს, ისიც კი არ იცის, ჰოლოკოსტმა რამდენი ებრაელი შეიწირა და როგორ გინდა აუხსნა, რომ პირსისხლიან ჰიტლერს, რომელმაც საკუთარი ხალხი და ერიც კი არ დაინდო, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობას ისე გაანახევრებდა, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა?
მადლობელია, ბლიად...
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.