wanguard
კეთილი და პატიოსანი, მოვიმარჯვებ კაპიროვკას.
ალბერტ შპეერი" ( 1905-81 )
შპეერი არქიტექტორის ოჯახში დაიბადა, ხელოვნებისა და ტექნიკის სიყვარული, ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა, ხოლო მისი ოცნება, გამხდარიყო არქიტექტორი, გიმნაზიის დასრულების შემდეგ აისრულა, როცა არქიტექტორის დიპლომი, უბეში დაიგულა. ( მისი ოცნება იყო აეშენებინა ისეთი ნაგებობა, რაც ეიფელსაც კი დაჩრდილავდა ) ხოლო სტუდენტობისას, არხეინობით, მექალთანეობითა და მუსიკის მოტრფიალეობით გამოირჩეოდა, ამავედროს, არც ლექსების წერაში მოიკოჭლებდა. ( თუმცა ქალების სიყვარული, არასოდეს მოუშლია )
შპეერი პოლიტიკას ამრეზით უყურებდა, მიუხედავად ამისა, პირველი მსოფლიო ომიში გერმანიის მარცხმა მასზე ძლიერ იმოქმედა "ვინ არის ამაში დამნაშავე?" ეს ფიქრი და ვაიმარის წამხდარი რესპუბლიკის შემყურეს, გული და გონება ეჭმუხნებოდა!
უსამართლობის მორევით შეცბუნებულნი, ექსტრემისტები დაწინაურდნენ, ხოლო ამაში, არც გერმანელები დაქვეითებულან, ხოლო ერთერთი ძლიერი რადიკალური კომუნისტური, პარტიის მოსაზრებების, ნაწილს კი ეთანხმებოდა შეერი, მაგრამ მას ათეისტური რიტორიკა ზარავდა, ხოლო ეჭვად ისიც ჰქონდა, რომ კომპარტიის აღვირის სათავე, მოსკოვში იყო ( სამართლიანადაც, თუმცა ამ საკითხში ერთი პერიოდი, ბერლინი იყო აღვირთმტვირთველი, ხოლო მოსკოვი და ზოგადად რუსეთი, ლაგამი და ცხენი )
კომპარტია მისთვის მიუღებელი იყო, სამაგიეროდ მეორე ექსტრემისტული ძალა, ნაციონალ სოციალისტური პარტია, შეერის გულსა და გონებაში გაიდგა ფესვები, ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ფიურერმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, ხოლო არც შპეერმა დააყოვნა და ნაცისტობა მთავარ მიზნად დაისახა.
ნაციონალ სოციალისტური პარია მუშათა "ელიტიდან" აღმოცენდა, ხოლო აქ ნამდვილი ინტელიგენტი შპეერი ( ნაცისტთა უმეტესობა საშვალო განათლებისა იყო ) დისონანსს ქმნიდა და ფიურერიც მოწყალე თვალით შესცქეროდა.
1933 წლს ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ჰიტლერმა შპეერი თავის საყვარელ არქიტექტორ, პაულ ლუდვიგ ტროსტს წარუდგინა და ახალი ბერლინის აშენება უბრძანათ, რომელიც ჰიტლერის აზრით, მსოფლიოს დედაქალაქად უნდა ქცეულიყო, ხოლო ტროსტის სიკვდილის შემდეგ, ბერლინის რეკონსტრუქციისა და ჰიტლერის ფანტაზიის მთელი ჯაფა, შპეერს დააწვა. მას იმპერიის უმაღლესი მრჩევლის წოდება უწყალობეს, ხოლო ფიურერის საყვარელ მონუმენტურ სტილს, შპეერიც შეძლებისდაგვარად ასხავდა ფრთებს, ამავედროს არც წარსულის კოლორიტის შენარჩუნებასაც ცდილობდა, ხოლო ამისათვის ბევრმა დიდმოხელემ აითვალწუნა, ფიურერმა კი დაიცვა, რადგან თვლიდა, რომ შპეერი საკუთარი საქმის, უბადლო მცოდნე იყო.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ჰიტლერმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ისეთი ენერგიული პიროვნება, როგორიც შპეერი იყო, მისთვის შეიარაღების სამინისტრო მიენდო, ხოლო ცოტახანშივე, შეიარაღებისა და მრეწველობის სამინისტრო ერთმანეთს შეერწყმა და შპეერი გაერთიანებული სამინისტროს თავკაცად მოექცა, ხოლო არც ჰიტლერის ბრძანებას, მთელი ეკონომიკის საომარ რელსებზე გადასაყვანად მოჰკიდებია ამრეზად და აქაც, მშვენივრად გამოიჩინა თავი და გააქარწყლა მაღალჩინოსან ნაცისტთა მოსაზრება, რომ "შპეერის ამ პოსტზე დანიშვნა, ფეხბურთის გუნდის მწვრთვნელად, ბალეტის პედაგოგის დანიშვნის ტოფასი იყო"
შპეერსა და რაიხსფიურერ ჰიმლერს არ გასჭირვებიათ საერთო ენის გამონახვა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, ჰაინრიხმა მას თხოვნით მიმართა იმის შესახებ, რომ ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი, უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას თანამშრომლობაზე დაყოლიება იყო საჭირო, რადგან უკრაინელ აჯანყებულთა მთელი სიმწარე საკუთარ ტყავზე იწვნია ვერმახტმა, ამავედროს საბჭოთა არმიაც გამარჯვებების ნუსხას აგროვებდა, ხოლო ჰაინრიხ ჰიმლერმაც ჩათვალა, რომ ბანდერელებთან საერთო ენის გამოძებნა არ წაახდენდათ.
შპეერი ზაქსენჰაუზენში ბანდერას შეხვდა, თავისი პირობებით, ხოლო პირობების მრავალფეროვნებაში, არც ბანდერამ მოიკოჭლა და შპეერს ერთი პირობის ახსრულების შემთხვევაში აღუთქვა დახმარება. გერმანიას უკრაინის დამოუკიდებლობა ეღიარებინა და უკრაინული არმიის ფორმირება, გერმანულისგან განცალკევებით მომხდარიყო, ამის შემდეგ კი არც ამას დასჯერდა და ყველა დაპატიმრებული უკრაინელი ნაციონალისტის გათავისუფლება მოითხოვა.
შეერი ბანდერას დაემშვიდობა, ხოლო ჰიმლერთან საუბრისას მან თქვა. ახლა დავრწმუნდი, რომ ომი ჯერ კიდევ 1941-ში წავაგეთ, ჰიმლერმა გაოცება ვერ დამალა, ხოლო შეერმაც არ დააყოვნა შემდეგი პასუხი, მოსკოვის გასაღები უკრაინაში ყოფილა, ჩვენ კი ეს არ ვიცოდით.
ბანდერამ გერმანიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, მიუხედავად ამისა, ის პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ეს შპეერის ძალისხმევით მოხდა, ხოლო ამაზე ჰიმლერმა უსაყვედურა:
თქვენ ბანაკიდან მესამე რაიხის მტერი გაანთავისუფლეთ! ხოლო შეერმა მიუგო, ჩემი აზრით გერმანიას მან უმტრო, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობა არ მისცა. ბანდერა და მისი მიმდევრები კი დააპატიმრა, იქნებ ომსაც ამიტომ ვაგეფთ?! ( თუმცა ეს უკანასკნელი, მისი სუბიექტური აზრი მგონია )
სტალინგრადის მარცხის შემდეგ გერმანიის ახსასრულის აშკარა გახდა, ხოლო გერმანული ელიტაც, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებდა. ტოტალიტარიზმის პირობებში კი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა დარჩენოდათ, შეთქმულება, რაც არმიის გარეშე შეუძლებელია. გერმანიის არმიის სხვადასხვა წრეებმაც ჰიტლერის მოშორება, განიზრახეს, მაგრამ ის არ იცოდნენ, რომ დასავლეთი მათთან არანაირ ზავზე არ წავიდოდა, მათი ერთადერთი მოთხოვნა, უსიტყვო კაპიტულაცია იყო. წერს ჩერჩილი, იგივეს იზიარებდა, ევროპაში აშშ-ს დაზვერვის რეზიდენტი ალენ დალესი და აღნიშნავდა, რომ ჰიტლერიზმა გერმანიის წინააღმდეგ, მთელი მსოფლიო აიმხედრა, ამიტომ ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსი, რაოდენ ავტორიტეტულიც არ უნდა ყოფილიყო, გერმანიასთან სეპარატიულ ზავზე ვერ წავიდოდა, ეს მისი კარიერის დასასრულისა და შეიძლება სამართალში მიცემითაც დასრულებულიყო.
შტაუფენბერგისა და მისი მიმდევრების წინაშე ქედს ვიხრი, ისინი გერმანიის ჭეშმარიტი პატრიოტები იყვნენ, მაგრამ მათი საქციელი, უფროგანწირულის გმირობა გახლდათ-წერდა დალესი.
ჰიტლერის მოკვლის მცდელობა, მარცხით დასრულდა. შეთქმულები გესტაპომ შეიპყრო, ხოლო გამოძიებისას, შპეერის სახელიც ამოტივტივდა. საიდუმლო პოლიციის შეფმა მიულერმა, შპეერი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულა და მისი დაპატიმრება მოითხოვა, შპეერი კი ჰიმლერმა იხსნა ფიურერის მის უდანაშაულებაში დარწმუნებით, მან არ იცოდა, რომ შეთქმულებმა, ახალი მთავრობის შემადგენლობაში შეიყვანეს, მიუგო ჰიმლერმა ჰიტლერს.
მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ხოლო ჰიტლერმა ბრძანა, რომ ფაბრიკა ქარხნები აეფეთქებინათ. შპეერი ამას წინ აღუდგა. ის კატეგორიულად შეეწინააღმდეგა გერმანული მრეწველობის განადგურებას.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებას მოჰყვა ნიურნბერგის სასამართლო, სადაც შპეერი დამნაშავედ ცვნეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომ წლებში ბევრი დასავლელი იურისტის აზრით განაჩენი ზედმეტად მკაცრი იყო. დასავლელი მოკავშირეები მზად იყვნენ, რომ შპეერი შეეწყალებინათ, მაგრამ ამას საბჭოთა კავშირი აღუდგა წინ, ხოლო მანაც სასჯელი შპანდაუს ციხეში სრულად მოიხადა.
ციხეში შპეერი მემუარებზე მუშაობდა, ეს წიგნი დღემდე ბესტსელერთა სიაში რჩება. 1966 წელს კი ციხიდან გაანთავისუფლეს. მალე მან თავისი მეორე წიგნი "შპანდაუს ციხის ტუსაღის საიდუმლო დღიური" გამოაქვეყნა. 1968 წელს შპეერს საბჭოთა მწერალი იულია სსემიონოვნა შეხვდა. მას სურდა ყოფილი მინისტრი დაეყოლიებინა, რათა ბანდერაზე მაკომპრომიტირებელი ჩვენება მიეცა, ეთქვა თითქოს ბანდერა ნაცისტებთან თანამშრომლობდა. სემიონოვმა საამისოდ თანხაც შესთავაზა. შპეერმა კი თავაზიანი უარით გაისტუმრა და არც პასუხი დააყოვნა. ჩემს ცხოვრებაში არავისთვის დამიწამებია ცილი, ამას არც ახლა გავაკეთებ.
ალბერთ შპეერი 1981 წლეს გარდაიცვალა. ეს მაშინ მოხდა როცა საყვარელთან ერთად დროს ატარებდა. შპეერი საამისოდ საკმაოდ მოხუცი იყო, ხოლო საყვარელი 25-წლის. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ყოფილ მინისტრს გულმა უმტყუნა ( დააკვდა. თუ სიკვდილი მიწერია და რათქმაუნდა მიწერია, მეც ასეთს ვინატრებდი, ოღონდ ჯერ ადრეა )
თქვენ არ შემოგჩივით, მაგრამ თითები ისე დამილურჯდა, მგონი განგრენა ავიკიდე ( ეეჰ მგონი ჩამშხამდა შპეერისეული სიკვდილის ოცნება ) "

"