ნუ ეს უვე მემარცხენე დემაგოგიაა რა
დაგიკოპირებ საერთაშორისოდან ჩემ პოტს
კატარს საუდის არაბეთს და ირანს მათ შორის (ირანს საწყის ეტაპზე) სურდათ ნავთობის და გაზი ტერმინალების გატარება ევროპისკენ.
ტერმინალებს უნდა გაევლოთ სირიის ტერიტორიაზე, ამით მოიგებდა სირიელი ხალხიც სხვათაშორის.
ეს არ აწყობა მხოლოდ მოსკოვს, რომელმაც ასადს თავდაპირველი თანხმობა შეაცვლევინა.
ამის შემდეგ კატარი საუდის არაბეთი და იორდანია იწყებენ ასადის წინააღმდეგ ოპოზიის დაფინანსებას.შემდეგ ასადის მჰაბარატი იჭერს 14 წლის ბავშვებს რომლებმაც კედელზე ანტიასადური ლოზუნგები დაჯღაბნეს, 6 ბიჭიდან სახლში მხოლოდ ერთი ბრუნდება ცოცხალი, ბავშვების მშობლებს და სუნიტი ტომის უხუცესებს მოჰაბარატტტტის შეფი სიტყვა სიტყვით ეუბნება შემდეგს: "თქვენ არასწორი ბავშვები გააკეთეთ, ნუღარ მოიკითხავთ, წადით სახლებში და სცადეთ თავიდა გააკეთოთ ახალი სწორი შვილები, თუ ესეც არ შეგიძლიათ ჩემ ოფიცრებს გამოგაყოლებთ და ისინი დაგეხმარებიან"
ამის მერე იწყება აჯანყება რომელსაც აფინანსებს კატარი საუდის არაბეთი იორდანია.
ეს იყო დასაწყისი სუუულ თავში.
სადაა აქ ძია სემი და რანაირად ხედავ სულ სხვა სურათს ვერ ვიგებ.
2008 წლის ომიც მთლიანობაში იმის გამო მოხდა რომ რუსეთის გავლენის ქვეშიდან გამოვედით ნაბუქო და გაზსადენმილსადენები და ა.შ
შენი ლოგიკით ეს 2008 წლის ომიც ამერიკის ბრალია? ხომ ვიყავით რუსეთის ქვეშ შეყუჟულები, ვიქნებოდით ისევ რუსეთის ქვეშ და არც ომი იქნებოდა?
კატარს მსოფლიო გაზის საბადოების 1/3 აქვს, სურდა ევროპის ბაზრის ათვისება, ამას ხელი შეუშალა გაზპრომმა
ასადი კი უბრალოდ ლეღვია მკვახე თან.
ომის დაწყების კატალიზატორი იყო ასადის უარი (მოსკოვის ზეწოლით) ტერმინალების ევროპისკენ გატარებაზე და ალავიტების ბეზპრედელი ასადის დიქტატრის გამო. ტიპმა თავისი ხალხის ფინანსურ კეთილდღეობას (რაც მოყვებოდა ტერმინალებიდან შემოსავალს) პირდაპირ ამჯობინა მოსკოვის თითების ქნევა. ხოდა მოხდა ის რაც მოხდა.
სირიაში კი არა დემოკრატიულ გერმანიაში თუ მერკელი წავა ხალხის ფინანსური კეთილდღეობის წინააღმდეგ და ვთქვათ საქსონელებს გააბლატავებს მთელ გერმნაიაზე იმას გაფატრავენ
რაც შეეხება ამერიკის ჩარევას, ის უკვე ჩაერევა და მაგას ვნახავთ როგორც და როგორ დამთავრდება რუსების ექსპედიცია ზოგადად რეგიონში.
სირიის ომი რუსეთსთვის უნდა გაგრძელდეს სანამ ჩრდილოთის ნაკადს არ დაამთავრებს
http://www.kommersant.ru/doc/2111080ამის მეტი რაღა დავდო
და კიდევ, კადაფმა რა დაუშავაო ამერიკასო, მაგას შენ რომ იტყვი სხვას რა უნდა მოსთხოვო
ეს დადანაქაჩი პან ამერიკანის სამგვზავრო თვითმფრინავი ასეული მგზავრით შოტლანდიაში მე ავაფეთქე?
ზოგადად გამოდით პოლტიკური და რელიგიური დოგმებიდან და ისე შეხედეთ გვერდიდან სიტუაციას
სირიელი ლტოლვილები ევროპაში გარბიან საცხოვრელად და არაა რუსეთში
კაპიტალიც ცდილობს კაპიტალი მოიგოს და კატარი ცდილობს აითვისოს ევროპის ბაზარი რომლეიც გაზპრომს ჰქონდა მონოპოლია
სირიელებს დიიიდ ნაწილსაც ყელში ჰქონდა ამოსული ასადის ბებო დეიდები და ბიძაშვილები
სირიელი ხალხი მოიგებდა თუ კატარის ტერმინალები სირიაზე გაივლიდა
არ მოიგებდა ასადი რომლის პუტინიზაციის ერთადერთი გარანტი არის მოსკოვი
მოსკოვს არ უნდოდა კატარის გაზი ევროპაში
ნუ ამდენი გარე მიზეზია და შენ მაინც ამერიკას აბრალებ ყველაფერს.
დაჟე ისის აფინანსებოს ამტკიცებ
შენ წარმოგიდგენია რომელიმე ამერიკელ პრეზიდენტს რომ ისის დაფინანსება პრესაში გაუჟონოს ამას რა ამბავი მოყვება?
რანაირად იჯერებს ხალხი ესეთ ზღაპრებს არვიცი

90 იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა და ათეულობით ორგანიზაცია იყო მწვანე პანტერა ავლაბრელი ვეფხვები შავი ნოდარა
ყველა ავტომატით და ყველა მართალი ამავე დროს ა ეგ ყველა ამერიკის შექმნილი იყო?
მაშინ რაღა გეთავისუფებლოდა და ყოფილიყავი იმ საბჭოთა კავშირში სტაბილურ რეჟიმში
This post has been edited by S&W on 19 Sep 2015, 12:00