გაუმარჯოს პნევმატოფილებს
ძალიან გამიხარდა ამ ტოპიკის აღმოჩენა, მიუხედავად იმია რომ ამ ფორუმზე 5-6 წელია ვარ, ახლახან აღმოვაჩინე, ეს ტოპიკი, ისე რომ აიპინებოდეს ცალკე კაი იქნება, იმიტომ რომ პნევმატური იარაღები დიდი და საინთერესო სფეროა.
პნევმატურ თოფებთან ურთიერთობის 2-3 წლიანი სტაჯი მაქვს, თუმცა უფრო სამოყვარულო დონეზე ვუდგები ხოლმე, რადგან აქ არავინაა ვინც ნორმალურ ინფოს მოგაწვდის, და საქონელიც არ იყიდება შესაბამისი, რაც იყიდება, ისიც სამოყვარულო დონეზე გამოდგება რათქმაუნდა
მე მქონდა საკმაოდ კარგი პნევმატური თოფი: მაგნუმ-ტორუნი

სამწუხაროდ ძმაკაცმა მანქანით გადაუარა ერთ-ერთ პიკნიკზე როცა ვიყავით და ლუდით შეზარხოშებულები მწვადს ვწვავდით და თოფები ვიღას ახსოვდა

მერე ვიყიდე, ამ ფორუმიდან Hatsan mod 33 თავის პრიცელიტ 180 ლარად

დიდი არაფერია წინასთან შედარებით, (წინას 320მ/წმდე ქონდა აჩქარება, გაზომილი მაქვს) მაგრამ იმიტომ ვიყიდე, რომ ოპტიკა გასწორებული ქონდა რაგაც სასწაული (შემთხვევით გამოვიდა ალბათ) სიზუსტით, მოკლედ ოპტიკით ბეღურას თავისუფლად (თოფის ფიქსაციის გარეშე) ვაფარჩაკებდი 40 მეტრში, რაც ოპტიკის გარეშე თოფის დაუფიქსირებლად, შეუძლებელი თუ არა, ძალიან იშვიათად თუა შესაძლებელი, ისიც ვარაუდით ისვრი, ყარაულის თოფივით გამოდის, აი კარგი გასწორებული ოპტიკა კი ნამდვილი სიამოვნებაა, ის კი არა 30 მეტრში, თუ დამუღამებული გაქვს დინამიური დამიზნებითაც კი შესაძლებელია მიზნის განადგურება.
სამწუხაროდ, ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა და ერთხელაც, მეგობარ გოგოს (არ ვიცი როგორ მოუვიდა) გაუვარდა, და ქვედა მაუნთი (დამჭერი ხამუტი) მოირყა, შესაბამიად მიზანი აირია, ახლა გასწორების პირობები და უფრო ნერვები არ მაქვს და ვარ ასე, ვეძებ პრიმიტიულ მანუალს, რომელიც ამ ტიპის ოპტიკის გასწორებაში იქნება გამოსადეგი, ისე ყველას ჩვეულებრივი ოპტიკა გექნებათ 25-30 ლარიანი, და მაგის გასწორების ჭკვიანური და არასაწვალებელი მეთოდი თუ აქვს ვინმეს ნაპოვნი, დადოს რა თუ შეიძლება, დარწმუნებული ვარ, ზუსტი არავის ექნება, ან ხმარობთ რო საერთოდ ოპტიკას, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასწორებდნენ, 30 ლარად, რომ მივიტანე, ჯერ თვითონ ლულის სამიზნეები უნდა გქონდესო სწორი, რაგაც სტრანნი მომიხია რა, ნერვები მომესჰალა და წამოვედი
რაც შეეხება ტარებას, მე პრობლემა ყოველშემთხვევაში არ მქონია, 3 წელია მაქვს, მაგრამ მე ძირიტადად ჩიხოლი მაქვს ჯიგრული და იმიტ ვატარებ,

მაგრამ მე სულ მანქანაში მიგდია, ასე რომ... ისე, მანქანის შიგნიდან ყველაზე ეფექტურია ნებისმიერ ფრინველზე და წვრილ ნადირზეც კი სროლა, მე დაბურული მაქვს შუშები, ოდბავ ჩავუწევ ხოლმე და ვერც ვირთხა და ვერც ფრინველი ვერ გრძნობს საშიშროებას მანქანისგან, მაგრამ იქიდან რომ ცხელი ტყვია გამოვარდება ეგ რათქმაუნდა შეიძლება კაცსაც გაუჭირდეს გააზრება

ეგეთ ვითარებაში, ღამით მოვკალი კურდღელი, 10 მეტრში, თავის ქალა გახვრეტილი ქონდა და ტვინში იყო ჩარჩენილი
მოკლედ, შეგვიძლია სადმე შევიკრიბოთ ხოლმე,
parnaგატანის პრობლემა თუ გაქვს, ბოლო-ბოლო შემიძლია, მანქანაში ჩავაგდო ჩემთან, და სადაც გავალტ იქ გავჩითოთ, მე ეგრე ვაკეთებ, აბა ისე, ტეხავს ქუჩაში მაგის გამოჩენა, მაინც რაღაც იარაღის ფორმა აქვს, მითუმეტეს ოპტიკურიც თუ უყენია და ხალხს მაინც აშინებ და ყურადღებასაც იქცევს
მე ვმუშაობ და დრო ძაან ცოტა მაქვს, მაგრამ მოლაპარაკება შეიძლება და ერთხელ შევიკრიბოთ ყველანი სადმე