გილოცავთ 2015 წელს!!!
პისტოლეტი მინდა ჰაერზე ე.წ. კისტის თოფის ტყვიებს რომ ისვრის ან რამე მსგავსი, კანონიერი რო იყოს ტარებაც, ხანდახან სიგარეტის კოლოფს რო ესროლოს კაცმა და გაერთოს ეგეთი რამე ნამდვილის ასლი, ლუგერის ან დეზერტ იგლის

რის მიხედვით შევარჩიო, უბრალოდ ვიცი რო მინდა მეტი არაფერი ვიცი მაგ ტიპის იარაღებზე, მინდა შედარებით ძლიერი და ზუსტი (ნუ ფასთან შეფარდებით) ვვარაუდობ 70-80 ლარამდე, თუ იქნება, ნუ თუ ძლიერი იქნა (ლუდის ბოთლს ორივე მხრიდან ხვრეტს და ეგეთები მაშინ გადავიხდი 200 ლარის ფარგლებში ნუ 220-250 მდე, უნდა იყოს მუშა, უნდა იყოს მეტალის (ნუ ნამდვილთან მიახლოებული) და თითო გასროლა (ბალონის რესურსიდან გამომდინარე) ჯამში არ უნდა ჯდებოდეს 5-10 თეთრზე მეტი.
მირჩიეთ რა ვქნა, ასევე რა მოდიფიკაცია-სისტემებია და რითი განსხვავდება...
ნუ მეტი კომფორტია თუ მონაცემებითაც აჯობებს მირჩევნია ძვირი გადავიხადო და კარგი ვიყიდო, ვვარაუდობ ბალონიანები იქნება კარგი...
ეს ბალონიც სიცხეში (მაგ ე.წ. მანქანის ბარდაჩოკში გათბობას რო ჩართავ ხომ არ გასკდება?) რამდენად უსაფრთხოა სატარებლად?
ასევე რომელს რა რესურსები აქვს მაინტერესებს...
Power is nothing without control...