ბიჭებო არმინდა ხასიათი გაგიფუჭოდ ან რაიმე ჭკუის დარიგებად გამომივიდეს მაგრამ თუ ვიხდით ფულს მაშინ მოდით არ გადავყაროთ ხო?

ანუ გავაკეთოთ სწორი არჩევანი პნევმატურ იარაღში. ქვემოთ ჩამოვწერ აუცილებელ დებულებებს.
უპირველესი!
1) პნევმატური იარაღი არ არის სათამაშო (აირსოფთი არ იგულისხმება) დროა დავივიწყოპთ რომ რუსული "ტირის თოფი" წარსულს ჩაბარდა.
2) პატარა ბავშვებს ნუ აკავებთ ხელში ისეთ იარაღს რომელიც ძალიან საშიშია სიცოცხლისათვის. მთავარი შთაგონება "იარაღს ყოველთვის მოეპყარი ისე როგორც დატენილი"
პნევმატური იარაღის არჩევა:
არსებობს პნევმატური იარაღის რამოდენიმე კლასიფიკაცია, ესენია: 1. ზამბარ-დგუშიანი 2. მულტიკომპრესიული 3. დაჭირხვნულ ჰაერზე მომუშავე (PCP) არის კიდე მცირე მოდიფიკაციები მაგრამ ძირითადად ესენია.
როგორ შევარჩიოთ კაი, მაგარი, შორს რომ წაიღოს, უძლიერესი და ა.შ. იარაღი? (ანუ კითხვები რომელიც ხშირად ისმევა)
1) რისთვის გვინდა (სპორტი, პლინკი, ნადირობა)
2) სისტემა (რაც ზემოთ დაიწერა 3 სისტემა)
3) ფასი (რისი საშუალებაც გვაქვს)
4) არანაერად არ ვკითხოლობთ რამდენი აქვს სიჩქარე! ეს არის აბსურდი და ამაზე ქვემოთ დავწერ.
თუ გვინდა იარაღი სპორტული სროლისათვის მაშინ განიხილება მხოლოდ PCP სისტემა (რადგან ამ სისტემას არ გააჩნია უკუცემა, არის ყველაზე დაბალანსებული და სტაბილური შედეგის მქონე) PCP სისტემის პნევმატური იარაღი არის ყველაზე განვითარებული და ნურავინ გეტყვით, აგრეთვე ნუ დაიჯერებთ რომ ზამბარ-დგუშიანი PCP-ს ჯობს! რადგან კონკრეტულ ზამბარ-დგუშიანს 320 მ/წმ აქვს ხოლო კონკრეტულ PCP 300მ/წმ... იმის თქმა მინდა რომ იარაღის შედეგიანობას "ძალა" არ განსაზღვრას. ტყვია რომელიც არის 4.5 კალიბრი და ძალიან მჩატე, მისი გასროლა ზებგერითი სიჩქარით იწვეყს ჰაერში ძლიერ ხანუნის რეაქციას, რის გამოც მისი სტაბილურობა ირღვევა.. ანუ 350მ/წმ და 420მ/წმ რომც განავითაროს იარაღმა მას 280 მ/წმ ყოველთვის აჯობებს შედეგში! (მილიონი ტესტია ამაზე და მე არ ვიგონებ მეგობრებო). მწარმოებელი რომ იარაღს 380 მ/წმ აწერს და სინამდვილეში მაქსიმუმ 290მ/წმ-თი ისვრის ეს კიდე სხვა საკითხია (ანუ მწარმოებელი საიტებზე რომ მაღალ სიჩქარეებს აწერს, ეს არის მჩატე ტყვიებით გატესტილი, იმდენად მჩატე რომ მაგ ტყვიებით 20 მეტრზეც ვერ მივიღებთ კარგ შედეგს.)
დასკვნა: დავამსხვიოთ სტერეოტიპები იმის შესახებ რომ თუ ზამბარ-დგუშიან იარაღს უწერია 420 მ/წმ ის ჯობს PCP სისტემის 300მ/წმ-იან პნევმატურ იარაღს. მაგიოტომაც აქვს PCP სისტემას შესაბამისი ფასი.
საქართველოში გამოცდილი ზამბარ-დგუშიანი მოდელები: crosman, hatsan, weihrauch. აქედან weihrauch-ი შეუცვლელია ხარისხით(გერმანული . crosman-ი (ამერიკული)საკმაოდ კარგ იარაღს აწარმოებს და მისი ხარისხი უფრო მაღლა დგას ვიდრე hatsan-ის ფირმა (თურქული). ასევე სხვა ფირმებს რაც გადავიკითხე ეგ თემა, კარგად დაფიქრდით ჯერ, მე იმას ვამბობ რომ ესენი რაც ჩამოვწერე გამოცდილია და ლატარიას ნუ ვითამაშებთ, არც ისე იაფია იარაღები. არის კიდე ნორმალური ხარისხით stoeger (თურქული) დაახლოებით hatsan-ის დონის იარაღებს აწარმოებს.
* * *
პცპ სისტემის იარაღი (benjamin marauder)

მულტიკომპრესული იარაღი (benjamin 397)

ზამბარ-დგუშიანი (Weihrauch Hw98)