ზედმეტ პოსტებს ვშლი და თემის კიდევ ერთხელ პოლიტიზების (და არსენალის განყოფილებაში თავდაცვის მინისტრის შეურაცყოფის, როგორიც არ უნდა იყოს ის) შემთხვევაში უკვე ვორნს მიიღებ
==========================================================
ჯავშანტექნიკის სახეობებს რაც შეეხება, ჩვენს არმიაში თუ ზოგადად, მართლაც ბევრი გვყავს
ქსმ-ები
1) ბმპ-1
2) ბმპ-2
3) ბრმ-1კ (ქსმ არაა, მაგრამ ბაზა იგივეა და გადაკეთება შეიძლება მგონი)
4) ლაზიკა (შეიარაღებაში არაა მიღებული, მაგრამ დავუშვათ რომ ესეც არის)
ჯავშანტრანსპორტიორები
5) ბტრ-70
6) ბტრ-70დი
7) ბტრ-80
8) ეჯდერი
9) ბტრ-60პბ (ჩამოწერილები (1-2 ბტრ-60პა-ც იყო))
MRAP-ები
10) Cougar-HE
11) RG-33
12) MaxxRPO (?)
13) M-ATV (?)
სადაზვერვო და სხვა სახის მსუბუქი ჯავშანმანქანები
14) M1151
15) ოტოკარ ZTP
16) ოტოკარ კობრა
17) დიდგორი-2
18) დიდგორი-1/1მ
19) დიდგორი-3 (ჩინგორი)
20) ვულფი (შსს-სი და თ.ს-სი)
21) მოდერნიზირებული ბრდმ-2
22) ბრდმ-2 (მცირე ნაწილი, ნაწილიც ჩამოწერილი (შეიძლება რამდენიმე РХ-ც))
მსუბუქად დაჯავშნული გამწეები
23) მტ-ლბ (ამას მეწყვილე ვერ მოუნახე

რადგან ვთვლი რომ ჯერ კიდევ შეუცვლელია)
სპეციალიზებულ მანქანებზე ყურადღებას არ გავამახვილებ, რადგან მათი ნაწილი, სწორედ ამ მანქანების ბაზაზეა შექმნილი
ეხლა მოვყვეთ
1) ქსმ-ები - ლაზიკა დასახვეწია. ბმპ-1 ჩვეულებრივ კონფიგურაციაში ბმპ-2-ს ჩამოუვარდება. თუმცა მოდერნიზაციის შემთხვევაში თუ არ ჯობს, არც არაფრით ჩამოუვარდება და დესანტიც 1 კაცით მეტი გადაყავს. ამიტომ არჩევანს სწორედ მასზე გავაკეთებდი, მოდერნიზაციის შემთხვევაში რა თქმა უნდა. ბრმ-1კ-ებსაც ქსმ-ებად გადავაკეთებდი. ბმპ-2-ებს კი გავყიდდი და ბმპ-1-ებით ჩავანაცვლებდი (2 ბმპ-2-ის ფასად ალბათ მინიმუმ 3 ბმპ-1 მაინც მოგვივა

)
2) ჯტრ-ები - ბტრ-70დი-ები რატო ვიყიდეთ კიდევ საკითხავია. კი რაღაც პლიუსები აქვსო, იგივე ბტრ-80-თან შედარებით ერთი გაწყობით უფრო მეტს გადისო, პლიუს ახალი ძრავი უდგას და ა.შ, მაგრამ კოშკურა იგივე უყენია, ერთადერთი ვიზუალურად რაც ემჩნევა კარები აქვს გამოჭრილი გვერდებში. მოკლედ ბტრ-70 უნდა ჩანაცვლდეს, უნდა ჩანაცვლდეს 70დი-იც ჩემი აზრით. ბტრ-60-ზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, რაც შეეხება ეჯდერსა და ბტრ-80-ს შორის არჩევანს..... ელექტრონიკის და დაცულობის (ამ მხრივაც უნდა ჯობდეს წესით) მხრივ ეჯდერი ჯობია, თუმცა გამავლობას უწუნებენ. შეიძლება ერთიც დარჩეს და მეორეც, მაგრამ 80-ზე ძრავის უფრო ძლიერით შეცვლა, დამატებითი ჯავშნის დამატება, GPS-ის დამატება და კავშირის სისტემების განახლება, წყალმტყორცნის საერთოდ "ამოგდება" და უფრო ძლიერი მოდულის შემოდგმა გაასწორებდა
რაც შეეხება ბტრ-60-ს, დიდი რაოდენობით არ გვყოლია მგონი. შეიძლება ბევრად ძლიერი დიზელის ძრავა ჩაიდგას, ჯავშანი გაძლიერდეს, + კავშირის სისტემები შეიცვალოს და ა.შ და ბოლოს cockerill-ის 90მმ-იანი კოშკურა დაიდგას

კაი საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა გამოვიდოდა. შეიძლება უბრალოდ ჯტრ-იც გაკეთდეს და გავყიდოთ, კარები გამოიჭრას გვერდში და ლაზიკაც მოდული დაიდგას. ხოლო 90მმ-იანი ბტრ-80-ზე შემოვდგათ
3) MRAP-ებს რაც შეეხება ISAF-ის მისიიდან გამოსვლისთანავე (ან გინდაც ფორმატის შეცვლისთანავე) ამოვიღებდი შეიარაღებიდან, შევარემონტებდი და გავყიდდი. იმ ფულს კი სხვა ჯავშანტექნიკის შესყიდვა/მოდერნიზაციას (ან სხვა რამეს) მოვახმარდი
4) მსუბუქი ჯავშანმანანებიდან დიდგორი-2-ს და დიდგორი-3-ს საერთოდ ამოვაგდებდი (თუ უცხო ქვეყნებიდან იქნებოდა შეკვეთა ეგ სხვა/იმათი საქმეა). ამოვაგდებდი ოტოკარ ZTP-საც, რადგან მის წინაშე დასმული ამოცანებით კობრასა ან ვულფისაგან დიდად არ განსხვავდება, თან არც დიდი რაოდენობით უნდა გვყავდეს. შსს-ს და თ.ს-ს ვულფი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ორივე საჭიროა ჩემი აზრით, შსს-სი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება და ბრძოლის ველიდან დაჭრილების უსაფრთხო ევაკუაციისთვის გამოდგება. თ.ს-სი უფრო დესანტის გადასაყვანადაა (ისე კი სატრანსპორტო ვარიანტის გამოყენება ტყვეების/დაკავებულების გამოსაყვანად/გადასაყვანადაც გამოდგებოდა ). დიდგორმა ის ბტრ-ის "ამოცარიელებული" ნიშა უნდა შეავსოს ალბათ, თუმცა მოდულიანსა და უმოდულოს შორის არჩევანს, სწორედ ამ მეორეზე გავაკეთებდი, ოღონდ რაღაცეებს დავხვეწდი. კობრას რა თქმა უნდა დავტოვებდი და სპეცებზე გადავანაწილებდი (უფრო სწორად სპეცებში მათ რაოდენობას გავზრდიდი), ძალიან მომწონს მისი სადაზვევრო და კავშირგაბმულობის მოდიფიკაციებიც, რომლებიც ჩვენ სამწუხაროდ არ გვყავს. დაახლოებით იგივე ვარიანტში ვიზავდი ჰამერებსაც, სპეცებს დაჯავშნულები ნაკლებად ჭირდებათ (შეუჯავშნავებზე 40მმ-იანებს, 12.7მმ-იანებს და სხვა მსგავს შეიარაღებას შემოვდგავდი და იმას მივცემდი სპეცებს

), მაგრამ სამეთაურო რგოლებს გამოადგებათ ალბათ, + ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების შემოდგმაც შეიძლება
დარჩა ბრდმ-2, რომლის მოდერნიზაცია შეიძლება მოხდეს ისე როგორც განახორციელა დელტამ (შეიძლება კიდევ მცირედი ცვლილებების შეტანა) და გაყიდვა ან რეზერვზე გადაცემა (თუცმა მე უფრო გავყიდდი და ამ ფულს სხვა ტექნიკას მოვახმარდი). ან ისევ 90მმ-იანის შემოდგმა
http://www.shephardmedia.com/static/images...4288cropped.jpg მცირე ზომის გამო წესით რთული გასანადგურებელი უნდა იყოს. შესაძლებელია ასევე ПЗРК-ების შემოდგმა (aselsan-ის მოდულს ვგულისხმობ)
5) მსუბუქად დაჯავშნული გამწე(ები) - მტ-ლბ, რაში გამოიყენება, რაში ვიყენებთ ან რაში შეიძლება გამოვიყენოთ....
ა) ჰაუბიცებისა და ქვემეხების ბუქსირებისთვის (ჩვენ მარტო მტ-12-ებზე ვიყენებ-დი-თ). თუმცა მტ-12-ებს ჭურვების მცირე ჯავშანგამტანობის გამო ჩავანაცვლებდი (იგივე შეიძლება cockerill-90-მა ჩაანაცვლოს თვითმავალი ტანკ-საწ ქვემეხის ვარიანტში, ჯავშანგამტანობა მასზე მეტი აქვს (თუმცა ტანკ.საწ ქვემეხი სულაც არაა)..... ან Pvpj 1110-ით. ესეც სხვა კლასია, მაგრამ მასზე ბევრად მეტი გააქვს და არც მტ-ლბ დაჭირდება ბუქსირებსთვის)
ბ) 120მმ-იანი ნაღმმტყორცნების ბუქსირებისთვის თუ მის ბაზაზე თვითმავალი ნაღმმტყორცნის დამზადებისთვის - ეს შეიძლება, მაგრამ იგივე შეიძლება ეს თვითმავალი ნაღმმტყორცნი სატვირთოს ბაზაზეც დამზადდეს (უფრო იაფი დაჯდება). ან კოშკურიანი ვარიანტიც გაკეთდეს, მაგალითად პოლონური HSW-ს კოშკურა რომ შემოიდგას ჯტრ-ზე ან ბმპ-ზე (ან ბმპ-ში ჩაიდგას)
გ) ქსმ-ს ვარიანტი - დავჯავშნოთ, ძრავა გავაძლიეროთ, უფრო ძლიერი მოდული შემოვდგათ და გავყიდოთ. იმ ფულით კი სხვა რამ ვიყიდოთ
დ) საზენიტო ვარიანტში - მოდენიზირებული ზუ-23-2-ებით (ზედ დამატებული გრომებით), ეს კი ნამდვილად გვჭირდება
ეხლა ბოლოს 23 მანქანიდან რჩება 8
1) ბმპ-1 (შესაძლებელია 120მმ-იანი ნაღმმტყორცნის ჩადგმა ან კოშკურის დადგმა)
2) ბტრ-80 (მათ შორის 90მმ-იანი და შესაძლოა 120მმ-აინი ნაღმმტყორცნის კოშკურა)
3) ეჯდერი
4) M1151 (მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო)
5) ოტოკარ კობრა (შესაძლოა სადაზვერვო და კავშირგაბმულობისაც)
6) დიდგორი-1 (მათ შორის კავშირგაბმულობის, ტანკსაწინააღმდეგო)
7) ვულფი (მათ შორის სამედიცინო)
8) მტ-ლბ (საზენიტო, შესაძლებელია 120მმ-იანი ნაღმმტყორცნის ჩადგმა ან კოშკურის დადგმა)
რამდენი ხანია ამხელა პოსტი აღარ დამიწერია
This post has been edited by socom on 29 May 2014, 19:19
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101