ჰო, თავის "ანალოგებს" ყიდიან, თავად კი რუსულებს იყენებენ. მანდვე წერია, რომ რუსები, როგორც ჩანს, მაინც მიყიდიან ჩინელებს ახალ Су-35С-ებს (სხვადასხვა რაოდენობაზეა ლაპარაკი) და ორკონტურიან ტურბორეაქტიულ ძრავებს АЛ-41Ф1С (გამოიყენება ამავე გამანადგურებლებზე).
ჩემი აზრით, სტატიიდან იკვეთება შემდეგი: რუსები Су-35С-ებსა და მათ ძრავებს უკვე იმდენად განვლილ ეტაპად თვლიან, რომ უკვე აღარ ეშინიათ ამ ნიმუშების ჩინელებისათვის მიყიდვა, რასაც, რასაკვირველია, სულ ორიოდე წელიწადში მოჰყვება ჩინელთა მხრიდან ამ ტექნიკის კოპირება და საკუთარ წარმოებაში დანერგვა-დიდი სერიით გამოშვება - სავარაუოდოდ, ამ მოვლენას 2017-2020 წლებისთვის უნდა ველოდოთ. ამ დროისათვის, ჩემი აზრით, რუსებს უკვე მზად ექნებათ მეხუთე თაობის გამანადგურებელ ПАК-ФА-ს სერიული ვერსია (შესაძლოა - ორი-სამიც), რომელიც, რასაკვირველია, ყველა პარამეტრით ბევრად სჯობს Су-27-ის ყველა წარმოებულს (მ.შ. Су-35С-საც) და ჩინელთა მხრიდან ინტერესი ამ პერიოდისათვის შეიძლება როგორც ახალმა გამანადგურებელმა, ასევე მისმა ძრავებმა გამოიწვიოს (განსაკუთრებით - ძრავებმა), რადგან თუკი პირველი სერიული ПАК-ФА-სთვის ჯერ კიდევ გათვალისწინებულია АЛ-41Ф1-ის რომელიღაც ბოლო ვერსია, სადღაც 2018 წლისათვის სახეზე იქნება ახალი ძრავა (პირობითი დასახელებაა Тип 30), რომელიც ხსენებულ АЛ-41Ф1-ის ბოლო ვერსიას ყველა პარამეტრში აღემატება 15-25%-ით. სწორედ ამ ძრავისკენ იქნება მიმართული ჩინელთა ყველაზე დიდი ინტერესი.
რაც აქამდე ვთქვი, შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციების გამოყენების გამო და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსები ჩინელებისადმი უფრო მეტად დამთმობნი გახდნენ, თუმცა ამ მომენტში სცენაზე გამოდის ინდოეთი, რომელიც ასევე მონაწილეობს ПАК-ФА-ს შექმნის ფინანსურ მხარეში და ამ თვითმფრინავთან მიმართებაში ბევრ საკითხში აქვს პრიორიტეტი. ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ინდოელთა კეთილგანწყობილი პოზიცია ჩინელებთან მიმართებაში ПАК-ФА-სა და მისი კომპონენტების საკითხში.
რუსეთის მისამართით დაწესებული სანქციების ფონზე ყველა ხსენებული პროცესის თვალყურის დევნება ძალიან საინტერესო უნდა იყოს...