14-ში ილიას უნივერსიტეტში ვატარებთ კონფერენციას სამხედრო თემატიკაზე...
დასწრება თავისუფალია...
თემები:
1. დავით ბატაშვილი -"რუსეთის საგარეო სტრატეგია და საქართველო."
რუსეთის ამჟამინდელი აგრესიულობა არ არის მხოლოდ ვლადიმირ პუტინის და მისი გარემოცვის პირადი "თვისებების" შედეგი. ის არის რუსეთის ტრადიციული სტრატეგიის თანამედროვე გამოვლინება. საქართველოსთვის "რუსული სტრატეგია" სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. აქედან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთის საგარეო პოლიტიკური მოქმედებების ერთიანი ლოგიკის, სისტემური გააზრება.
2. ალექსანდრე კვახაძე - "ისლამური ექსტრემისტული ორგანიზაციები ერაყსა და სირიაში. მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა. ქართული წარმომავლობის სავალემეთაურები"
„ისლამური სახელმწიფო“ – ტერორისტული ორგანიზაცია,რომელიც სამიწლის წინ საერთოდ არ არსებობდა, დღეს მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევაა.
სწორედ მასზეა აღნიშნული მოხსენება. ცალკე საკითხადაა გამოტანილი ისლამური სახელმწიფოს ქართული წარმომავლობის საველე მეთაურები.
3. ირაკლი მაჭარაშვილი- "ტერიტორიული თავდაცვის ძალები"
დასახულიმი ზნების შესრულება მარტორეგულარულ ძალებს არ ძალუწთ. საჭირო ხდება საჯარისო ერთეულების რიცხვის გაზრდა, რაც საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი- უნდა შეიქმნას ტერიტორიალური თავდაცვის სტრუქტურა.
4. ირაკლი ლექვინაძე-"სარეზერვო ძალები - სხვა და სხვა მოდელის შედარებითი ანალიზი.საქართველოს შეიარაღებული ძალების სარეზერვოკო მპონენტის წარსული, აწმყო და პერსპექტივები.“
შემოთავაზებული ვარიანტი ჯდება ქვეყნის ტოტალური თავდაცვის კონცეპციაში.
სარეზერვო კომპონენტი უნდა გახდეს ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიის ღერძი და მას მიენიჭოს არა დამხმარე არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა.
5. ვიაჩესლავ ცელუიკო - "უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მომქედებების სამხედრო-პოლიტიკური ანალიზი"
მოხსენება აღწერს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის და შემდგომი ანექსიის დეტალებს. ე/წ მწვანე კაცუნების გამოჩენიდან დღემდე. ნაშრომში გაანალიზებულია რუსეთის მიერ წარმოებული ე/წ ჰიბრიდული ომის თეორია და პრაქტიკა.
6. კობა ნაროუშვილი - "პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე მომხდარი თუ მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების ანალიზი"
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, აწ უკვე დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოებში კონფლიქტების გაჩაღებასა და შემდგომსაბრძოლო მოქმედებათა უშუალო წარმოებაში „ლომისწილი“ ეკუთვნის რუსეთს
7. გიგა ინაშვილი - „რუსეთის სამხედრო ბაზები“
ნაშრომში მაქსიმალურად სრულადაა აღწერილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული ბაზების სახმედრო პოტენციალი.
დეტალურადაა აღწერილი ამ სამხედრო ნაწილების სტრუქტურა. ამ ნაწილების შტატით გათვალისწინებული სამხედრო ტექნიკის ტიპები, მათი ტაქტიკო ტექნიკური მახასიათებლები, რაოდენობა და შესაძლებლობები.
8. გიორგი წეროძე „ჟურნალისტის როლი საბრძოლო მოქმედებების გაშუქების დროს“
თანამედროვე პირობებში ბრძოლა არა მარტო ხმელეთზე ზღვასა და ჰაერში მიმდინარეობს არამედ მას დაემატა მეოთხე განზომილება და ეს გახლავთ საინფორმაციო ველი. რაც დრო გადის იზრდება საბრძოლო მოქმდებების ადეკვატური გაშუქების როლი მისი წარმოებისა და საბოლოო შედეგის მიღწევის თვალსაზრისით.
9. თეიმურაზ პულუზაშვილი - „რუსული ავიაციისა და სარაკეტო ჯარების მოდერნიზაცია-გადაიარაღების ანალიზი.“
მოსკოვის მიერ 2020 წლამდე გაწერილ არმიის გადაიარაღების გეგმაში, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავიაციას უკავია. ამ პროცესმა განსაკუთრებით აქტიური ხასიათი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო.
10. პაატა გიგაური - "სკოლისასაკისბავშვებისსამხედრო-პატრიოტულიაღზრდა - რეალურიგამოცდილება - შედეგებისანალიზი, პერსპექტივები"
მოხსენების მიზანია 12-17 წლის ასაკის მოზარდებისგან დაკომპლექტებული სამხედრო საქმით დაინტერესებული მოზარდებისგან დაკომპლექტებული „სკაუტური“ რაზმების ფორმირების პრაქტიკული გამოცდილების შესახებ ინფორმირება. მასში აღწერილიამოზარდების წინასამხედრო მომზადების მეთოდიკა და მიღებული შედეგები.
11. ზვიად ციკოლია - "შუქშენიღბვის თანამედროვე ტენდენციები და მათი დანერგვა ქართულ სამხედრო მრეწველობაში"
მოხსენება დეტალურად აღგვიწერს შუქშენიღბვის ზოგად პრინციპებს და იმპერატიულ წესებს. აგრეთვე იმას თუ როგორ შეიქმნასამამულო წარმოების ჯავშანტექნიკის კამუფლიაჟი. რა ვარიანტები იყო და რატომ შეჩერდა არჩევანი საბოლოო ნახატზე. როგორ ხდება თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით სხვადასხვა გარემოში კომუფლირებული მოდელების აღმოჩენის მოდელირება.
თანამედროვე ქართული სამხედრო მრეწველობის ფეხზ დადგომის და განვიტარების სხვა საინტერესო დეტალები.
12. დავითდარჩიაშვილი - „სამხედრო ელიტის ფორმირება.“
13.გუხთ ენგელენ - "ასიმეტრიული ბრძოლის ხერხები"
From Asymmetric War to Asymmetric State of War. When the Military Challenge Becomes a Political One.
For most of modern history, the paradigm of war has known very little evolution. The most common understanding of war refers to a direct and open armed confrontation between two states or two coalitions of states with clearly identified conventional military forces. The objective of a war is to weaken or destroy the enemy's military in order to force him to capitulate
The involvement of non-state actors and the resort to unconventional weapons saw the emergence of a new paradigm called Asymmetric War, which forced the military to adapt their doctrine to a new reality
With the invasion and annexation of Crimea and Russia's subversive actions in Eastern Ukraine, we are now facing an even more complex paradigm shift, in which the state of war itself becomes asymmetric. In the confrontation opposing Russia to Western democracies, the two parties no longer share the same definition of war. According to its own understanding, Russia is clearly engaged in a war, whereas the Euro-Atlantic world tries to convince itself that it is not. The question is how fast can Western political systems adapt to this new reality and how willing are politicians to do so?
This post has been edited by 098 on 4 Dec 2014, 21:02
მიმაგრებული სურათი