არ აფრენინეს

რომ ყიდიდნენ იმისთვის რათა უკეთესით ჩაანაცვლონ კიდევ ხო, მაგრამ არ მოხდება ეგ

და ასეთ შემთხვევაში კი ჯობია გვყავდეს ვიდრე გავყიდოთ
92-93 წლების ომი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 2008-ისგან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მაშინდელი და დღევანდელი ჩვენი შ.ძ
და იმის გათვალისწინებით რომ მაშIნ აფხაზეთის ცაში მინიმუმ 5 სუ-27 გვიპირისპირდებოდა (და ამას პლიუს ბუკები, ოსები და ბლომად პზრკ-ები) გაფრენებზე უარი არავის არ უთქვამს
პლიუს როდესაც აეროდრომების დაცვაზე ვლაპარაკობთ, ვინ გვიშლის ხელს საბჭოთა აეროდრომები თუნდაც მინიმალურ დონზე აღვადგინოთ ?
რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში აფრენა-დაფრენა შეძლონ იქიდან. ვინ გვიშლის ხელს ანგრები შევიძინოთ (კაპონირები ძვირი დაგვიჯდება, თუმცა ძირითად აეროდრომებზე ამის გაკეთება. ან რა გახდა 12 კაპონირის გაკეთება ?), ან გზების მშენებლობისას ისე დავაპროექტოთ, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში დასაფრენად გამოვიყენოთ ?
როდესაც რუსეთის ავიაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ ჰსთ სისტემებზე ვლაპარაკობთ (და ამით ვამტკიცებთ სუ-25-ების უშანსოობას), ვინ გვიშლის ხელს რადიოელექტრონული დაზვევრის საშულებებით მათი (ჰსთ სისტემების) აღმოჩენა მოვახდინოთ ? ხოლო რებ-ით მისი (და ავიაციისაც სავარაუდოდ) დახშობა. პოზიციების გამოაშკარავების შემთხვევაში შესაძლებელია საარტილერიო ცეცხლითაც დამუშავება მაგ პოზიციების (განსაკუთრებით ცხინვალის მიმართულებაზე რაჭის ან ყაზბეგის მხრიდან)
ისრაელი სანამ არაბულ ქვეყნებს დასცხებდა, მანამდე საზღვრის სიახლოვეს ფრენებით "აჩვევდა" მოწინააღმდეგეს და ყურადღება მოადუნებინა
ჩვენ რატომ არ ვაკეთებთ იგივეს ? კონკრეტულად ფრენებზე არ მაქვს საუბარი. რატომ არ ხდება იმ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის კომპლექსების დახშობა (თუ ხდება კაია) ? რომ როცა დრო მოვა (თუ ჩვენ დავაპირეთ რამე, რაც ფანტასტიკის სფეროა) მოწინააღმდეგემ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვას
ხომ გვყავდა 4 მიმინო ? რატომ არ გავუშვით ღამით ?
ხომ გვყავდა 12 სუ-25 ? რატომ არ გავუშვით ყველა ერთად გამთენიისას ?
თუ გაუმართავი იყო, რატომ იყო გაუმართავი ? რატომ გაფრინდნენ 250კგ-იანი ბომბებით ?
რატომ არ გაფრინდნენ კასეტური ბომბებით ? უფრო უკეთეს შედეგი არ მოყვებოდა კასტურების გამოყენებას ?
ბორტებს რაც შეეხება, რუსებმაც ზეპირად იციან თითოეულის ნომერი, დაჟე საქარხნო ნომრებიც კი ეწერათ ჟურნალში და ამიტომ დავწერ მეც
03 P-195 K (1992-იდან გვყავს)
07 P-95Ш (ავღანეთ გამოვლილია)
12 P-195 K (1992-იდან გვყვას)
16 P-195 K (1993-ში პზრკ მოარტყეს ზვიადისტებმა და გოჩა შინგაზრდილოვმა დასვა)
17 P-195 KM (1992-დან გვყავდა და მოდერნიზაცია ჩაუტარდა)
18 P-195 KM (1992-დან გვყავდა და მოდერნიზაცია ჩაუტარდა)
20 P-95Ш УБК (სავარაუდოდ ჩეხეთიდან უნდა იყოს ნაყიდი (არაა გამორიცხული ბულგარეთიც))
21 P-195 У (სავარაუდოდ 1993 წლიდან, რადგან ჟიტნიკოვის მიერ თვითმფრინავის გატაცების დროსაც ფიქსირედება უკვე. საქართველოში
აწყობილი პირველი ორადგილიანი (გადაკეთებული უნდა იყოს სუ-25ტ-დან))
22 P-195 KM (ან დაუსრულებელი პლანარები ყავდა TAM-ს და ისინი იყიდეს, ან კიდევ პლანერები ჩეხეთში იყიდეს და P-195 ძრავები დაუყენეს.
საქარხნე ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, უფრო TAM-ის დაუსრულებელი და შემდგომში დასრულებული პლანერები უნდა იყოს)
23 P-195 KM (ან დაუსრულებელი პლანარები ყავდა TAM-ს და ისინი იყიდეს, ან კიდევ პლანერები ჩეხეთში იყიდეს და P-195 ძრავები დაუყენეს)
24 P-95Ш К (სავარაუდოდ ჩეხეთიდან უნდა იყოს ნაყიდი (რუსებს ბულგარეთი უწერიათ), რადგან 2003-ში ჩეხეთში 10-მდე Су-25К და Су-25УБК
შეიძინა TAM-მა)
25 P-95Ш К (სავარაუდოდ ჩეხეთიდან უნდა იყოს ნაყიდი (რუსებს ბულგარეთი უწერიათ))
KM-ებს თავისთავად არ გაყიდიან.
დანარჩენს რაც შეეხება 24 და 25 კიდევ შეიძლება, ძველი ძრავებითაა და თან როგორც რუსები წერდნენ 25 ნომერი ვერ დაფრინავსო (?) და პლიუს ომის დროს კიდევ ორ ბორტს (07-ს და 16-ს) ჰქონდა გეგმიური რემონტი გასავლელი და ვერ გაფრინდაო.
07 და 16-ის გაყიდვა მათი თუნდაც ისტორიის გამო მენანება

კაი იქნებოდა რომელიმე მათგანი შემდგომში მუზეუმში თუ დაიდებდა ბინას

სასწავლოებიდანაც ერთს დატოვებენ ალბათ (?) У-დან და УБК-დან, პირველი უფრო ახალი გამოშვებულია, და ძრავებიც უფრო ახალი აქვს. საინტერესოა ნაფრენი საათები. აფხაზეთის ომს თუ ვერ მოესწრო ჩვენებური ორადგილიანი, მაშინ დიდად არ დაიტვირთებოდა. ჩეხები და ბულგარელებიც არ დატვირთავდნენ ნაკლებად
დანარჩენები უფრო ძლიერი ძრავებითაა და იმედია არ გაყიდიან
იმედა საერთოდ არაფერს არ გაყიდიან და მყიდველიც არ გამოუჩნდება
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101