#40406795 · 31 Mar 2014, 01:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
soso2483 ასეთი მოკავშირე რომ გვყავდეს,მაშინ უნდა ვიყოთ თავად რაიმეს მაქნისი.რისი მაქნისი ვართ დღეს?ვზივართ და ვოცნებობთ ვიღაც ზოროზე,რომელიც მოვა და გვიშველის,ან "მზეჭაბუკზე"(თევზაძის არ იყოს).როცა პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, რა შეგვიძლია დავდოთ მაგიდაზე როგორც წინადადება,შეთავაზება?რითი უნდა ვიყოთ საინტერესო სხვებისათვის? QUOTE | უამრავი მოთამაშეა აქ და ჩვენ ყველაზე სუსტი ''იგროკი'' ვართ |
იმიტომ,რომ ყველფაერ სიკეთსეთან გვყავდა და გვყავს
რომლის მიერაც
QUOTE | არასწორი ფსონები რომ დაიდო პოლიტიკაში ბოლო 10 - 15 წელი |
პოლიტიკაში უნდა ვიგულისხმოთ ყველა სასიცოცხლო სფერო ერთად აღებული. საერთოდ დავუკვირდეთ და გავიხსენოთ ვინ ქმნიდა ამინდს ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო 20 წლის მანძიზლე,ან თუნდაც ბოლო ასი წის მანძიზლე.ესეც მნიშვნელოვანია.საინტერესო ტენდენციებს დავინახავთ.როცა ჩვენს
QUOTE | ჩვენი სლე პლიტ ელიტა |
ვსაუბრობთ,მხედველობაში გვყავს საზოგადოებრივი ფენა,რომელიც გაბატონებული საზოგადოებაში და ქმნის ამინდს,საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ა.შ. ცხოვრების წესს,ან დღის წესრიგს ხომ?აბა მოქალაქეების ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში რეალურად დაბალია...თუ ჩავთვლით,რომ "ელიტა" გახლავთ ნაღები,საუკეთესო ნაწილი საზოგადოების,მაშინ მართლა კარგად გვქონია საქმე.თუ ეს "ელიტები",რომლებსაც ვხედავთ ამდენი წელია,გახლავთ ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური და კულტურურლი პოტენციალის განსახიერება უკრაინა,ისევე როგორც საქართველო ჯერ არ გამოსულა უკრაინის და საქართველოს სსრ-დან.ჯერ იქაა ჩარჩენილი.აგერ bogunიც წერდა,რომ არ განიხილავდნენ რუსეთს პოტენციურ მტრად...ეს მაშინ,როცა პუტინი აშკარად ომით იმუქრებოდა,თუ უკრაინა შეეცდებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გადაადგილების შეზღუდვას უკრაინის ტერიტორიულ წყლებში.ეტყობა ეს იუშენკოს დააბრალეს პუტინის გაღიზიანება.ყირიმის მოვლენები უკრაინელების "სლე პოლიტელიტის" დოყლაპიობითაც მოხდა რა თქმა უნდა.აბა რუსეთი რისთვის აწყობდა ამდენ წვრთნებს და იხდიდა ამხელა მაყუთს მაგაში?ისე,გასართობად? უკრაინელებმა ახლა მაინც ისწავლეს ჭკუა და გაინძრნენ ასე თუ ისე.იმას მაინც მიხვდნენ შეიარარებულ ძალებს რა ფუნქცია აკისრიათ.ჩვენ?რას მივხვდით და რა ვისწავლეთ აგვისტოს მერე?თუმცა იქამდეც საკმარისი გაკვეთილი გვქონდა უკვე...ჩვენ ისევ ოლიმპიური სიმსვიდით ვწვრთნით ჯარს "საერთაშორისო სამშვიდობო მისებისათვის" და ამას ამაყად გვამცნობს ხოლმე თავდაცვის მინისტრი,თითქოს სახლში ყველაფერი მოგვარებული გვქონდეს...
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|