#40002192 · 26 Feb 2014, 23:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ranger777 ერთ რჩევას მოგცემ: მიხედე ჯანმრთელობას. მესმის, გინდა და მიგიწევს გული, მაგრამ შეხედე სიტუაციას რეალურად..დაზიანებული ხერხემლით სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურე ვერ იქნები.. შენ რაზეც ფიქრობ და რაც გაწუხებს, ამის გამოსწორებას წლები სჭირდება და თაობათა ცვლა. უნდა მოშორდნენ სისტემას გაუმაძღარი, ლამინირებულ იატაკზე გაზრდილი "ოფიცრები" და უნდა წამოვიდეს პროფესიონალთა თაობა, რათა ყველა პრობლემა, მათ შორის ის რაზეც შენ ამბობ, მოგვარდეს. ასაკით 1 წლით ჩემზე პატარა ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს...უბრალოდ აღიარე გულის სიღრმეში, უთხარი შენ თავს რომ მორჩა და ახალი ფურცლიდან დაიწყე ცხოვრება. ცხოვრება კი წინ გაქვს. წარმატებები androabuladze პატივცემულო, როგორც ვხედავ მშვენივრად ერკვევით ეკონომიკაში, მოგყავთ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, ციფრები, სტატისტიკური მონაცემები...ეს ყველაფერი კარგია, ოღონდ ფურცელზე და თეორიაში. მაგრამ სანამ ეკონომიკის საფუძვლებს შეისწავლით, უბრალოდ გადახედეთ სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს. მხოლოდ ეკონომიკაზე არ დგას სახელმწიფო. სახელმწიფოს, და მათ შორის ეკონომიკას, დაცვა სჭირდება და ამ დაცვას უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალები. ის ბიზნესმენი, ვინც ფულს აკეთებს და კარგი ცხოვრებით ტკბება, მზად უნდა იყოს თუნდაც გაზრდილი გადასახადის ფასად უზრუნველყოს იმ ხალხის ელემენტარული სამედიცინო უზრუნველყოფა, ვინც ზრუნავს იმაზე რომ მას ჰქონდეს ბიზნესის წარმოების საშუალება და კარგი ცხოვრებით ტკბობა...შეიძლება ზედმეტად დემაგოგიურად ჟღერს ეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ეს ასეა. ჯარისკაცი განსხვავდება საზოგადოების სხვა წევრებისგან. არ ვამბობ, რომ ის საზოგადოების წევრი არ არის. როგორ არ არის, უბრალოდ ის განსხვავებულია. ის მაშინ გახდა განსხვავებული, როდესაც გამოთქვა მზადყოფნა აეღო ხელში იარაღი და ესწავლა მისი გამოყენება, რათა მომავალში შეესრულებინა მის წინაშე დასახული ამოცანები. ფულის გამო გააკეთა ეს, სწავლის საფასურის გამო თუ უსაქმურობის გამო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. და ჩვენ, "გრაჟდანები", ამას უნდა ვაფასებდეთ.
This post has been edited by Harley Davidson on 26 Feb 2014, 23:14
--------------------
Chance Favors the Prepared Mind ✅
|