მე დავდებ ისევ:
http://www.reuters.com/article/2014/04/08/...EA371WH20140408ნატო მომავალი თვიდან ბალკანეთის საზღვრების საჰაერო დაცვას გაასამმაგებს, აქამდე რუსეთთან საზღვარს ამ რეგიონში
აკონტროლებს 4 ცალი F-15, რომელიც მალე 10 მდე გაიზრდება, შემდეგ კი 12 მდე, რადგან ლატვიას, ლიტვას და ესტონეთს საკუთარი გამანადგურებლები არ ყავთ, ამიტომ ნატოს წევრები იქ თავიანთ თვითმფრინავებს მორიგეობით გზავნიან.
1 მაისიდან პოლონეთის ჯერია და 4 ცალ მიგ-29-ს აგზავნის,
ბრიტანეთი 4 ტაიფუნს
დანია 4 F-16 (და კიდევ 4 ცალს დანიაში, მოლოდინის რეჟიმში)
საფრანგეთი 4 რაფალს ან მირაჟს (მაისიდან აგვისტომდე) ასევე AWACS მზვერავს, რომელსაც აშშ, ჰოლანდია ან თურქეთი საწვავს ჩაუსხამს
პორტუგალია - ჯერ უცნობია (შემოდგომაზე)
გერმანია 6 ევროფაიტერს დაახლოებით ზამთარში
აქამდე ყველა თვითმფრინავი ლიტვადან დაფრინავდა პატრულირებაზე, თუმცა დამატებით 4 დანიურ თვითმფრინავს ესტონეთი განათავსებს თავისთან
http://www.kyivpost.com/content/ukraine/sb...nsk-342586.htmlლუგანსკში, პრორუსი მოსახლეობა, შეიარაღებულ სეპარატისტებს უკრაინის პოლიციის შტურმისგან იცავს, მათ როგორც ცოცხალ ფარებს ისე იყენებენ. სურათში ისინი ქალების რიგს უკან იმალებიან (დონეცკი)

15 აპრილს შავ ზღვაში ამერიკული USS Donald Cook (საესკადრო ნაღმოსანი, შეიარაღებული ტომაჰავკით, საზენიტო ტყვიამრფქვევებით, ტორპედოებით და ა.შ.) შემოვა, ამავე დღეს NATO - განიხილავს დამატების სამხედრო ცვლილებებს საკუთარი წევრების დასაცავად.
http://edition.cnn.com/2014/04/08/politics...aine/index.htmlჯონ კერიმ რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა მისი აგენტურის გამოყენებით უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის არევაში
http://www.reuters.com/article/2014/04/08/...EA370RU20140408პრორუსი გამომსვლელებით თავსესხმიან უკრაინის სპეცრაზმის ავტობუსს (მეორე ცნობით, ეს არის შსს კადეტების ავტობუსი)
პრორუსები თავსესხმიან უკრაინელ პოლიციელს
ვოლვომ შეაჩერა თანამშრომლობა რუსულ ტანკმშენებელთან "ურალვაგონზავოდთან"
http://online.wsj.com/news/articles/SB1000...3053603370.htmlშვედეთის განცხადებით, რუსეთმა გააძლიერა სადაზვერვო მოქმედებები სკანდინავიაში, ბოლო თვის მანძილზე გამალებული მცდელობებია აგენტურის გადაბირების და საჭირო რუკების მოპოვების
http://www.independent.co.uk/news/world/eu...ns-9246749.htmlვრცელდება ინფორმაცია რომ სეპარატისტებს დაევალათ რუსეთისგან რომ მოაწყონ გარკვეული "კორიდორი" საიდანაც რუსები შემოვლენ და დაარტყამენ უკრაინას 9 აპრილს
http://www.unian.net/politics/905635-segod...nu-ekspert.htmlუკრაინის პოლიციამ და სპეცრაზმმა ხარკოვის ადმინისტრაციული შენობა გაათავისუფლა, მაგრამ შეიარაღებული სეპარატისტები ბარიკადებს აწყობენ სხვა ქალაქების შენობებში, ზოგი ცნობით ლუგანსკში ყავთ მძევლებიც, თვითონ ადმინისტრაციული შენობა კი დანაღმეს და მზად არიან საბრძოლველად
http://euronews.com/2014/04/08/ukraine-for...-out-elsewhere/რუსეთმა მობილური რადარები ბელგოროდთან (უკრაინის საზღვართან) გაშალა (ისე ეს რუსებიც მაგრები არიან, რასაც ნახავენ, ყველაფერს ინტერნეტში დებენ

მეორეს მხრივ 21-ე საუკუნეა, ყველას ტელეფონზე აქვს ვიდეოკამერა)
თრახი პარლამენტში, რომელიც კომუნისტების ლიდერის გამოსვლას მოყვა (განაცხადა, მარჯვენა სექტორის ხალხი მეგონა დასავლეთს ეხმარებოდა, იანუკოევიჩი რო გააქციესო, მაგრამ ახლა ვხვდები რუსეთს ეხმარებიან, რადგან ძალადობენო)
ნატოს რასმუსენმა განაცხადა რომ თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრას, ეს იქნება ისტორიული შეცდომა და რუსეთს მოუტანს ძალიან ცუდ შედეგებს მომავალში
http://www.bbc.com/news/world-europe-26941799ბაროზო: ევროკავშირი აპირებს შეაჩეროს 50 მილიარდიანი პროექტი "ჩრდილოეთის ნაკადი" რომელიც მოგეხსენებათ გაზსადენი გახლდათ, ეს იქნება ევროკავშირის პირველი სერიოზული სანქცია რუსეთის წინააღგმდეგ
http://www.telegraph.co.uk/finance/newsbys...ions-noose.html
* * *
უკრაინის მხარის განცხადებით, 51 მა მძევალმა რომელიც ლუგანსკის ადმინისტრაციულ შენობაში ყავდათ შეიარაღებულ სეპარატისტებს - უკვე დატოვეს შენობა მოლაპარაკებების შედეგად, არავინ დაზიანებულა, სეპარატისტები აგრძელებენ შენობის შეიარაღებულ ბლოკირებას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები
http://www.unian.net/politics/905678-iz-za...-zalojnika.htmlაშშ არ უზიარებს უკრაინის ხელისუფლებას საკუთარ დაზვერვას რუსეთის ძალების შესახებ, ეს ინფორმაცია მოიცავს სატელიტურ გადაღებებს, სადაზვერვო მონაცემებს და ანალიზს, თუ სად რა ძალებია თავმოყრილი, საიდან და როგორ შეიძლება შეუტიოს რუსეთმა.
მონაცემები ამჟამად მხოლოდ აშშ-ს პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და კონგრესს გააცნეს, უკრაინის ელჩმა ამერიკაში ცადა რუსეთის პოზიციების გამოთხოვა აშშ-სგან, თუმცა ჯერ-ჯერობით უარი მიიღო.
აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ყველაზე საგანგაშო რუსების ლოჯისტიკიდან არის მობილური ჰოსპიტალები, რაც იმაზე მიანიშნებს რომ ელოდებიან და მზად არიან მსხვერპლი გაიღონ შეჭრისას.
P.S. თუ გახსოვთ, 2008 წლის ომისას არც ჩვენ გვაწვდიდა სადაზვერვო ინფორმაციას აშშ
http://www.thedailybeast.com/articles/2014...th-ukraine.html This post has been edited by Internet_Contraband on 9 Apr 2014, 02:44