მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი) ტარების უფლებით გაფრმება რიგითი მოქალაქისთვის (აქ ვგულისხმობ არა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს) სამწუხაროდ არ ხდება საქართველოში. სროლას რაც შეეხება შესაძლოა 1000 ვაზნაც ისროლო ოღონდ უკანონოდ, მალულად თუ გაიტან იარაღს, ან კიდევ სახლში საძინებელში

(ეს ვარიანტიც უკანონოა, რადგანაც დასახლებულ პუნქტში ისვრი და უკვე კანონდარღვევაა).
ყველა ცეცხლსასროლი პისტოლეტი და რევოლვერი ფორმდება Aკატეგორიის მოწმობით, რომელიც შენახვას ითვალისწინებს.
რაც შეეხება იმას, რომ თავდაცვისთვის გინდა პისტოლეტი ტეტე:
1. ტეტეს პისტოლეტები ძალიან ძველია და არასაიმედოა (არსაიმედოში ვგულისხმობ იმას, რომ თითქმის ყველა ტეტე გაცვეთილია). მისი რეალური რესურსი 300 გასროლაა (თუმცა რუსები ამბობდნენ რომ 1000 გასროლა იყო რესურსი, რაც მცდარია). თან ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო იარაღის შერჩევისას, რადგანაც ხშირად სქართველოში არსებული ტეტეები პოლიციელების ხელში გამოვლილია და ბევრი აქვთ ნასროლი;
2. მისი ვაზნა ზედმეტად ძლიერია შეღწევადობის (პენეტრაციის) კუთხით, რაც თავდაცვითი მიზნისთვის უკვე დიდი მინუსია თუ ჯავშანჟილეტში გამოწყობილი ბოროტმოქმედი არ დაგესხა თავს. + დიდი ალბათობაა ბოროტმოქმედის მიმართ ნასროლმა ტყვიამ დიდი შეღწევადობის გამო სხვაც დააზიანოს.
მე არ გირჩევდი ტეტეს თავდაცვისთვის. ამას პირველ რიგში გეუბნები როგორც ტეტეს მფლობელი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მოვლილი და შენახული ტეტეა მაქვს მხოლოდ საკოლექციო მიზნისთვის ვინახავ და ღმერთმა არ დამაჭირვოს მისი გამოყენება. ერთადერთი პლიუსი რაც აქვს ტეტეს, არის მისი ფასი და ამ ფასში თავდაცვისთვის მაკაროვის პისტოლეტი ბევრად უკეთესი არჩევანია. შეიძლება არ გიყვარდეს მაკაროვი, მაგრამ თუ თავდაცვისთვის გინდა ჯობია მაკაროვი აიღო