ქართველების ერთ ერთი საყვარელი სპორტია უკიდეგანო ეჭვიანობა.
ვინმეს ნათქვამს თუ დავუჯერეთ, უკვე უკიდეგანო ლოხები გვგონია თავი!
SosoChikდიდი ბოდიშის მოხდით, რა მოგივიდა??
დახურული ტენდერიაო ხომ ითქვა?
მონაწილეები ვინაა ჯერ არ ამბობე და საიდან მპოიტანე, რომ დიდი და ცნობილი ფირმები არ მონაწილეობენ?
გარდა ამისა, ეს რა უბედურებაა, თქვენი ლოგიკით არც ერთ ახალ და პატარა ფირმას არაფერი არ გაუკეთებია დიდი ფირმებზე უკეთესად? მაგ ლოგიკით პატარა ფირმები არ უნდა იბადებოდნენ და ვერ უნდა იზრდებოდნენ.
გარდა ამისა, რახან თითქმის ყველა მონაწილე ფორდის ბაზაზეა, იქნებ არაბებს თავიდანვე სწორედ ამ ბაზაზე აწყობილი მანქანა უნდოდათ და მოცემულ მომენტში რა ფირმებიც აწარმოებენ საჭირო მოდელს ფორდის ბაზაზე, იმათ დაუძახეს.
იგივე ფულის ამბავიც რატომ გაქვთ მიფუჩეჩებული, აქაოდა არაბებს ბევრი ფული აქვთო? საიდან მოიტანეთ რომ დებილები არიან?
დასავლურ ფირმებს რა თქმა უნდა უკეთესი საწარმოო საშუალებები გააჩნიათ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რამხელა მარჟაზე მუშაობენ აქაური მწარმოებლები. და თუნდაც ერთი კონტრაქტის გამო, დიდიც რომ იყოს მაგ მარჟის ჩამოწევა ასი წელი არ აწყობთ.
ამიტომაც არსებობს შანსი, რომ დელტას სახით არაბებს ძალიან კარგი პარტნიორი გაუჩნდათ. არაპრეტენზიული, დაბალ მარჟაზე მომუშავე და როგორც ჩანს ხარისხითაც მინიმუმ არაუარესი.
ჰოდა რა არის ახლა აქ სასწაული და გასაკვირი?
ერთი პატარა ფირმა ვიცი, საუდებს კონტრაქტი დაუდო სამედიცინო ტექნიკის სფეროში. უფრო სწორედ ახლებურად მოწყობილი სამოქალაქო რეანიმობილების მიწოდებაზე. ტიპი მარტოკინა ინჟინერია, თავად დააპროექტა რეანიმობილი მეგობარი რეანიმატოლოგების დახმარებით, პატარა კომპანია დააარსა, პარტნიორები იშოვა და რომ იცოდეთ ერთი მანქანის აწყობა რა უჯდებათ და რამდენად ყიდიან.....!!!!
ახლა შენ რომ გკითხოს კაცმა, სოსო -ბატონო, გერმანიაში მაგ რეანიმობილების ამწზობი დიდი ფირმების მეტი რაა! ჰოდა რატომ ისინი არ არჩიეს? ხეზ!
რა ვერ გაუკეთებდნენ?
ამიტომ ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს მართლა მარტივ და ასპროცენტიან სიმართლეს ამბობდე.
არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღუიძებენ მხუმილნი მისნი.
ფს. 126