სწორი ფაქტი - 20 მმ იან გატლინგის დანადგარს ნელ-ნელა ცვლიან იგივე პლატფორმაზე განლაგებულ 11 RIM-116 RAM რაკეტიან გამშვებით.
ამას ყველაფერს დაარქვეს "Phalanx CIWS Mk-15 Block 1B"

და რა არის ამოცანა ამ კომპლექსის?
პასუხია: უაღრესად მაღალფასიანი წერტილოვანი ობიექტის დაცვა შედარებით მცირერიცხოვანი (თავისი სიძვირიდან გამომდინარე) ზომლდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან.
ხმელეთზე ხომ ამოცანა სხვა გაქვს?
არც მასეთი ღირებულების წერტილოვანი ობიექტი გაქვს დასაცავი.
და საფრთხეების ნუსხაც უფრო ფართეა და თვითონ საფრთხეებიც ბევრად მრავლად არიან.
ამიტომ ლოგიკურად მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ ნაწილ საფრთხეებს მაინც იაფიანი ამუნიციით ანადგურებ.
რა ეღირება მაგალითად ის უპილოტოები, რომლებიც რუსებმა ჩვენი მშენებარე საფორტიფიკაციო ნაგებობის დასაზვერად გამოუშვეს და ჩვენ ორი ცალი ჩამოვაგდეთო?
გგონიათ დაენანებათ მაგათი მრავლად გამოშვება?
ფინანსურად ვერ მოერევი რომ იყიდო მაგდენი რაკეტა, შენ შემოგევლე.
ამ დროს შენ ქვეითებს მაინც სჭირდებათ საცეცხლე მხარდაჭერა.
და შედარებით იაფიან გზას ვთქვათ თეორიულად ვეძებთ როგორ შევქმნათ მაგისთვის თანამედროვე შესაძლებლობის მქონე საშუალება (კოშკურა, განლაგებული რაიმე შეჯავშნულ პლატფორმაზე).
მე მომწონს იდეა ვიყიდოთ დაკონსერვებული ს-60 ქვემეხები და მის ბაზაზე ავაგოთ ის კოშკურა.
რაღაც ამის მაგვარი:

მაგრამ მერე ვიხსენებთ, რომ ეს ქვემეხი ჰაერსაწინააღმდეგოა და საკმაოდ შორსმსროლელიც.
არ მივცეთ იმ ჩვენ მანქანას ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობა?
რა არის ამისთვის საჭირო?
1. ნავიგაციის მიცემა მანქანაზე
2. გარედან მიზანჩვენების მიღების საშუალება (Thales ამ უკანასკნელს C2 module-ს ეახის)
კითხვა: ძალიან გაძვირდება ეს ისედაც არც თუ ისე იაფიანი მანქანა?
პასუხი: მე ვთვლი რომ არა?
კითხვა: სარაკეტო კომპლექსებზე მეტი ექნება სამიზნის დაზიანება/განადგურების ალბათობა?
პასუხი:არა, მაგრამ პროგრამირებადი ამფეთქებით აღჭურვის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი იქნება.
და მცირე ალბათობა ბევრი დანადგარი (მეტი ვიდრე სარაკეტო კომპლექსი) ამ ნაკლოვანებას გადაბარავს.
კითხვა: საიდან ამ ღარიბმა ქვეყანამ უნდა გამოძებნოს შესაძლებლობა "ბევრი" ეს კომპლექსი შექნას/შეიძინოს?
პასუხი: ჯერ ეს ერთი, ეს მაინც იაფი იქნება ნებისმიერ ნაყიდ სარაკეტო კომპლექსზე. ცნობისთვის, პანცირს რუსები სადღაც 15 მილიონად ყიდიან ერთ მანქანას. 15 მილიონში კიდევ ჩვენ 7 მანქანას მაინც გავაკეთებდით. თუ მეტს არა.
და დავიჯერო 7 ასეთი მანქანა ერთზე მეტ პანცირს არ აჯობებს - მეტი ალბათობა არ ექნება ტიპიური ამოცანის შესრულებისა?
ექნება!!!!!!!!!
და სახმელეთო სამიზნეებზე რომელი უფრო კარგად იმუშავებდა?
თავკომბალა პანცირი - შეუჯავშნავი და "გრუზავიკზე" დაყენებული თუ ტანკის მაგვარი და ტანკივით შეჯავშნული მანქანა?
აქ პასუხი თქვენთვის მომინდია.