გრადს იმიტომ ვახსენებ რომ გაცხადებული იყო "ჭურვებზე ვმუშაობთო".
და გამშვები მანქანაც გააკეთეს.
მის გაყდვასაც ცდილობენ.
ხოდა გრადის ჭურვის გაკეთების ორი ვარიანტი არსებობს:
1. თავსებადი მხოლოდ კალიბრით
2. თავსებადი კალიბრითაც და ბალისტიკურათაც.
პირველი გზა - გააკეთებ კომპოზიტურ სარაკეტო საწვავს პოლიბუტადიენი + ამონიუმ პერქლორატი + ალუმინი + მაგალითად ჰექსოგენი + სახვ მცირე რაოდენობის კომპონენტი
ეს გზა უფრო ადვილია ტექნოლოგიურად. და იმპულსიც მეტი აქვს ასეთ საწვავს.
მერე გელის რუტინული მუშაობა მაგ ჭურვების ბალისტიკის გამოკვლევა.
მეორე გზა კი ტექნოლოგიურად უფრო რთულია.
და ნაკლებად შესაძლებლად მიმაჩნია ამ გზით წასვლა ჩვენთვის.
სამაგიეროდ ბალისტიკა იქნება თავიდანვე ცნობილი.
მაგრამ მაგალითად პაკისტანელები ყიდიან გამზადებულ სარაკეტო "შაშკებს" გრადისთვის:
http://www.pof.gov.pk/MIL_MortarBombRocket.aspxხოდა ყველაფერი დანარჩენი გააკეთე და ეს იყიდე.
ეს რეალურია.
ისე, ზოგადად, მეც მიმაჩნია რომ 160-180 მმ-ზე დაბლა რეაქტიული არტილერია არ უნდა გქონდეს.
მაგრამ იდეა ლაზერული მართვით 70 მმ-იანი დანადგარის ქვეითების ახლო ბრძოლის დროს საცეცხლე მხარდაჭერისთვის მიმაჩნია მიმზიდველად.
იმიტომ, რომ ეს იძლევა საშუალებას უგულველყო მოწინააღმდეგის რიცხვითი უპირატესობა იქ, სადაც სხვა საშუალებებით ამ მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფ
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)