9 სექტემბერს არა მგონია იყოს თავისუფალი დაშვება (ალბათ მოსაწვევებით) და...
19 სექტემბერს ალბათ იქნება

წინასწარ არ აანონსებენ ხოლმე - მეც მივდივარ - თუ იქნება იქნება, თუ არა და უკან მოვდივარ ხოლმე (ალექსეევკაში ტარდება ხოლმე)
თემა რომ არ გაოფდეს....
კაი სამომავლო პერსპექტივებზე ვმსჯელობთ, მაგრამ რუსეთმა რომ დაგვცხოს უცბად.....
რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ, ოკუპაცია ავირიდოთ თავიდან და ტექნიკაც მთლიანად არ გაგვინადგურდეს
პირველ რიგში სწორედ ტექნიკის მხრივ მაინტერესებს..... მაქვს ჩემი მოსაზრება და თქვენიც მაინტერესებს (ვგულისხმობ პირველ ეტაპს და მერე ფული როცა გაჩნდება უფრო უკეთესი ვარიანტებიც შეიძლება, მეორე ფაზა - ამ ეტაპზე კი მთავარია ომის შემთხვევაში ტექნიკა გადაჩეს, რომ შემდეგ სამოდერნიზაციოდ მაინც გვყავდეს რამე

)
1) ტანკების მხრივ..... ტანკის მთავარი ღირსება მისი საცეცხლე ძალა და ჯავშანია - დღესდღეობით ჩვენ ტანკებს ამ მხრივ საამაყო ნამდვილად არაფერი აქვთ რუსულ ტ-72ბმ-ებთან და ტ-90-ებთან შედარებით. ამიტომ ჩემი აზრით უნდა მოხდეს ჩვენი ტ-72 ტანკების აღჭურვა
ა) ახალი თაობის დინ. დაცვის კომპლექსებით, რომ გავზარდოთ მათი სიცოხლისუნარიანობა (ERAWA-2 მომეწონა ძაან
http://www.geo-army.ge/index.php?option=co...5-57-06&lang=ka )
ბ) ტ-72ბ1 ტიპის ტანკებზე კუვ-ის დაყენება (ტ-72ბ-ებზე ისედაც აყენია და ტ-72მ-ებზე და ტ-72ავ-ებზე დაყენების შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული)
გ) ახალი ჭურვები, როგორც მართვადი კომბატები (კუვ-იანი ტანკებისთვის), ისე პოლონური პრონიტის ქვეკალიბრული და უკრაინული კუმულაციურები
დ) კორპუსის და კოშკურის გარკვეულ ნაწილებში რეშოტკები
რაც შეეხება ტ-55-ებს, შესაძლებელია მათზე დაყენდეს ამ ტ-72-ებიდან მოხსნილი კონტაკტ-1-ები, გარკვეულ ადგილებში რეშოტკები, უტიოსი დშკ-ს ნაცვლად, შესაძლებელია კავშირგაბმულობის შეცვლა - ასევე ომის დროს განადგურებული ან აღსადგენად უვარგისი ტ-72-ების გადარჩენილი V-46 ძრავების (თუ გადარჩა რომელიმე) გადატანა 55-ებზე (რამდენიმეზე ეყენა მგონი საცდელად სსსრ-ს დროს). საცეცხლე ძალის გაძლიერებას აზრი არ აქვს, თანამედროვე ტანკებს მაინც ვერაფერს დააკლებს გინდაც ახალი 100მმ-იანი ჭურვებით და ბმპ-ებს ძველებითაც გაუმკლავდება
2) ქსმ-ები და ჯტრ-ები, რეშოტკების დამატება და ჯავშანფილებით გაძლიერება
ყველა ქსმ-ს კონკურსებით აღჭურვა (რაც ეკუთვნით ისედაც), ზოგიერთ ქსმ/ჯტრ-ზე აგს-ის დამატებაც შეიძლება. ბტრ-70-ებზე (და სხვაზეც) კი ლაზიკას კოშკურის შემოდგმაც
3) 82მმ-იანები და 120მმ-იანები (თვითმავალი 120მმ-იანები, ამ ეტაპზე ხუთივე ბრიგადისთვის საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ....)
დელტასთან უნდა მოხდეს შეთანხმება და მსუბუქი (თხელი ლულის ხარჯზე.დასავლურების ანალოგი) 82 და 120მმ-იანი ნაღმმტყორცნების დამზადება და ბრიგადებისთვის მიწოდება
ამასთან შორსმსროლელი ნაღმების დამზადებაც - ტანამედროვე 81-82მმ-იანებიტ7კმ-მდე ფარავენ, 120-იანებით 9-11კმ-ს
სიმსუბუქე მობილურობას და შესაბამისად სიცოცხლისუნარიანობას გაზრდის (უნდა მოხდეს ყველა ძველი ნაღმმტყორცნის ჩანაცვლება)
4) დ-30-ების აღჭურვა შორსმსროლელი ჩინური ჭურვებით (სამომავლოდ კი 105მმ-იანი სამხრეთ აფრიკულებით ჩანაცვლება)
5) აკაციების და დანების ლულების შეცვლა (აკაციებისთვის რუმინული ან სერბული 39 კალიბრიანი ლულები, დანებისთვის 47 თუ 49 კალიბრიანი ონდავას ლულები), უკრაინული მართვადი ჭურვები, ჩეხური და სლოვაკური შორსმსროლელი ჭურვები
6) გრადკრაზის გატესტვა - შედარება გრადთან, გამავლობაში და ა.შ (დაცვაში 100%-იანი აჯობებს) და ყველა გრადის გრადკრაზად გადაკეთება, 122მმ-იანებისთვის შორსმროლელი თურქული და ჩინური ჭურვები (ჩინურები დაჟე 50კმ-ზე წვდება მგონი).... იაფში თუ იქნება დაჯე ორკანზეც შეიძლება ჩალიჩი
7) ქვეითი ბრიგადებისთვის და რეზერვისთვის (82მმ-იანის და 120მმ-იანის გარდა - თუ სპეციალისტები გვეყოლება რეზერვში) შესაძლებელია C-8 რაკეტებზე 80მმ-იანი ან საერთოდ ცალკე 107მმ-იანი ზალპურების დამზადება (და ზოგადად დელტას მნიშვნელოვანი ჩართულობა ამ კუთხით (თუნდაც ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების კუთხით))
8) ტანკსაწინააღმდეგო კუთხით
ა) სკიფების ყიდვა (დახმარებიტ არავინ დაგვეხმარება და ერთ-ერთი ყევლაზე იაფი და კარგი ვარიანტი ეგაა ჩვენთვის) - SUV-ებზე შემოდგმა
ბ) ბლომად კონკურსების ყიდვა და მოდერნიზაცია (თავაკების გაძლიერება და სითბოვიზორები) - SUV-ებზე შემოდგმა
გ) თუ ძვირი არ ეღირება Pvpj1110-ების ყიდვა (MT-12-ების მოდერნიზაციას აზრი არ აქვს)
9) ჰაერსაწინააღმდეგ კუთხით
ა) გრომების ყიდვა
ბ) უფრო დიდი რაოდენობით (იაფი ეღირება ბევრად) სტრელა-3-ების ყიდვა ბულგარეთში
გ) ზუ-23-2-ების და შილკების დამატება (შილკების ბიალას დონემდე მოდერნიზაცია)
დ) ყველა არსებული ს-60-ის აღდგენა
ე) ყველა ოსას, სპაიდერის და ბუკ-ის გამართულობა
ზ) თუ შესაძლებელია და სულ არ დაუჭრიათ ს-125-ების აღდგენა
თ) ფინელებთან დაჩალიცება, იქნებ სამი დივიზიონი ბუკი მოგვყიდონ იაფად

დასავლელები მოშორებაზე არიან ხოლმე მაინც
ი) რადარების აღდგენა
10) სანაპირო დაცვის კუთხით მინიმუმ კს-19-ები (კაი იქნებოდა M-46-ებიც (მცურავი საშუალებები ჯერ ვერ იქნება))
11) საინჟინრო კუთხით სანაპირო ზოლების დანაღმვა, საზღვაო ნაღმები, მავთულხლართები და ა.შ (არა მარტო სანაპირო ზოლთან, ოკუპირებული ტერიტორიებისა და სომხეთის მიმართულებითაც)
12)საავიაციო კუთხით, ჯერჯერობით იმის შენარჩუნება რაც გვაქვს, აღდგენა და საფრენ მდგომარეობაში მოყვანა, რომ 4-5 წელი მაინც გაგვიქაჩოს
This post has been edited by socom on 11 Aug 2014, 17:09