mamukasokhumeliეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ალტერნატივა რა არის? ან ძველი შავი ქორები უნდა მიიღო ან ადგე და მრავალი ქარხნისგან შედგენილი უზარმაზარი მრეწველობა ააწყო, თავისი მასალის ინდუსტრიით და ათეულობით წლის მერე შეიძლება საკუთარიც ააწყო. თუ რა? მრავალნატანჯი მი-ები არემონტო, სანამ ერთ დღესაც ისევ არ დაგებლოკება ყველაფერი?
დღეს საქართველოს მსგავსი ფუფუნება არ აქვს, თუ მართლა მოგვყიდეს ქორი, ეს იქნება უსერიოზულესი ნაბიჯი, ეს არის თანამედროვე ვერტმფრენი და ჩვენგან ნამდვილად არაფერი დაეწუნება. ძალიან საინტერესოა რას, რამდენს და რა მდგომარეობაში მოგვყიდიან, თუ მართლა შავ ქორებზეა საუბარი, მაშინ ეს უსერიოზულესი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, თითო ასეთი ვერტმფრენი ძალიან ძვირი ღირს საქართველოს გადმოსახედიდან. (სხვა წყაროებშიც შავ ქორებზეა საუბარი
http://www.chinapost.com.tw/international/...6735/US-to.htm) საინტერესოა თუ გაწვდება ბიუჯეტი შესყიდვას, იმედია რაღაც ფასდაკლებით ვიღებთ.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარაგი ნაწილები მაინც არ იქნება პრობლემა და თან ეს იქნება თანამედროვე ვერტმფრენი, ზედგამოჭრილი სპეც.ოპერაციებისთვის რაც საქართველოს ერგება მშვენივრად. იმას თუ გავითვალისწინებთ რომ აგვისტოს ომში ბევრი სპეც.რაზმი მოძრაობდა. ხოლო უკრაინა სრულმასშტაბიან ომს დღემდე ანტი-ტერორისტულ ოპერაციას ეძახის.
და რათქმაუნდა თავსებადობა ნატოს ჯარებთან.