რატომ?
ვნახე. ხოდა "სხვა კალიბრიაო" რომ იძახიან, 122 მმ-იან კალიბრს რუსებიც იყენებენ თვითონ. გრადი ქვია და ტორნადო-გ თუ არ იციან.

ურაგანთან და სმერჩთან კი მაგათი შედარება ანალოგიურია რომ შეადარო თითი ფალოსთან.
ასევე როგორც დიდგორი შეიძლება გააკრიტიკო მხოლოდ როგორც ჯავშანტრანსპორტიორი.
უფრო სწორად ის ხალხი, ვინც დიდგორს ჯავშანტრანსპორტიორის როლში გამოყენებას აპირებს.
თორე თავის პირდაპირი დანიშნულებით Light Tactical Vehicle დიდგორი ცუდი მანქანა არ უნდა იყოს.
და ჯავშნის გადაწყვეტა როგორც მინიმუმ ვიზუალურად საკმაოდ პროფესიული შესრულებულად ჩანს.
ანუ იმის თქმა მინდა რომ დიდგორი იგივე კლასში გადის, რომელშიც ახლა ამერიკული ჰამვი (ჰამერი) არის და რომლის შეცვლასაც აპირებენ უფრო დაცვული მანქანით.
ამერიკაში ამ პროგრამას ქვია Joint Light Tactical Vehicle:
http://en.wikipedia.org/wiki/Joint_Light_Tactical_Vehicleდა მაგაში გამარჯვებისთვის იბრძვის 4 თუ 5 უცნობილესი კომპანია.
ჯავშანტრანსპორტიორად კი ამერიკელები სტრაიკერს იყენებენ და არა ჰამერს.
ლაზიკა თუ მოსწონთ ესეც მაგათი პრობლემაა.
ლაზიკას დაცვულობის ხარისხი არის გაზრდილი:
1. მისი დამოკლების ხარჯზე - БМП-1-ის 6 საყრდენი გორგოლაჭის ნაცვლად 5 აქვს
2. მონოლიტურის ნაცვლად კომპოზიტური ჯავშნის გამოყენებით
ხოდა თუ ქსმ გვინდა, თავისთავად შიდა მოცულობა ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებილეა. შემცირებულია ბმპ-1-თან შედარებითაც კი.
და მაინც ვერ ადის თანამედროვე ქსმ-ების დაცვულობის ხარისხამდე მისი შეზღუდული წონის გამო - 14 ტონაში ეს შეუძლებელია და იმიტომ.
მაგალითი შვედური CV90, რომლის წონა 35 ტონას აღწევს და გერმანული 41 ტონიანი პუმა.
ხოდა CV90-ს კოშკურაც აქვს 1670 მმ საყრდენი რგოლით, პანორამული სამიზნითა და სხვა თანამედროვე პრიჩინდალებით, კომფორტულად თავსდება 7 თუ 8 (არ მახსოვს) ქვეითი.
დამოკლებულ ბმპ-1-ში კი ეს ყველაფერი როგორ არის შესაძლებელი?
ისიც საკითხავია დაკიდულობის რესურსი როგორი იქნება თუ ორიგინალურ ბმპ-1-ის ერთ გორგოლაჭზე მოდიოდა საშუალოდ 1.17 ტონა წონა, ლაზიკაში კი იგივე კონსტრუქციაზე მდის 1.4 ტონა. არ ვიცი - შეიძლება იმუშავოს კიდევც და შეიძლება რესურსიც შემცირდეს ამით მკვეთრად.
This post has been edited by SosoChik on 23 May 2015, 09:00
მიმაგრებული სურათი